რატომ ვერ ხერხდება ცხოვრებისეული მისიის დადგენა?

პოსტი ცხოვრებისეული მისიის დადგენის შესახებ. “ტაროს სალონის” პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა გვქონია, როდესაც პირველივე ცდაზე ვერ მომხდარა ცხოვრებისეული მისიის დადგენა. ძალიან ხშირად, როდესაც ვერ ამოდის მისიის არკანა, ადამიანი განიცდის დაბნეულობას, იმედგაცრუებას და შემდეგ გვეკითხება: „რატომ ვერ მოხერხდა მისიის დადგენა?“ ზოგჯერ ისიც უკითხავთ, რაიმე ცუდს ხომ არ უკავშირდება ეს. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოსტში. Advertisements

“ცხოვრებისეული მისიის დადგენა”

ყველა ადამიანი გარკვეული ცხოვრებისეული მისიით იბადება, თუმცა, ამ მისიას ძალიან ბევრი მათგანი ვერ აცნობიერებს და შესაბამისად, ვერც ახორციელებს. არადა, იმისთვის, რომ სულიერი განვითარების მაღალ საფეხურზე ავიდეთ და ამ ცხოვრებაშიც მოვიპოვოთ წარმატება, საჭიროა, ვიცოდეთ, თუ რისთვის მოვევლინეთ სამყაროს.