არსებობს ტაროს გაშლის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ქვეცნობიერის მდგომარეობის შეფასება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ამ კუთხით. ეს მეთოდი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მედიტაციის შემცვლელადაც და წარმოდგენა შეიქმნათ იმაზე, თუ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი.
- სხვენი: თქვენი ქვეცნობიერი.
- ფანჯარა: სულიერი სინათლე, ქვეცნობიერის ნათელი მხარე.
- ჩრდილი: სულიერი სიბნელე, ქვეცნობიერის ბნელი მხარე.
- შემოსასვლელი: ის, რაც უნდა მიიღოთ, შეიძინოთ.
- გასასვლელი: ის, რაც უნდა გასცეთ, დათმოთ, მოიშოროთ.
- გასაღები: ის, რაც უკავშირდება თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლოს.
- საიდუმლო: თქვენი ქვეცნობიერის საიდუმლო.
შენიშვნა: ავტორის ვერსიის მიხედვით, მე-6 პოზიციაზე ამოსული ბანქო უნდა იყოს მაღალი არკანა ან ტუზი. წინააღმდეგ შემთხვევაში მე-7 პოზიციის გაშიფრვას აზრი ეკარგება, რადგან ეს ნიშნავს, რომ საიდუმლო არ არსებობს. მიუხედავად ამისა, ჩვენ გირჩევთ, რომ მაინც განმარტოთ მე-7 პოზიცია, რადგან აღნიშნული წესი ზოგიერთი ადამიანისთვის არ მოქმედებს და “საიდუმლო” რეალურად მალავს იმ ინფორმაციას, რაც შეიძლება, თქვენთვის მნიშვნელოვანი აღმოჩნდეს.
გაშლის შეკვეთა შეგიძლიათ “ტაროს სალონის” Facebook-ის გვერდის საშუალებით.