ტაროთი კონსულტაციის დისტანციური საშუალებები


 

იყო დრო, როცა ტაროს გაშლა მხოლოდ ადამიანების პირისპირ შეხვედრით იყო შესაძლებელი. თუმცა, ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება ხალხი და ვითარდება ტექნოლოგიებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, ბევრად უფრო მარტივად მოვაგვაროთ ესა თუ ის საკითხი. სწორედ ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ დღესდღეობით ტაროთი კონსულტაციის გაწევა შესაძლებელია არამარტო პირისპირ შეხვედრით, არამედ, დისტანციურად.

დისტანციური კონსულტაცია ითვალისწინებს ტაროს გაშლას, როდესაც ტაროლოგი და კლიენტი ერთმანეთისგან შორს იმყოფებიან. ასეთ დროს საჭირო არაა, კლიენტი ტაროლოგის წინ იჯდეს და მონაწილეობას იღებდეს მთელ პროცესში. საკმარისია მხოლოდ კლიენტის პირადი მონაცემები და კომუნიკაციის საშუალება – კომპიუტერი ან ტელეფონი.

აღსანიშნავია, რომ ასეთი კონსულტაციები ხშირად იწვევს ადამიანების უნდობლობას.

“როგორ უნდა მიიღოთ ჩემზე ინფორმაცია, თუკი არ შევხვდებით?” – არაერთხელ უკითხავთ ჩვენთვის.

რეალურად ყველაფერი გაცილებით მარტივადაა.

თუკი ტაროლოგს გააჩნია კლიენტის მონაცემები (ფოტო, სახელი და დაბადების თარიღი), ეს იმას ნიშნავს, რომ ზუსტად იცის, ვისთვის შლის ტაროს, შესაბამისად, ინფორმაციის მიღება მოხდება არა გაურკვეველი პიროვნებისთვის, არამედ, სწორედ იმ კლიენტისთვის, ვინც მას კონსულტაციისთვის მიმართა.

აღსანიშნავია, რომ დისტანციური მკითხაობის და კონსულტაციის საშუალებები სხვადასხვა სახისაა. ყველაზე ხშირად გამოიყენება მესენჯერები, მეილი და ტელეფონი. განვიხილოთ თითოეულის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

მესენჯერები

  • პლუსი: ძალიან მოსახერხებელია იმ შემთხვევაში, თუ საჭიროა ონლაინ რეჟიმში კონსულტაცია (მაგალითად, ცხოვრებისეული მისიის დადგენის ან ჩაკრების დიაგნოსტიკის დრო) კლიენტის უშუალო მონაწილეობა გაშლის პროცესში. ასეთ დროს მომენტალურად ხდება ინფორმაციის გაცვლა, რაც კონსულტაციის სეანსს საგრძნობლად ამარტივებს.
  • მინუსი: თუკი საჭიროა ვრცელი ტექსტის გაგზავნა, უმჯობესია, არჩევანი მესენჯერზე არ შეჩერდეს, რადგან ასეთი მასალის მომზადება გაცილებით მარტივია Microsoft Office Word-ში.

მეილი

  • პლუსი: მეილი ერთი შეხედვით მოძველებული მეთოდია კლიენტთან ურთიერთობისთვის, თუმცა, ის შესანიშნავი საშუალებაა ტექსტური ფაილების ან ვრცელი წერილების გასაგზავნად. სწორედ მეილით ხდება ყველაზე სრულყოფილი შედეგების მიწოდება კლიენტისთვის. გარდა ამისა, კლიენტს წერილობითი სახის მასალა რჩება, რაც საშუალებას აძლევს, დროდადრო გადახედოს კონსულტაციის შედეგს და სხვადასხვა რჩევები გაითვალისწინოს.
  • მინუსი: ონლაინ რეჟიმში მიმოწერისთვის მეილი ნაკლებად მოსახერხებელია. ასევე, არ ღირს მისი გამოყენება, როდესაც საჭიროა კლიენტის უშუალო მონაწილეობა ტაროს გაშლის პროცესში.

ტელეფონი

  • პლუსი: ტელეფონით კონსულტაცია იდეალური საშუალებაა იმ შემთხვევაში, როცა კლიენტი ბოლომდე არ არის ჩამოყალიბებული თავის აზრებში და სურს, რომ ტაროს გაშლის პროცესში ნელ-ნელა დასვას შეკითხვები. ასეთ დროს ტაროლოგს შეუძლია, დაეხმაროს კლიენტს და მიაწოდოს იდეები იმის თაობაზე, თუ რა კუთხით იქნება უმჯობესი კონსულტაციის წარმართვა.
  • მინუსი: ტელეფონით კონსულტაციის გაწევას ბევრი ტაროლოგი არ თანხმდება. მიზეზი არის ის, რომ ტელეფონით კონსულტაცია საკმაოდ შრომატევადი პროცესია და თან ვერ ხერხდება იმდენად ვრცელი ინფორმაციის მიღება, როგორც ტექსტური მასალის მომზადების დროს. გარდა ამისა, კლიენტების ნაწილი ზედიზედ სვამს შეკითხვებს და არ ელოდება პასუხების მიღებას, რის გამოც ფერხდება მუშაობის პროცესი.

რა გვაჩვენა პრაქტიკამ?

“ტაროს სალონში” უკვე 5 წელია, კლიენტებთან დისტანციური ურთიერთობა გვაქვს. ამ ხნის მანძილზე კომუნიკაციის სხვადასხვა საშუალებები გამოვცადეთ და საბოლოოდ შევარჩიეთ მეტ-ნაკლებად კარგი ვარიანტები ასეთი კონსულტაციებისთვის. ყველაზე მეტად გაამართლა Facebook-ის პირადი მიმოწერის სისტემამ. თავდაპირველად ვესაუბრებით კონსულტაციის მსურველს, ვიღებთ მისგან საჭირო ინფორმაციას, შემდეგ დროებით ვემშვიდობებით და ვამზადებთ მისთვის ტექსტს, რომელსაც მოგვიანებით ვუგზავნით ისევ Facebook-ის პირადი მიმოწერის სისტემით როგორც წერილის, ასევე, Word-ის ან PDF ფაილის სახით. იშვიათად ვიყენებთ მეილსაც.

საერთოდ კი ეს საკითხი ძალიან ინდივიდუალურია – ზოგ ტაროლოგს მესენჯერებით მუშაობა ურჩევნია, ზოგს მეილით, ზოგს ტელეფონით, ზოგს კი შეხვედრის გარეშე არაფერი გამოსდის. თუმცა, აღსანიშნავია, რომ გამოცდილი ტაროლოგისთვის ტაროს გაშლა დისტანციურადაც ისევე ადვილია, როგორც პირადი შეხვედრის შემთხვევაში.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s