
იმბოლკის მე-7 დღეს ეწოდება “გამბედაობა”.
ეს არის დღე, როდესაც მოგიწევთ თქვენი შიშებისთვის თვალის გასწორება და გაბედულად მოქმედება.
გააანალიზეთ თქვენი შიშები და ფობიები. ეძებეთ მათი საფუძვლები. მიმართეთ მედიტაციას და ქვეცნობიერთან მუშაობას. გამოდით კომფორტის ზონიდან და გადადგით ნაბიჯი, რომელიც, თქვენი აზრით, მიზანს მიგაღწევინებთ, მაგრამ ამავდროულად გაშინებთ. გააცნობიერეთ, რომ შიში მხოლოდ გონებაში წარმოქმნილი წინააღმდეგობაა, რომელიც ხელს გიშლით ოცნებების ასრულებაში.
თუკი გეშინიათ სერიოზული ცვლილებების, საჭირო არ არის, რომ ზედმეტად დაისტრესოთ თავი. მხოლოდ 1 პატარა მოქმედებაც საკმარისი იქნება, რომ სხვაობა შეამჩნიოთ. უბრალოდ გაბედეთ ის, რასაც აქამდე ვერ ბედავდით და ნახავთ, რომ გაცილებით მეტი შეგიძლიათ, ვიდრე გეგონათ. გახსოვდეთ, რომ ამ დღეს ყველაფერს შეძლებთ, თუკი თამამად იმოქმედებთ.
დღევანდელი რიტუალი გათვლილი უნდა იყოს იმაზე, რაც შეგმატებთ გამბედაობას, დაგეხმარებათ შიშების მოშორებაში ან გაასუფთავებს გონებას ეჭვებისგან.
დღის მანძილზე თან ატარეთ რომელიმე ქვა შემდეგი სიიდან:
- ამაზონიტი
- ძოწი
- ვეფხვის თვალი
- ქრიზოპრასი
- ამეთვისტო
- ჰელიოტროპი
- იასპი
- ჰემატიტი
დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და მიმართეთ ვიზუალიზაციას. წარმოიდგინეთ, რომ იმყოფებით მაღალი ძალების მფარველობის ქვეშ და არანაირი საფრთხე არ გემუქრებათ. წარმოიდგინეთ ოქროსფერი ფარი, რომელიც მზის სხივებითაა გაბრწყინებული. მოახდინეთ კონცენტრაცია თქვენს ემოციებზე. გამოაღვიძეთ თქვენში თავდაჯერებულობის განცდა. გააცნობიერეთ, რომ თქვენ მართლაც იმყოფებით ღმერთის, ანგელოზების ან სხვა მაღალი ძალების მფარველობის ქვეშ და თავისუფლად შეგიძლიათ მოქმედება, ყოველგვარი შიშის და საფრთხის განცდის გარეშე. ირწმუნეთ საკუთარი ძალებისაც. დაიჯერეთ, რომ იმ ყველაფერზე მაღლა დგახართ, რაც თქვენში შიშის გრძნობას აჩენს. შემდეგ გააკეთეთ ჩანაწერი დღიურში, გაგზავნეთ თქვენი სურვილი სამყაროში, რომელიც ორიენტირებული იქნება გამბედაობაზე და შიშების მოშორებაზე და დაელოდეთ, რომ სანთელი ჩაიწვას.