
იმბოლკის მე-8 დღეს ეწოდება “მართალთა საფუძვლები”.
დღეისთვის თქვენი დავალებაა, რომ შეინარჩუნოთ სამართლიანობა ნებისმიერ სიტუაციაში. დაიცავით ის ადამიანები და ცხოველები, რომლებიც უსამართლობის მსხვერპლები არიან. დაიცავით ყველა, ვინც არ იმსახურებს ცუდად ყოფნას. შეიძლება, თქვენი საქციელი კონკრეტულ სიტუაციაში იყოს უხეში და აგრესიული, მაგრამ თუკი სიმართლის დაცვას ემსახურებით, თქვენგან ასეთი მოქმედებები მიზანშეწონილი იქნება. ზოგადად კი უმჯობესია, თუ დღეს ნაკლებად იქნებით კონფლიქტური და სხვადასხვა საკითხებს მშვიდად მოაგვარებთ.
გარდა ამისა, აუცილებლად დაფიქრდით, როგორ იქცევით გარშემომყოფებთან მიმართებაში და რამდენად სამართლიანია თქვენი მოქმედებები ამა თუ იმ ადამიანთან. შესაძლოა, ვერც კი ამჩნევდეთ, რომ რაღაცას არასწორად აკეთებთ და სამართლიანობისგან შორს ხართ. ეცადეთ, მაქსიმალურად ობიექტურად განსაზღვროთ თქვენი საქციელები ამა თუ იმ სიტუაციაში და არ გააკეთოთ ისეთი რამ, რაც მომავალში პრობლემებს შეგიქმნით.
თქვენი დღევანდელი რიტუალი გათვლილი უნდა იყოს სამართლიანობის აღდგენაზე ან შენარჩუნებაზე, იურიდიული საკითხების მოგვარებაზე ან ურთიერთობების დალაგებაზე.
ქვებიდან არჩევანი შეაჩერეთ რომელიმე მათგანზე:
- ალექსანდრიტი
- ჰელიოტროპი
- აქვამარინი
- ონიქსი
- ლაზურიტი
- გამჭვირვალე კვარცი
დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და გადააფასეთ განვლილი დღე. გაითვალისწინეთ თქვენი შეცდომები და ეცადეთ, რომ მომავალში იგივე შეცდომები აღარ დაუშვათ. შემდეგ გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი, ჩაიფიქრეთ სურვილი, რაც სამართლიანობას უკავშირდება, დაელოდეთ სანთლის დაწვას და დაასრულეთ დღე.