იმბოლკის 19 დღე

იმბოლკის მე-16 დღეს ეწოდება “კვება”.

დღეს განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ იმას, თუ რით იკვებებით. მიიღეთ ბევრი ბოსტნეული, ხილი, ბალახეულის ნაყენები. ასევე იქიდან გამომდინარე, რომ იმბოლკის მთავარ საკვებად რძე ითვლება, შეგიძლიათ, თქვენს დღევანდელ რაციონში რძის პროდუქტებიც შეიტანოთ. უარი თქვით ისეთ საკვებზე, რომელსაც ჯანმრთელობისთვის მხოლოდ ზიანი მოაქვს. როგორ ძალიანაც არ უნდა გინდოდეთ ჩიპსები, ნამცხვრები და გაზიანი ან ალკოჰოლური სასმელები, თავი შეიკავეთ და გაუძელით ცდუნებას.

თუ თვლით, რომ ფორმაში ჩადგომა გესაჭიროებათ, დღეიდანვე დაიწყეთ ზრუნვა ამაზე. სწორედ დღეს გაქვთ შესანიშნავი საშუალება, რომ სხეულის ფორმაში მოსაყვანად პირველი ნაბიჯი გადადგათ. შეგიძლიათ, კონსულტაცია დიეტოლოგთან, ენდროკრინოლოგთან ან ტრენერთან გაიაროთ.

დღევანდელი რიტუალები უმჯობესია უკავშირდებოდეს საკვების დალოცვას და დადებითი ენერგიით დამუხტვას. ასეთ საკვები მიირთვით მთელმა ოჯახმა.

ქვებიდან ატარეთ:

  • ქარვა
  • ძოწი
  • მარგალიტი
  • სადაფი
  • ჰელიოტროპი

დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და დაფიქრდით, რამდენად ჯანსაღი ცხოვრების წესით ცხოვრობთ. რისგან შედგება თქვენი რაციონი? რამდენად მდიდარია ის ჯანსაღი პროდუქტებით? იღებთ თუ არა დიდი რაოდენობით მცენარეულ საკვებს? ჩამოწერეთ, რისი შეცვლა გესაჭიროებათ, როგორ უნდა გააუმჯობესოთ სიტუაცია, შემდეგ გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი, ჩაიფიქრეთ სურვილი, რომელიც უკავშირდება ფიზიკური სხეულის ჯანმრთელობას და ამასთანავე კავშირშია კვებასთან და დაელოდეთ სანთლის დაწვას, რომ ეს დღეც დაასრულოთ.