იმბოლკის 19 დღე

იმბოლკის მე-12 დღის სახელწოდებაა “დედამიწა”.

ეს დღე მიუძღვენით ჩვენს საყვარელ პლანეტას და გააკეთეთ მისი კეთილდღეობისთვის თუნდაც ყველაზე მარტივი რამ, რისი გაკეთებაც ნებისმიერ ადამიანს შეუძლია – იზრუნეთ ცხოველებზე და არ დაანაგვიანოთ გარემო. ასევე სასურველია, შეიძინოთ ქოთნის მცენარეები და დაიწყოთ მათი მოვლა.

დღის მანძილზე გადით ბუნებაში, ისეირნეთ (მარტო ან ძაღლთან ერთად), გადაიღეთ ლამაზი ფოტოები. ნახეთ დოკუმენტური ფილმები დედამიწის და ბუნების შესახებ, გაიღრმავეთ თვალსაწიერი, დაფიქრდით, მომავალში რისი გაკეთება შეგიძლიათ ჩვენი პლანეტის სასარგებლოდ.

დღევანდელი რიტუალის მიზანი სასურველია იყოს ზოგადსაკაცობრიო. შეგიძლიათ, უბრალოდ პოზიტიური ენერგია გაგზავნოთ სამყაროში.

შეარჩიეთ რომელიმე ქვა:

  • გამჭვირვალე კვარცი
  • ვარდისფერი კვარცი
  • ავანტურინი
  • ჰელიოტროპი
  • ვეფხვის თვალი
  • ამონიტი

დღის ბოლოს აანთეთ სანთელი და დაფიქრდით, რისი გაკეთება შეგიძლიათ დედამიწის კეთილდღეობისთვის. თქვენი სურვილიც ამ თემასთან უნდა იყოს კავშირში – ბუნებასთან, ცხოველებთან, ეკოლოგიასთან და ა.შ. გააკეთეთ ჩანაწერი დღიურში, დაელოდეთ სანთლის დაწვას და დაასრულეთ დღე.