
იმბოლკის მე-11 დღეს “ქალთა საფუძვლები” ეწოდება.
ის, თუ რა უნდა გააკეთოთ დღეს, მთლიანად თქვენს სქესზეა დამოკიდებული.
თუ თქვენ მდედრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ, იზრუნეთ საკუთარ თავზე და გააკეთეთ ის, რაც არამარტო გახარებთ, არამედ, ისიც, რაც თქვენში ქალურ ენერგიას ააქტიურებს. მაგალითად, მიმართეთ თავის მოვლის პროცედურებს, შეიძინეთ ახალი სამოსი, გაიკეთეთ ლამაზი მაკიაჟი, მიიღეთ სურნელოვანი აბაზანა, გაერთეთ მეგობრებთან ერთად, იმხიარულეთ და თავი ბედნიერად იგრძენით. გახსოვდეთ, რომ ეს დღე თქვენია და საკუთარ თავს უარი არაფერზე უთხრათ.
თუ თქვენ მამრობითი სქესის წარმომადგენელი ხართ, გაუკეთეთ საჩუქარი თქვენს საყვარელ ადამიანს ან ახლობელ ქალბატონებს, დაპატიჟეთ საინტერესო ადგილებში, შეუქმენით სასიამოვნო განწყობა და იზრუნეთ იმაზე, რომ თავი ბედნიერად იგრძნოს/იგრძნონ.
დღევანდელი რიტუალი გათვლილი უნდა იყოს ქალური ენერგიის გააქტიურებაზე, სილამაზეზე, სიყვარულზე, ვნებაზე და შემოქმედებაზე.
ატარეთ შემდეგი ქვები:
- ვარდისფერი კვარცი
- ამეთვისტო
- აქვამარინი
- სოდალიტი
- ძოწი
- საფირონი
- მწვანე ავანტურინი
- მთვარის ქვა
- სელენიტი
- ლაბრადორიტი
დღის ბოლოს განმარტოვდით, აანთეთ სანთელი და გაიხსენეთ განვილილი დღის მოვლენები. დააფიქსირეთ დღიურში თქვენი აზრები, შემდეგ გაგზავნეთ სამყაროში თქვენი სურვილი, რომელიც დაკავშირებული იქნება ან პირადად თქვენთან და ან თქვენს საყვარელ ადამიანთან (ქალბატონთან). შემდეგ დაელოდეთ სანთლის ბოლომდე დაწვას და დაასრულეთ დღე.