
იმბოლკის მე-14 დღეს ეწოდება “წყალი”.
ეს საკმაოდ საინტერესო დღეა თავის არსით.
წყლის უნიკალური თვისებების შესახებ ყველას მოგეხსენებათ. ჩვენი სხეულის 50-65%-იც ხომ სწორედ წყლისგან შედგება. გარდა ამისა, წყალი, როგორც ერთ-ერთი მთავარი სტიქია, ითვლება შესანიშნავ გამწმენდ საშუალებად. სწორედ ამიტომ შეგიძლიათ, ეს დღე დაუთმოთ თქვენი ცხოვრებიდან ნეგატივის მოშორებას.
დღეს წყლის ძალა თქვენი კეთილდღეობისთვის გამოიყენეთ. მიმართეთ წყლის პროცედურებს (მაგალითად, ესტუმრეთ საცურაო აუზს), მიიღეთ სურნელოვანი აბაზანა ზღვის მარილით, დღის მანძილზე კი დალიეთ დიდი რაოდენობით სითხე.
დამუხტეთ წყალი სხვადასხვა საშუალებებით – სიტყვებით, ბუნებრივი ქვებით, მთვარის ენერგიით – და დალიეთ ან დაალევინეთ საყვარელ ადამიანებს.
დღევანდელ რიტუალში უნდა ფიგურირებდეს ეს სტიქია. ასევე, შეგიძლიათ, იმუშავოთ მთვარის ენერგეტიკასთან. ქალბატონებს შეგიძლიათ, იმედიტიროთ და დაუკავშირდეთ თქვენს ქალურ საწყისს.
დღეს ატარეთ შემდეგი ქვები:
- მთვარის ქვა
- მარგალიტი
- სადაფი
- მარჯანი
- აქვამარინი
- ქრიზოკოლა
- სელენიტი
- ლაზურიტი
- საფირონი
დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და დაფიქრდით, რისი მოშორება გინდათ თქვენი ცხოვრებიდან, რა სახის ნეგატივის. მოახდინეთ კონცენტრაცია ამ ნეგატივზე და წარმოიდგინეთ, როგორ აქრობს წყლის ენერგია მას. მაგალითად, თუკი გსურთ გამოჯანმრთელება, წარმოიდგინეთ, რომ ჩანჩქერის ქვეშ დგახართ. “დაინახეთ”, როგორ გაშორებთ წყალი იმ დაავადებას, რომელიც გაწუხებთ და როგორ იწყებს თქვენი სხეული თეთრი, სუფთა ენერგიით გაბრწყინებას. შემდეგ გაუგზავნეთ სამყაროს, ღმერთს ან მფარველებს თქვენი სურვილი, რომელიც დაკავშირებული იქნება წმენდასთან, წყლის სტიქიის ან ქალურ ენერგიასთან და დაელოდეთ სანთლის დაწვას, რომ დაასრულოთ დღევანდელი დღე.