
იმბოლკის მე-3 დღეს “წინაპრები” ეწოდება.
ეს არის დღე, როდესაც უნდა გაიხსენოთ თქვენი წინაპრები – ნათესავები, რომლებსაც იცნობდით ან პირადად არ გქონიათ შეხება, მაგრამ მათზე ბევრი დადებითი რამ გსმენიათ. გაიხსენეთ თქვენს წინაპრებთან დაკავშირებული სასიამოვნო მოვლენები, ისაუბრეთ მათზე თქვენს ნათესავებთან, დაათვალიერეთ ძველი ფოტოალბომი. ასევე, ილოცეთ მათი სულებისთვის, აანთეთ მათთვის სანთელი, მოინახულეთ მათი საფლავები.
სასურველია, რომ ეს დღე გაატაროთ იმ უახლოეს ნათესავებთან, ვისთანაც ამჟამად კარგი ურთიერთობა გაქვთ. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ურთიერთობა ბებიებთან და ბაბუებთან. გამოავლინეთ თქვენი სიყვარული და მზრუნველობა მათ მიმართ და აჩუქეთ საყვარელ ადამიანებს კიდევ 1 ბედნიერი დღე.
ამ დღეს ტარდება ისეთი რიტუალები, რომელიც გათვლილია ნათესაური კავშირების გაძლიერებაზე, წინაპართა სულებისგან დახმარების მიღებაზე, გარდაცვლილი ნათესავების სულებთან დაკავშირებაზე, ნათესავებთან პრობლემების მოგვარებაზე.
დღეს შეგიძლიათ, შემდეგი ქვები ატაროთ:
- ჟადეიტი
- ნეფრიტი
- ანგელიტი
- მწვანე ავანტურინი
- მალაქიტი
- ჰელიოტროპი
- ვარდისფერი კვარცი
- სელენიტი
- ჩაროიტი
- ამონიტი
დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და იმედიტირეთ. შეგიძლიათ, გონებით თქვენი წინაპრების სულებს ესაუბროთ და სთხოვოთ მათ რჩევები, რომლებიც მომდევნო დღეებში მინიშნების სახით მოვა თქვენს ცხოვრებაში. გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი განვლილი დღის ან თქვენი რომელიმე ნათესავის/წინაპრის შესახებ. შემდეგ გაუგზავნეთ თქვენი სურვილი ღმერთს, სამყაროს ან მფარველებს, რომელიც დაკავშირებული იქნება წინაპრებთან ან ასაკით უფროს ნათესავებთან და დაასრულეთ დღე. სანთელს ისევ აცადეთ, რომ ბოლომდე ჩაიწვას.