ტაროს გაშლის მეთოდები იმბოლკის დღესასწაულისთვის

მაგიური დღესასწაული იმბოლკი სიმბოლურად ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ზამთარი გასული, მაგრამ იწყება ბუნების მზადება გაზაფხულისთვის. იმბოლკზე ტაროს გაშლასაც თავის სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ეს პერიოდი საუკეთესოა ტაროს ისეთი გაშლების პრაქტიკაში გამოსაყენებლად, რომლებიც უკავშირდება მომავალს, მომავლის გეგმებს, იდეებს, მოქმედებას, მზადებას რაიმე სიახლისადმი, ასევე, რჩევების მიღებას პიროვნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

“სექსუალური პორტრეტი”

ტაროს გაშლის ამ მეთოდის საშუალებით ხდება პიროვნების სექსუალურობის განსაზღვრა – მისი აღქმების, უპირატესობების, დამოკიდებულებების, ფანტაზიების და ა.შ. გარდა ამისა, აღნიშნული მეთოდი საშუალებას იძლევა, მიიღოთ რჩევა სექსუალური ცხოვრების გასაუმჯობესებლად.

“ნოსტრადამუსი”

“ნოსტრადამუსი” კარგი საშუალებაა საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყებად. იმისთვის, რომ ადვილად შეაფასოთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, გააანალიზოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, განსაზღვროთ მომავალი, გაშლის ეს მეთოდი გამოგადგებათ.

“სხვენი”

არსებობს ტაროს გაშლის მეთოდი, რომელიც საშუალებას იძლევა, მოხდეს ქვეცნობიერის მდგომარეობის შეფასება და მნიშვნელოვანი ინფორმაციის მიღება ამ კუთხით. ეს მეთოდი შეგიძლიათ, გამოიყენოთ მედიტაციის შემცვლელადაც და წარმოდგენა შეიქმნათ იმაზე, თუ რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი.