
იმბოლკის მე-13 დღეს ეწოდება “ცხოველები”.
ეს დღე დაუთმეთ ცხოველებზე და ზოგადად ცოცხალ არსებებზე ზრუნვას. დაიწყეთ შინაური ცხოველებიდან – ასეირნეთ, ეთამაშეთ, გაატარეთ დრო მათთან ერთად.
დაეხმარეთ მიუსაფარ ცხოველებსაც როგორც შეგიძლიათ (მაგალითად, საკვებით ან მედიკამენტებით). მოეფერეთ, გაუზიარეთ მათ სითბო. შეგიძლიათ, ეწვიოთ თავშესაფრებსაც, რომ შეძლოთ იქ მყოფი ცხოველების დახმარება.
თუკი შეესწრებით ცხოველთა ჩაგვრის ფაქტებს, მიიღეთ შესაბამისი ზომები. ნუ გამოიჩენთ გულგრილობას მაშინ, როდესაც ხედავთ, რომ თქვენს ჩარევას შეუძლია ცხოველის გადარჩენა.
დღევანდელი რიტუალისთვის შეარჩიეთ ის, რომელიც ორიენტირებული იქნება კონკრეტული ცხოველის კეთილდღეობასა და ჯანმრთელობაზე.
ქვებიდან უპირატესობა მიანიჭეთ შემდეგებს:
- ამონიტი
- იასპი
- ვეფხვის თვალი
- აქატი
- ტურმალინი
- ქარვა
- მარგალიტი
- მწვანე ავანტურინი
დღის ბოლოს აანთეთ სანთელი, იფიქრეთ თქვენს საყვარელ შინაურ ცხოველზე ან ზოგადად სხვა ცხოველებზე. დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ მისი/მათი კეთილდღეობისთვის და დაისახეთ მიზნები. გააკეთეთ დღიურში ჩანაწერი, ჩაიფიქრეთ ამავე თემის შესაბამისი სურვილი და გაგზავნეთ სამყაროში პოზიტიურ ენერგიასთან ერთად, შემდეგ დაელოდეთ სანთლის ბოლომდე დაწვას და დაასრულეთ დღე.