ალეკსეი კლიუევი: “ტარო. გაშლების წიგნი: მკითხაობის პრაქტიკული სახელმძღვანელო”

ალეკსეი კლიუევის წიგნი “ტარო. გაშლების წიგნი: მკითხაობის პრაქტიკული სახელმძღვანელო” თავის შინაარსიდან გამომდინარე დამწყებებისთვისაც და გამოცდილი ტაროლოგებისთვისაც ერთნაირად საინტერესოა. Advertisements

ტაროს გაშლის მეთოდები იმბოლკის დღესასწაულისთვის

მაგიური დღესასწაული იმბოლკი სიმბოლურად ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ზამთარი გასული, მაგრამ იწყება ბუნების მზადება გაზაფხულისთვის. იმბოლკზე ტაროს გაშლასაც თავის სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ეს პერიოდი საუკეთესოა ტაროს ისეთი გაშლების პრაქტიკაში გამოსაყენებლად, რომლებიც უკავშირდება მომავალს, მომავლის გეგმებს, იდეებს, მოქმედებას, მზადებას რაიმე სიახლისადმი, ასევე, რჩევების მიღებას პიროვნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

“12 თვე”

“12 თვე” გაშლის სეზონური მეთოდია და როგორც წესი, მას მიმართავენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. იგი საშუალებას იძლევა, მოხდეს მთელი წლის ანალიზი თვეების მიხედვით. ამ მეთოდით სარგებლობისთვის გამოიყენება მხოლოდ მაღალი არკანები, თუმცა, უფრო ვრცელი ანალიზისთვის შეგიძლიათ, დასტა 2 ნაწილად გაყოთ და თითოეულ პოზიციაზე დაუმატოთ დაბალი არკანებიც.

წარმატების და კეთილდღეობის მოპოვება

იმისთვის, რომ მოიპოვოთ მატერიალური კეთილდღეობა და მიაღწიოთ წარმატებას, დაგეხმარებათ ტაროს რამდენიმე არკანა და თქვენი წარმოსახვის უნარი.

“ოჯახი”

ამ მეთოდის საშუალებით ხდება ოჯახის წევრების და ზოგადად ოჯახის საერთო მდგომარეობის განხილვა. აუცილებლად უნდა აღინიშნოს რომ ტაროს გაშლის ეს ვარიანტი სასურველია, გამოიყენოს გამოცდილმა ტაროლოგმა, რადგან ვრცელი და სრულყოფილი ინფორმაციის მიღება სწორედ ამ შემთხვევაშია შესაძლებელი.

ტაროს გაშლის მეთოდები მაბონის დღესასწაულისთვის

მაბონი მაგიური დღესასწაულია, რომელსაც შემოდგომის ბუნიაობის დროს აღნიშნავენ. ამ დღეს ტაროს ისეთ საკითხებზე შლიან, რაც ეხება როგორც პიროვნული თვისებების ანალიზს, ასევე, განვლილი ცხოვრების დეტალების განხილვას, რათა მოშორებული იქნას ყოველივე ნეგატიური, ადამიანმა კი ნაბიჯი გადადგას ახალი ცხოვრების დასაწყებად.

“ახალი სამუშაო”

იმისთვის, რომ გაიგოთ, რამდენად ღირს ახალი სამსახურის ძიება და რა პოტენციალი გაგაჩნიათ ამისთვის, დაგეხმარებათ გაშლის მეთოდი “ახალი სამუშაო”. ეს მეთოდი გამოგადგებათ იმ შემთხვევაში, თუკი მუშაობთ და იმ შემთხვევაშიც, თუკი არ მუშაობთ. დასვით თქვენი სიტუაციის შესაბამისი შეკითხვები, რათა მიიღოთ მათზე პასუხები.

“ჯვარი”

“ჯვარი” წარმოადგენს ტაროს გაშლის მარტივ მეთოდს, რომელიც საშუალებას იძლევა, განისაზღვროს პრობლემის არსი და მოიძებნოს გამოსავალი. მისი პრაქტიკაში გამოყენება განსაკუთრებით დამწყებებს გაუადვილდებათ.

“ალქიმიკოსი”

ტაროს გაშლის ეს ვარიანტი გამოიყენება არამარტო მომავლის პროგნოზირებისთვის, არამედ, წარსულის გასაანალიზებლადაც. თავის არსით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სტანდარტულ მეთოდს, რომელიც 3 არკანის საშუალებით პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა, “ალქიმიკოსი” ასეთი მეთოდის უფრო ვრცელი სახეობაა.

“ნოსტრადამუსი”

“ნოსტრადამუსი” კარგი საშუალებაა საკუთარ თავზე მუშაობის დასაწყებად. იმისთვის, რომ ადვილად შეაფასოთ თქვენი უნარები და შესაძლებლობები, გააანალიზოთ თქვენი ძლიერი და სუსტი მხარეები, ასევე, განსაზღვროთ მომავალი, გაშლის ეს მეთოდი გამოგადგებათ.