“სექსუალური პორტრეტი”

ტაროს გაშლის ამ მეთოდის საშუალებით ხდება პიროვნების სექსუალურობის განსაზღვრა – მისი აღქმების, უპირატესობების, დამოკიდებულებების, ფანტაზიების და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, მიიღოთ რჩევა სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად. Advertisements

“ნოსტრადამუსი”

“ნოსტრადამუსი” კარგი საშუალებაა საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყებად. იმისთვის, რომ ადვილად შეაფასოთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, გააანალიზოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, განსაზღვროთ მომავალი, გაშლის ეს მეთოდი გამოგადგებათ.

“მარტოობის განხილვა”

ხშირად მარტო ყოფნის მიზეზი თვითონ ადამიანში იმალება და არა – გარშემომყოფებში. ასეთ დროს საჭიროა არსებული პროგლემის განხილვა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება.

“სხვენი”

არსებობს ტაროს გაშლის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ქვეცნობიერის მდგომარეობის შეფასება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ამ კუთხით. ეს მეთოდი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მედიტაციის შემცვლელადაც და წარმოდგენა შეიქმნათ იმაზე, თუ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი.

“მარტოობისგან თავის დაღწევა”

უამრავი ადამიანი იტანჯება მარტოობით. უამრავი ადამიანი კარგავს მომავლის იმედს, რადგან თავის ცხოვრების დიდ დროს ისეთი ხალხის გარემოცვაში ატარებს, რომლებთანაც საერთოს ვერ პოულობს. ვინ დათვლის, რამდენი დღე და ღამე გაუტარებიათ მწუხარე ფიქრებში, რამდენჯერ ყოფილან დეპრესიაში და რამდენჯერ დაუყრიათ ფარ-ხმალი. თუმცა, ალბათ, ასეთ დროს რთულია იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ მარტოობაში ისევ და ისევ ჩვენ მიგვიძღვის ბრალი.