იმბოლკის 19 დღე

იმბოლკის მე-15 დღის სახელწოდებაა “შემოქმედება”.

დღეს საჭიროა, რომ საკუთარი ხელით გააკეთოთ ის, რაც გეხერხებათ. მნიშვნელობა არ აქვს, რა იქნება ეს – ნახატის დახატვა, სამკაულის აწყობა, კულინარიული ექსპერიმენტების ჩატარება, გაფუჭებული ნივთის შეკეთება თუ სხვა რამ. მთავარია, რომ თქვენი ნიჭი და ხელობა მაქსიმალურად გამოავლინოთ და აკეთოთ ის საქმე, რაც არამარტო თქვენთვისაა კარგი, არამედ, რასაც დადებითი შედეგები მოაქვს გარშემომყოფებისთვისაც. შეგიძლიათ, ხელნაკეთი ნივთებითაც დაასაჩუქროთ საყვარელი ადამიანები.

ენთუზიაზმით განეწყვეთ იმის მიმართ, რის კეთებასაც დაიწყებთ. წარმოსახვას გასაქანი მიეცით. დღევანდელმა ფანტაზიორობამ შეიძლება ისეთი იდეები გაგიჩინოთ, რაც მომავალში თქვენი ცხოვრების ძირფესვიანად შეცვლის საშუალებას მოგცემთ.

დღევანდელი რიტუალი იმ შემოქმედებითი უნარის და ნიჭის გაძლიერებისკენ ან გამოხატვისკენ მიმართეთ, რაც გაგაჩნიათ.

ქვებიდან უპირატესობა მიანიჭეთ შემდეგებს:

  • ლაბრადორიტი
  • დალმატინელი იასპი
  • გამჭვირვალე კვარცი
  • კარნელიანი
  • ციტრინი
  • ამეთვისტო
  • ფლუორიტი
  • აპატიტი
  • ოპალი

დღის ბოლოს განმარტოვდით, აანთეთ სანთელი და დაფიქრდით, რა შეგიძლიათ იმის გასაკეთებლად, რომ თქვენი ნიჭი უფრო მეტად გამოავლინოთ და ფართო საზოგადოებას გააცნოთ. შეადგინეთ მოქმედების გეგმა, ჩამოწერეთ ყველაფერი ქაღალდზე და შეინახეთ. გააკეთეთ ჩანაწერი დღიურში, გაუგზავნეთ სამყაროს, ღმერთს ან მფარველებს სურვილი, რომელიც კავშირში იქნება შემოქმედებასთან, დაწვით სანთელი ბოლომდე და დაასრულეთ დღე.