ტოტემი წარმოადგენს სულს, ასტრალურ არსებას, რომელიც ადამიანს მფარველობს. ტოტემები უამრავი სახისაა და თითოეულ მათგანს გააჩნია უნიკალური, განუმეორებელი თვისება, რომელსაც თავის მფარველობის ქვეშ მყოფ ადამიანს გადასცემს.
ტოტემი ნებისმიერ ადამიანს ჰყავს და მისი ამოცნობა სხვადასხვა საშუალებებით შეიძლება. ერთ-ერთ ასეთ საშუალებას წარმოადგენს ტარო.
ტოტემის განსაზღვრა საშუალებას იძლევა, აღმოაჩინოთ თქვენი საკრალური ცხოველი, ფრინველი ან რიტუალური ატრიბუტი, რომელიც გადმოგცემთ განსაკუთრებულ ძალას, იქცევა თქვენს მფარველად და დაგეხმარებათ სულიერი განვითარების გზაზე.
განსაზღვრის შედეგად თქვენ მიიღებთ ინფორმაციას თქვენი ტოტემის სტიქიის, მისი ძლიერი და სუსტი მხარეების, ასევე ვიზუალური მონაცემების შესახებ.
