ტარო და მაგიური შესაძლებლობები

მათთვის, ვინც დაინტერესებულია სხვადასხვა მაგიური პრაქტიკებით, არსებობს ტაროს გაშლის სპეციალური მეთოდები. ერთერთი მათგანი წარმოადგენს მაგიური შესაძლებლობების აღმოჩენას საკუთარ თავში. Advertisements

ტაროს მაგია

თანამედროვე ცხოვრებაში ტაროს დანიშნულება საკმაოდ ვრცელია. არკანების ენერგეტიკა საშუალებას იძლევა, თითოეული მათგანი გამოყენებული იქნას არამარტო მანტიკაში, არამედ, სხვადასხვა მაგიური სახის პრაქტიკებშიც.

ტერეზა რიდი: “არ გახდეთ მხოლოდ ერთი მიმართულებით მავალი”

“თუკი ჩვენ ვსაუბრობთ ექსპერტად გახდომაზე, მაშინ ჩემი რჩევაა, დარჩეთ სტუდენტად მთელი ცხოვრების მანძილზე. თქვენ მუდმივად უნდა იკითხოთ წიგნები, გაიაროთ პრაქტიკა ხალხთან, გაიაროთ კურსები და გამოსცადოთ ყოველი მეთოდი, რაც კი შეგიძლიათ.

სიგნიფიკატორი, ანუ პიროვნების/სიტუაციის აღმნიშვნელი

ტაროლოგიაში სიგნიფიკატორი, ანუ პიროვნების ან სიტუაციის აღმნიშვნელი, ეწოდება არკანას, რომელიც გამოიყენება როგორც მკითხაობის/კონსულტაციის/დიაგნოსტიკის დროს, ასევე სხვადასხვა ტაროლოგიურ რიტუალებში. ტაროს გაშლის სქემებზე მას აღნიშნავენ ლათინური “S” ასოთი, იგივე “Significator”. სიგნიფიკატორის შერჩევა ხდება როგორც ადამიანის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით, ასევე კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. როგორც წესი, ყველა ტაროლოგს თავის მეთოდი გააჩნია ასეთი არკანის შესარჩევად და სიგნიფიკატორებიც სხვადასხვა სახის არსებობს,…

ტაროთი კონსულტაციის დისტანციური საშუალებები

  იყო დრო, როცა ტაროს გაშლა მხოლოდ ადამიანების პირისპირ შეხვედრით იყო შესაძლებელი. თუმცა, ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება ხალხი და ვითარდება ტექნოლოგიებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, ბევრად უფრო მარტივად მოვაგვაროთ ესა თუ ის საკითხი. სწორედ ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ დღესდღეობით ტაროთი კონსულტაციის გაწევა შესაძლებელია არამარტო პირისპირ შეხვედრით, არამედ, დისტანციურად.

ჯეიმს უელსი: “როდესაც ვერ ვახერხებ ბანქოს ინტერპრეტირებას…”

“გახსოვდეთ, რომ ბანქოები არ ინტერპრეტირდება “ისე უბრალოდ”. ისინი ინტერპრეტირდება კონტექსტში.

ტაროს დღიური

  ტაროლოგიის საფუძვლიანად შესწავლის მსურველებს გამოცდილი ტაროლოგები ყოველთვის ურჩევენ, რომ აუცილებლად იქონიონ ტაროს დღიური. ტაროს დღიური არის ჩვეულებრივი რვეული ან ბლოკნოტი, სადაც მოსწავლე წერს ყველაფერს, რასაც ტაროს შესახებ ისწავლის. როგორც წესი, ასეთ რვეულებში და ბლოკნოტებში ძირითადად ტაროს გაშლის შედეგებს და მათ განმარტებებს წერენ, მაგრამ რეალურად ამ დღიურის ფუნქცია გაცილებით უფრო მრავალფეროვანია.

დონალეი: “გქონდეთ ენთუზიაზმი თქვენი იდეებისადმი”

“მე ვისწრაფვი იმისკენ, რომ ვიყო მუდმივი სტუდენტი. იმის გაცნობიერება, რომ ყოველთვისაა სასწავლი გაცილებით ბევრი რამ, ვიდრე ჩვენ ვიცით – თავმდაბლობაა, რომელიც გვჭირდება გონების გასახსნელად, რათა მეტი ცოდნა მივიღოთ. და რაც უფრო მეტს ვსწავლობ, უფრო მეტად ვაცნობიერებ, რომ კიდევ ბევრი რამ არის სასწავლი.

მარტივი მეთოდი ტაროს დასტის ასარჩევად

  დღესდღეობით ტაროს დასტების უამრავი სახეობება არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ვიზუალურად, ასევე, ატარებენ სხვადასხვა სიმბოლურ და აზრობრივ დატვირთვას. დასტების ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, ტაროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის გემოვნება დაკმაყოფილებული იქნას. თუმცა, დამწყებებს ხშირად უჭირთ დასტის არჩევა და არ იციან, რომელი შეიძინონ პირველ რიგში.

დროის განსაზღვრა ტაროს საშუალებით

  არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომელთა მიხედვითაც ტაროს გაშლისას ხდება დროის განსაზღვრა. ეს მეთოდები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და შემუშავებულია საკმაოდ გამოცდილი და სტაჟიანი ტაროლოგების მიერ. ამიტომ სანამ დამწყები ტაროლოგი დაახლოებით მაინც მიხვდება, რამდენად სწორად იწინასწარმეტყველა დრო, მანამდე საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება უნდა დააგროვოს.