
იმბოლკის მე-4 დღის სახელწოდებაა “ცეცხლის მფარველი”.
ეს დღე უკავშირდება იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს გვერდით იმყოფებიან ყველაზე რთულ მომენტებში, მხარს გიჭერენ, მოტივაციას გაძლევენ წინსვლისთვის და სჯერათ თქვენი შესაძლებლობების. ასეთი ადამიანები შეიძლება იყვნენ ოჯახის კონკრეტული წევრები, სულიერი მასწავლებლები, უბრალო ნაცნობებიც კი, თუმცა, თავიანთი დამოკიდებულებით ამ ყველაფრის გარდა თქვენს მეგობრებადაც მოიაზრებიან.
დაფიქრდით, ვინ არიან თქვენი ნამდვილი მეგობრები – ის ადამიანები, რომელთა იმედიც ყოველთვის შეგიძლიათ გქონდეთ. დაუკავშირდით, შეხვდით და გაატარეთ მათთან დრო სასიამოვნოდ. დაინტერესდით, რა აწუხებთ და თუ გაქვთ შესაძლებლობა, თავადაც გაუწოდეთ დახმარების ხელი.
დღევანდელი რიტუალებიდან შეარჩიეთ ისეთი, რომლის საშუალებითაც თქვენთვის მნიშვნელოვან მეგობრულ კავშირებს განამტკიცებთ, მოაგვარებთ კონფლიქტურ სიტუაციას ან გადაჭრით სხვადასხვა პრობლემებს მეგობრებთან.
შეგიძლიათ, ატაროთ შემდეგი ქვები:
- ლაზურიტი
- კარნელიანი
- ფირუზი
- ტოპაზი
- ძოწი
- ვარდისფერი კვარცი
დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და გააკეთეთ ჩანაწერი თქვენს მეგობრებზე. ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც ამ ადამიანების კეთილდღეობაზე იქნება ორიენტირებული. დაელოდეთ, რომ სანთელი ბოლომდე დაიწვას და დაასრულეთ დღე.