იმბოლკის 19 დღე

იმბოლკის მე-5 დღეს ეწოდება “განკურნება”.

ეს არის დღე, რომელიც შეგიძლიათ გამოიყენოთ თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის გასაუმჯობესებლად. დაფიქრდით, რა სახის განკურნება გესაჭიროებათ – ფიზიკური, ემოციური თუ მენტალური. სწორად განსაზღვრეთ თქვენი პრობლემის არსი. შემდეგ დაუსვით თქვენს თავს შეკითხვები:

  • საიდან დაიწყო ეს პრობლემა? რა იყო ამ პრობლემის დაწყების მთავარი მიზეზი?
  • ამჟამად რა მდგომარეობი ხართ ფიზიკურად, ემოციურად ან მენტალურად?
  • ეს პრობლემა თავად მოგვარდება?
  • შეგიძლიათ, რომ დამოუკიდებლად გაუმკლავდეთ ამ პრობლემას?
  • რისი გაკეთება შეგიძლიათ პრობლემის მოსაგვარებლად სხვების დახმარებით?

თუ თქვენი პრობლემა ფიზიკური სახისაა, დღეს ექიმთან ვიზიტი განსაკუთრებით კარგ შედეგებს მოგიტანთ. თუ პრობლემის სათავე ემოციურ-მენტალური სახისაა, ამაში არამარტო ფსიქოლოგი დაგეხმარებათ, არამედ მედიტაციაც და ქვეცნობიერთან მუშაობაც.

საღამოსთვის დრო დაუთმეთ საკუთარ თავზე ზრუნვას. მიიღეთ თბილი, სურნელოვანი აბაზანა, მიირთვით ჩაი ან ბალახეულის ნაყენი, მოუსმინეთ სასიამოვნო მუსიკას, დაისვენეთ, განიტვირთეთ.

თუ აპირებთ რიტუალის ჩატარებას, შეარჩიეთ ისეთი, რომელიც უკავშირდება განკურნებას. უმჯობესია, თუკი ამ რიტუალს თქვენს პრობლემასთან პირდაპირი შეხება ექნება.

გარდა ამისა, დღის მანძილზე ატარეთ შემდეგი ქვები:

  • გამჭვირვალე კვარცი
  • ამეთვისტო
  • ვარდისფერი კვარცი
  • ავანტურინი
  • კარნელიანი
  • ციტრინი
  • ტურმალინი

დღის ბოლოს განმარტოვდით ოთახში, სანთელი აანთეთ და კონცენტრაცია მოახდინეთ თქვენი ჯანმრთელობის კონკრეტულ პრობლემაზე. მიმართეთ ვიზუალიზაციას და წარმოიდგინეთ, როგორ აღწევთ თავს პრობლემას, როგორ გშორდებათ ის ნეგატივი, რომელიც სულს გიმძიმებთ, როგორ ხდება თქვენში ახალი, სუფთა ენერგიის წარმოქმნა და როგორ გეცვლებათ განწყობა ეტაპობრივად. სულ ბოლოს წარმოიდგინეთ, რომ გათავისუფლებული და განკურნებული ხართ იმ სიმძიმისგან, რასაც აქამდე გრძნობდით. გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი თქვენი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, შემდეგ გაუგზავნეთ ღმერთს, სამყაროს ან მფარველებს თქვენი სურვილი, რომ დაგეხმაროთ საბოლოო განკურნებაში, დაელოდეთ სანთლის ბოლომდე დაწვას და დაასრულეთ დღე.