
იმბოლკის მე-10 დღეს ეწოდება “ბავშვები”.
ეს დღე ბავშვებთან ერთად გაატარეთ. მნიშვნელობა არ აქვს, თქვენი შვილები იქნებიან, მეგობრის, ნათესავის, მეზობლის თუ უბრალო ნაცნობების. მთავარია, რომ მათთან ერთად დრო მხიარულად და სასიამოვნოდ გაატაროთ. ეცადეთ, ამ დღეს მათ უარი არაფერზე უთხრათ. ეწვიეთ გასართობ ადგილებს, გაუმასპინძლდით პატარებს რაიმე გემრიელით. შეგიძლიათ, ესტუმროთ ბავშვთა სახლებსაც და იქ მყოფ ბავშვებსაც აჩუქოთ ლამაზი დღე.
დღევანდელი რიტუალიც ბავშვების კეთილდღეობას უნდა უკავშირდებოდეს, იქნება ეს წარმატებული მომავალი თუ რაიმე კონკრეტული პრობლემის მოგვარება.
აარჩიეთ შემდეგი ქვებიდან რომელიმე:
- ვარდისფერი კვარცი
- ჰემატიტი
- ამეთვისტო
- გამჭვირვალე კვარცი
- როდონიტი
- დალმატინელი იასპი
საღამოს განმარტოვდით, აანთეთ სანთელი და იფიქრეთ განვლილი დღის სასიამოვნო მოვლენებზე. ჩაიწერეთ დღიურში მნიშვნელოვანი საკითხები, ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც ბავშვებს ან 1 კონკრეტულ ბავშვს უკავშირდება, გაგზავნეთ ეს სურვილი სამყაროში და დაელოდეთ სანთლის დაწვას, რომ დაასრულოთ დღე.