“პარტნიორების დავალებები”

გაინტერესებთ, რა დავალებები გაგაჩნიათ თქვენ და თქვენს პარტნიორს იმ ურთიერთობაში, რომელსაც ახლა აყალიბებთ? თუ კი, მაშინ ტაროს აღნიშნული გაშლის მეთოდი საშუალებას მოგცემთ, გაიგოთ ამ დავალებების შესახებ, მიიღოთ რჩევა და მოახდინოთ თქვენი ურთიერთობის მოკლე ანალიზი. Advertisements

“თამაში პარტნიორებისთვის”

ტაროს გაშლის ეს მეთოდი შესანიშნავი საშუალებაა სასიყვარულო ურთიერთობის მოკლე, მაგრამ მაქსიმალურად ობიექტური ანალიზისთვის. ამ დროს ხდება აღნიშნული სიტუაციისთვის სხვა კუთხიდან აღქმა, პლუსების და მინუსების დანახვა ორივე პარტნიორში, ხოლო მიღებული შედეგების მიხედვით ადამიანი თავად საზღვრავს, როგორ სჯობს ურთიერთობის გაგრძელება.

“შეყვარებულების პირამიდა”

ტაროს გაშლის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მოხდეს სასიყვარულო ურთიერთობის ობიექტური ანალიზი, განიხილოს ორივე პარტნიორის როლი აღნიშნულ კავშირში და განისაზღვროს მათი ახლო მომავალი. ეს მეთოდი წარმატებით სარგებლობს როგორც დამწყებ, ასევე, გამოცდილ ტაროლოგებში.

“კარმული ურთიერთობის განსაზღვრა”

მიჩნეულია, რომ კარმული ურთიერთობა იმ 2 ადამიანს აქვს, რომლებიც წინა ცხოვრებაში ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ. კარმული პარტნიორები ერთმანეთის ცხოვრებაში გარკვეული მისიით ჩნდებიან. როგორც წესი, მისია მოიცავს გაკვეთილსაც, რაც ორივე ადამიანმა უნდა მიიღოს ამ ურთიერთობიდან. ზოგჯერ ძალიან ნათელია იმის გაგება, წყვილის ურთიერთობა კარმულია თუ არა, ზოგჯერ კი ჩნდება გარკვეული ეჭვები.