“შავი ცხენი”

ხშირად ხდება, რომ ჩვენს ცხოვრებაში შემოდის ისეთი ადამიანი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით, მაგრამ მაინც იქცევა ხოლმე ჩვენი ინტერესის ობიექტად. მართალია, მასზე უფრო მეტი რამის გაგება გვსურს, მაგრამ სხვადასხვა მიზეზების გამო ამის საშუალება არ გვეძლევა. ზოგჯერ ასეთი ადამიანები ძალიან გვიზიდავენ, ზოგჯერ პირიქით – მათ მიმართ ნეგატიურ შეგრძნებებს განვიცდით, მაგრამ ყველა ვარიანტში გვინდა, მათზე უფრო მეტი…

“წინა ცხოვრების თანამგზავრი”

აღნიშნული მეთოდი მიეკუთვნება ე.წ. კარმული გაშლის მეთოდებს და განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გაქვთ ეჭვი, რომ კონკრეტულ პიროვნებას წინა ცხოვრებაშიც იცნობდით. ეს გაშლა გამოგადგებათ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნების დაბადების თარიღის არცოდნის გამო შეუძლებელია კარმული ურთიერთობის განსაზღვრა. გაითვალისწინეთ, რომ თუ პირველ შეკითხვაზე მიიღებთ უარყოფით პასუხს, გაშლა უნდა შეწყვიტოთ.

“ოჯახი”

ამ მეთოდის საშუალებით ხდება ოჯახის წევრების და ზოგადად ოჯახის საერთო მდგომარეობის განხილვა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ტაროს გაშლის ეს ვარიანტი სასურველია, გამოიყენოს გამოცდილმა ტაროლოგმა, რადგან ვრცელი და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.

“თამაში პარტნიორებისთვის”

ტაროს გაშლის ეს მეთოდი შესანიშნავი საშუალებაა სასიყვარულო ურთიერთობის მოკლე, მაგრამ მაქსიმალურად ობიექტური ანალიზისთვის. ამ დროს ხდება აღნიშნული სიტუაციისთვის სხვა კუთხიდან აღქმა, პლუსების და მინუსების დანახვა ორივე პარტნიორში, ხოლო მიღებული შედეგების მიხედვით ადამიანი თავად საზღვრავს, როგორ სჯობს ურთიერთობის გაგრძელება.

“შეყვარებულების პირამიდა”

ტაროს გაშლის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მოხდეს სასიყვარულო ურთიერთობის ობიექტური ანალიზი, განიხილოს ორივე პარტნიორის როლი აღნიშნულ კავშირში და განისაზღვროს მათი ახლო მომავალი. ეს მეთოდი წარმატებით სარგებლობს როგორც დამწყებ, ასევე, გამოცდილ ტაროლოგებში.