
იმბოლკის ბოლო, მე-19 დღეს “ბრიგიდის სამი ალი” ეწოდება.
ბრიგიდი არის კელტების ქალღმერთი, რომელსაც იმბოლკის დღესასწაული უკავშირდება. მისი სამი, ცეცხლოვანი ალი აღნიშნავს ახალ საწყისს, დიდ ენერგიას, რაც საჭიროა ყველას და ყველაფრის “გამოსაღვიძებლად”.
დღევანდელი დღეც, რომელიც იმბოლკის ბოლო დღედ არის ცნობილი, სინამდვილეში ახალი ცხოვრების დასაწყისად შეიძლება ჩაითვალოს. გადააფასეთ თქვენი ამჟამინდელი ცხოვრება და მოემზადეთ სიახლეებისთვის. თქვენი წარსულის გამოცდილება დაგეხმარებათ იმაში, რომ დაგეგმოთ რაღაც ისეთი, რაც თვითგანვითარების და წინსვლის საშუალებას მოგცემთ.
განეწყვეთ იმისთვისაც, რომ შეიძლება დაგჭირდეთ წინააღმდეგობების გადალახვა. ასეთ დროს ფარ-ხმალი არ უნდა დაყაროთ და ბრძოლა უნდა განაგრძოთ. თუკი შინაგანად მზად არ იქნებით მოქმედებისთვის, გაგიძნელდებათ წინსვლა.
დღეს საჭიროა, რომ გააცნობიეროთ, რაში მდგომარეობს თქვენი ძლიერი მხარე, რაც დაგეხმარებათ ახალ ეტაპზე გადასვლაში. გაიძლიერეთ საკუთარი თავის რწმენა, გახდით უფრო მეტად თავდაჯერებული და დაისახეთ მიზნები, რომლებსაც მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ძალისხმევით მიაღწევთ, სხვების დახმარების გარეშე.
ამ დღის რიტუალი უნდა უკავშირდებოდეს შინაგან გაძლიერებას, გარდასახვას, თავდაჯერებულობას.
ქვებიდან უპირატესობა მიანიჭეთ შემდეგს:
- ვეფხვის თვალი
- ქრიზოპრასი
- ციტრინი
- ლაზურიტი
- როდონიტი
- ლალი
- ჰემატიტი
დღის ბოლოს განმარტოვდით ოთახში, აანთეთ სანთელი და იმედიტირეთ. შეგიძლიათ, მიმართოთ ვიზუალიზაციასაც. წარმოიდგინეთ, რომ ოქროსფერ ცეცხლოვან სფეროში იმყოფებით და ეს ცეცხლი ნელ-ნელა ანადგურებს ყველაფერს, რაც თქვენში შიშებს, ეჭვებს, შინაგან სისუსტეს და სხვა ფსიქო-ემოციურ პრობლემებს იწვევს. წარმოიდგინეთ, როგორ სუფთავდებით ნეგატივისგან, ივსებით ახალი ენერგიით და ემზადებით ახალი ცხოვრების დასაწყებად. შემდეგ გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი, გაუგზავნეთ სამყაროს, ღმერთს ან მფარველებს სურვილი, რომელიც დაკავშირებული იქნება თქვენში შინაგანი ძალის, სიმტკიცის, ენერგიის გაზრდასთან, დაელოდეთ სანთლის ბოლომდე დაწვას და დაასრულეთ იმბოლკის 19 დღიანი რიტუალის უკანასკნელი დღეც.