“გახსოვდეთ, რომ ტარო სახალისოა. რა თქმა უნდა, თქვენ ისწავლით, იმედიტირებთ და განჭვრეტთ. რა თქმა უნდა, თქვენ იპოვნით ტაროს სულიერ საწყისს და ტაროს წაკითხვის თანამგრძნობ ბუნებას. თქვენ იპოვნით მაგიას, ფსიქოლოგიას, ხელოვნებას, ტრადიციას და ტაროს სერიოზულ ბიზნესს. თუმცა, როდესაც ყოველივე ამას გააკეთებთ და ყოველივე ამას იპოვნით, დარწმუნდით, რომ გზას სიცილით მიუყვებით.
მიეცით ბანქოებს საშუალება, რომ გაცინოთ მაშინ, როდესაც დაუფარავად გეუბნებიან სიმართლეს. მიეცით იუმორს საშუალება, განგკურნოთ რთულ სიტუაციებში. მიეცით სილაღეს საშუალება, რომ ტვირთი შეგიმსუბუქოთ. დაე, სიცილმა მოგიტანოთ შეტყობინება. მოდით, ტაროთი შთაგონებულებმა ავაწყოთ მტკიცე ურთიერთობები და შევთავაზოთ ერთმანეთს მხიარულება. იცინეთ სურათებზე, იცინეთ თქვენს კლიენტებთან და სტუდენტებთან, იცინეთ ღრმა აზრიან შეტყობინებებზე მაშინაც კი, თუ ისინი გულთან ახლოს მიგაქვთ. უპირველეს ყოვლისა კი იცინეთ საკუთარ თავზე. ყოველთვის გახსოვდეთ, რომ ტარო სულელის მოგზაურობაა და თქვენ სულელი ხართ”.