“ისიდას შვიდი მარგალიტი”

ხშირად სხვადასხვა მიზეზების გამო პრობლემის მოგვარება ვერ ხერხდება. ადამიანი სწორ გზას ადგას, იჩენს საკმაოდ დიდ ძალისხმევას სიტუაციის გასაუმჯობესებლად, მაგრამ შედეგად ვერაფერს იღებს. ასეთ დროს შესაძლებელია, პრობლემის მიზეზი გაცილებით ღრმა იყოს, ვიდრე ერთი შეხედვით ჩანს. Advertisements

“ფარული მტერი”

ხდება ხოლმე, როდესაც ადამიანს ვერც კი წარმოუდგენია, თუ ჰყავს მტრები, მაგრამ მის ცხოვრებაში ისეთი ინდივიდი არსებობს, რომელიც ფარულად ცდილობს ზიანის მიყენებას. ასეთი ინდივიდი როგორც წესი კარგად იმალება – შეიძლება, ის მეგობრის ნიღაბს იყოს ამოფარებული, შეიძლება, უბრალო ნაცნობობას ინარჩუნებდეს “მსხვერპლთან”. შეიძლება, ამ 2 ადამიანს ერთმანეთთან კავშირი არც ჰქონდეს, მაგრამ ფარული მტერი თავის კარგად შემუშავებული მეთოდებით ცდილობდეს…

“შესაძლებლობები მაგიის განხრების მიხედვით”

ყველა ადამიანს გააჩნია ნიჭი, რომელიც შეუძლია მაგიის რომელიმე სახეობაში წარმატების მისაღწევად გამოიყენოს. თუმცა, ეს ნიჭი ხშირად “მიძინებულ” მდგომარეობაშია და იმ პიროვნებას, რომელიც მაგიას პრაქტიკაში იყენებს, ხშირად უჭირს სასურველი შედეგების მიღება.

“ანგელოზი თუ დემონი?”

ადამიანი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით… შეიძლება, ეს იყოს როგორც ჩვენთვის სრულიად უცნობი პიროვნება, ასევე ის, ვისთანაც ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ეჭვი გვეპარება მასში სხვადასხვა მიზეზების გამო. სწორედ ამ შემთხვევაში გამოიყენება ტაროთი კონსულტაციის მეთოდი სახელწოდებით “ანგელოზი თუ დემონი?”.

“სტიქიები”

“სტიქიები” კონსულტაციის მეთოდია, რომელიც მოიცავს 5 ცხოვრებისეულ სფეროს: ცეცხლი – საკუთარი თავის რეალიზება. მიწა – მატერიალური მდგომარეობა. ჰაერი – ურთიერთობები. წყალი – გრძნობები. სული – სულიერი განვითარება.

“მეგობარი თუ მტერი?”

ზოგჯერ ხდება, რომ იმ ადამიანის მიმართ, ვინც მეგობრად მიგვაჩნია, გარკვეული ეჭვები გვიჩნდება და გვსურს იმის დაზუსტება, რამდენად რეალურია ჩვენი ფიქრები. ზოგჯერ სულაც არაა საჭირო, რომ იმ ადამიანთან ვმეგობრობდეთ – ჩვენს ცხოვრებაში შემოდის და ყოველივე დადებითის მიუხედავად მაინც გვიჩნდება მის მიმართ გარკვეული უნდობლობა. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება მკითხაობის მეთოდი, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

“მარტოობის განხილვა”

ხშირად მარტო ყოფნის მიზეზი თვითონ ადამიანში იმალება და არა – გარშემომყოფებში. ასეთ დროს საჭიროა არსებული პროგლემის განხილვა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება.

“კრიზისული სიტუაცია”

ზოგჯერ კრიზისულ სიტუაციებში უკეთესი შედეგი მოაქვს არა ვრცელ, არამედ, მოკლე და კონკრეტულ კონსულტაციას, რადგან ასეთ შემთხვევებში ადამიანს ფიქრისთვის დიდი დრო და ენერგია არ გააჩნია და საჭიროა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.