იმბოლკის 19 დღე

იმბოლკის მე-18 დღის სახელწოდებაა “მადლიერება”.

დღეს სწორედ მადლიერების გამოჩენაა საჭირო. გადაუხადეთ მადლობა იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენთვის სიკეთეს აკეთებენ; იმ ადამიანებს, რომლებიც დახმარების ხელს გიწვდიან მაშინაც კი, როდესაც გამოსავალს ვეღარ ხედავთ; იმ ადამიანებს, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე სულ მცირე პოზიტიურ გავლენას მაინც ახდენენ.

თავადაც მოიქეცით ისე, რომ სხვები დარჩნენ თქვენი მადლიერი – დაეხმარეთ გარშემომყოფებს, გაუკეთეთ საყვარელ ადამიანებს მოულოდნელი საჩუქარი, გაამხნევეთ რთულ მდგომარეობაში მყოფი თუნდაც სრულიად უცნობი ადამიანები. მოიქეცით ისე, რომ თქვენი მოქმედებებით სხვებს შეუმსუბუქოთ და გაუხალისოთ ცხოვრება.

დღევანდელი რიტუალი მადლიერებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. შეგიძლიათ, მხოლოდ პოზიტიური აზრები გაგზავნოთ იმ ადამიანების მიმართ, ვისიც მადლიერი ხართ.

დღეისთვის ატარეთ შემდეგი ქვები:

  • გამჭვირვალე კვარცი
  • ვარდისფერი კვარცი
  • მალაქიტი
  • აპატიტი
  • ავანტურინი
  • ვეფხვის თვალი

დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და დაფიქრდით, ვისი და რისი მადლიერი ხართ ამ ცხოვრებაში. გაიხსენეთ ასეთი ადამიანები, მოვლენები, უბრალო ნივთებიც კი, რომლებიც თქვენს ცხოვრებას აადვილებენ. შემდეგ ჩაიწერეთ ეს ყველაფერი დღიურში, ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც უკავშირდება იმ ადამიანს, ვის მიმართაც ყველაზე ძლიერ მადლიერებას განიცდით, დაელოდეთ სანთლის დაწვას და დაასრულეთ დღე.