ერთი შედეგი და განსხვავებული განმარტებები

არც თუ ისე იშვიათია შემთხვევები, როცა ტაროთი დაინტერესებული პიროვნება თავისთვის შლის ტაროს, ხოლო არკანების განმარტებას სთხოვს ტაროლოგს, რადგან თავად ვერ გამოაქვს აზრი მიღებული შედეგებიდან. ასევე, ხდება ხოლმე, როცა ერთი ტაროლოგისგან მიღებული შედეგების განხილვას პიროვნება მეორე ტაროლოგთან ცდილობს. მიჩნეულია, რომ ეს არასწორი დამოკიდებულებაა. Advertisements

სიგნიფიკატორი, ანუ პიროვნების/სიტუაციის აღმნიშვნელი

ტაროლოგიაში სიგნიფიკატორი, ანუ პიროვნების ან სიტუაციის აღმნიშვნელი, ეწოდება არკანას, რომელიც გამოიყენება როგორც მკითხაობის/კონსულტაციის/დიაგნოსტიკის დროს, ასევე სხვადასხვა ტაროლოგიურ რიტუალებში. ტაროს გაშლის სქემებზე მას აღნიშნავენ ლათინური “S” ასოთი, იგივე “Significator”. სიგნიფიკატორის შერჩევა ხდება როგორც ადამიანის ინდივიდუალური მონაცემების მიხედვით, ასევე კონკრეტული სიტუაციის შესაბამისად. როგორც წესი, ყველა ტაროლოგს თავის მეთოდი გააჩნია ასეთი არკანის შესარჩევად და სიგნიფიკატორებიც სხვადასხვა სახის არსებობს,…

ტაროთი კონსულტაციის დისტანციური საშუალებები

  იყო დრო, როცა ტაროს გაშლა მხოლოდ ადამიანების პირისპირ შეხვედრით იყო შესაძლებელი. თუმცა, ცხოვრება წინ მიდის, ვითარდება ხალხი და ვითარდება ტექნოლოგიებიც, რაც საშუალებას გვაძლევს, ბევრად უფრო მარტივად მოვაგვაროთ ესა თუ ის საკითხი. სწორედ ცხოვრებამ მოიტანა ის, რომ დღესდღეობით ტაროთი კონსულტაციის გაწევა შესაძლებელია არამარტო პირისპირ შეხვედრით, არამედ, დისტანციურად.

ტაროს დღიური

  ტაროლოგიის საფუძვლიანად შესწავლის მსურველებს გამოცდილი ტაროლოგები ყოველთვის ურჩევენ, რომ აუცილებლად იქონიონ ტაროს დღიური. ტაროს დღიური არის ჩვეულებრივი რვეული ან ბლოკნოტი, სადაც მოსწავლე წერს ყველაფერს, რასაც ტაროს შესახებ ისწავლის. როგორც წესი, ასეთ რვეულებში და ბლოკნოტებში ძირითადად ტაროს გაშლის შედეგებს და მათ განმარტებებს წერენ, მაგრამ რეალურად ამ დღიურის ფუნქცია გაცილებით უფრო მრავალფეროვანია.

მარტივი მეთოდი ტაროს დასტის ასარჩევად

  დღესდღეობით ტაროს დასტების უამრავი სახეობება არსებობს. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდებიან როგორც ვიზუალურად, ასევე, ატარებენ სხვადასხვა სიმბოლურ და აზრობრივ დატვირთვას. დასტების ასეთი მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, ტაროთი დაინტერესებული ნებისმიერი ადამიანის გემოვნება დაკმაყოფილებული იქნას. თუმცა, დამწყებებს ხშირად უჭირთ დასტის არჩევა და არ იციან, რომელი შეიძინონ პირველ რიგში.

დროის განსაზღვრა ტაროს საშუალებით

  არსებობს სხვადასხვა მეთოდები, რომელთა მიხედვითაც ტაროს გაშლისას ხდება დროის განსაზღვრა. ეს მეთოდები ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდება და შემუშავებულია საკმაოდ გამოცდილი და სტაჟიანი ტაროლოგების მიერ. ამიტომ სანამ დამწყები ტაროლოგი დაახლოებით მაინც მიხვდება, რამდენად სწორად იწინასწარმეტყველა დრო, მანამდე საკმარისი პრაქტიკული გამოცდილება უნდა დააგროვოს.

როდესაც პროგნოზი ნეგატიურია

  ტაროს საშუალებით პროგნოზის გაკეთება ძალიან ბევრი ადამიანისთვის არ არის უცხო. თუმცა, აუცილებელია, ისიც გვახსოვდეს, რომ პროგნოზები ყოველთვის დადებითი არაა…

რატომ ვერ ხერხდება ტაროთი კონსულტაცია?

  ზოგჯერ ხდება, რომ ყველაზე გამოცდილ ტაროლოგსაც კი არ შეუძლია, განმარტოს ტაროს გაშლის დროს ამოსული არკანების მნიშვნელობა. ამ დროს ტაროლოგები ამბობენ, რომ “არკანები სდუმან” და წყვეტენ სეანსს.

რა სახის ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი ტაროს საშუალებით?

  ტაროს დანიშნულება თანამედროვე ცხოვრებაში საკმაოდ მრავალფეროვანია, თუმცა, ერთერთი მათგანი – მანტიკა – ყველაზე მეტადაა გავრცელებული. მანტიკა, თავის მხრივ, არანაკლებ მრავალფეროვანი სფეროა და თავიდანვე უნდა აღინიშნოს, რომ მისი საშუალებით ფაქტიურად ნებისმიერი ინფორმაციის მიღებაა შესაძლებელი. ყველაფერი დამოკიდებულია სისტემაზე (განხრაზე), ტექნიკებსა და მეთოდებზე. თუმცა, გვერდი ავუაროთ მანტიკის უამრავ განხრას და ამ შემთხვევაში განვიხილოთ კონკრეტულად ტაროლოგია.

ტარო – არკანების ისტორია

ტარო წარმოადგენს 78 (იშვიათ შემთხვევებში 79) ბანქოსგან შემდგარ დასტას, რომელიც ფართოდ გამოიყენება ეზოთერულ პრაქტიკებში. ტაროს ბანქოებს ეწოდებათ არკანები (Arcanum – “საიდუმლო”) და ისინი იყოფიან 2 ძირითად ნაწილად – მაღალ (იგივე უფროს) და დაბალ (იგივე უმცროს) არკანებად.