იმბოლკის 19 დღე

იმბოლკის რიტუალის მე-2 დღეს “კერა და ოჯახი” ეწოდება.

ეს არის დღე, რომელიც უნდა დაუთმოთ თქვენს ოჯახს და სახლს/ბინას.

ეცადეთ, დღეს განსაკუთრებული მზრუნველობა გამოავლინოთ ოჯახის წევრების მიმართ. აჩვენეთ თითოეულ მათგანს თქვენი სიყვარული და პატივისცემა. დაგეგმეთ ოჯახური გართობა, ნახეთ საყვარელი ფილმები, ითამაშეთ სამაგიდო თამაშები, მოაწყვეთ ოჯახური ვახშამი, ერთად გაატარეთ დრო. ასევე, შეგიძლიათ, თავად მოამზადეთ გემრიელი კერძები საყვარელი ადამიანებისთვის, თუმცა, მოერიდეთ ექსპერიმენტებს სამზარეულოში. სასურველია, ისეთი კერძი მოამზადოთ, რაც ოჯახის ყველა წევრს უყვარს. ეცადეთ, რომ დღეს გარეთ ნაკლებად გახვიდეთ. უმჯობესია, თუ შინ დარჩებით.

გარდა ამისა, დაალაგეთ სახლი, მოიშორეთ ზედმეტი და უსარგებლო ნივთები, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ გადაიღალოთ. ცვლილებები შეიტანეთ ინტერიერის დიზაინშიც, შექმენით მყუდრო ატმოსფერო სხვადასხვა მარტივი ხერხებით (მაგალითად, სურნელოვანი სანთლების ანთებით) ან შეიძინეთ/შეუკვეთეთ დეკორატიული ნივთები ოთახების მოსაწყობად.

სასურველია, რომ დღეს არ მიიღოთ სტუმრები და არც თავად ესტუმროთ ვინმეს.

საღამოსთვის შეგიძლიათ, ჩაატაროთ რიტუალი, რომელიც გათვლილი იქნება ოჯახის ერთიანობაზე, ოჯახის წევრებთან კონფლიქტების დასრულებაზე, საოჯახო პრობლემების მოგვარებაზე ან ახალი სახლის/ბინის შეძენაზე.

დღის მანძილზე სასურველია, რომ ატაროთ შემდეგი ქვები:

  • ქარვა
  • კარნელიანი
  • წითელი იასპი
  • ვარდისფერი კვარცი
  • გამჭვირვალე კვარცი

დღის ბოლოს განმარტოვდით ოთახში, აანთეთ სანთელი და სთხოვეთ ღმერთს, სამყაროს ან თქვენს მფარველებს ის, რაც ოჯახს და უკავშირდება (მაგალითად, ოჯახის კეთილდღეობა ან ოჯახის რომელიმე წევრის წარმატება კონკრეტულ სფეროში). გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი დღევანდელ დღეზე და აქცენტი გააკეთეთ დადებით მოვლენებზე. შემდეგ კი დაელოდეთ სანთლის ბოლომდე დაწვას, რომ დაასრულოთ ეს დღე.