ტაროს გაშლის მეთოდები სამჰაინის დღესასწაულისთვის

ოქტომბრის ბოლოს მაგიური სამყარო სამჰაინს/ჰელოუინს ზეიმობს. ამ დღეს ტაროს გაშლას თავის განსაკუთრებული დატვირთვა აქვს. სამჰაინის გაშლები დაგეხმარებათ, დაინახოთ თქვენი შიშები და უარყოფითი თვისებები უფრო ღრმად, საფუძვლიანად, შემდეგ კი მათ გამოსწორებაზე იზრუნოთ. აღსანიშნავია, რომ გაშლისთვის შეგიძლიათ, გამოიყენოთ როგორც კლასიკური (მაგალითად, “რაიდერ-უეითის ტარო”, “თოთის ტარო” ან “მარსელის ტარო”), ასევე ბნელი დასტები (მაგალითად, “აჩრდილების ტარო”, “ვამპირების ტარო” ან “შეშლილი მთვარის…

ტაროს გაშლის მეთოდები იმბოლკის დღესასწაულისთვის

მაგიური დღესასწაული იმბოლკი სიმბოლურად ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ზამთარი გასული, მაგრამ იწყება ბუნების მზადება გაზაფხულისთვის. იმბოლკზე ტაროს გაშლასაც თავის სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ეს პერიოდი საუკეთესოა ტაროს ისეთი გაშლების პრაქტიკაში გამოსაყენებლად, რომლებიც უკავშირდება მომავალს, მომავლის გეგმებს, იდეებს, მოქმედებას, მზადებას რაიმე სიახლისადმი, ასევე, რჩევების მიღებას პიროვნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით.

“12 თვე”

“12 თვე” გაშლის სეზონური მეთოდია და როგორც წესი, მას მიმართავენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. იგი საშუალებას იძლევა, მოხდეს მთელი წლის ანალიზი თვეების მიხედვით. ამ მეთოდით სარგებლობისთვის გამოიყენება მხოლოდ მაღალი არკანები, თუმცა, უფრო ვრცელი ანალიზისთვის შეგიძლიათ, დასტა 2 ნაწილად გაყოთ და თითოეულ პოზიციაზე დაუმატოთ დაბალი არკანებიც.

ტაროს გაშლის მეთოდები მაბონის დღესასწაულისთვის

მაბონი მაგიური დღესასწაულია, რომელსაც შემოდგომის ბუნიაობის დროს აღნიშნავენ. ამ დღეს ტაროს ისეთ საკითხებზე შლიან, რაც ეხება როგორც პიროვნული თვისებების ანალიზს, ასევე, განვლილი ცხოვრების დეტალების განხილვას, რათა მოშორებული იქნას ყოველივე ნეგატიური, ადამიანმა კი ნაბიჯი გადადგას ახალი ცხოვრების დასაწყებად.

“ალქიმიკოსი”

ტაროს გაშლის ეს ვარიანტი გამოიყენება არამარტო მომავლის პროგნოზირებისთვის, არამედ, წარსულის გასაანალიზებლადაც. თავის არსით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სტანდარტულ მეთოდს, რომელიც 3 არკანის საშუალებით პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა, “ალქიმიკოსი” ასეთი მეთოდის უფრო ვრცელი სახეობაა.

“7 პლანეტარული რჩევა” ქირომანტიის ორაკულით

კონსულტაციის აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს კლიენტისთვის 7 რჩევის მიცემას 7 პლანეტის შესაბამისად – მთვარე, მარსი, მერკური, იუპიტერი, ვენერა, სატურნი და მზე.

“შეყვარებულების პირამიდა”

ტაროს გაშლის ეს მეთოდი საშუალებას იძლევა, მოხდეს სასიყვარულო ურთიერთობის ობიექტური ანალიზი, განიხილოს ორივე პარტნიორის როლი აღნიშნულ კავშირში და განისაზღვროს მათი ახლო მომავალი. ეს მეთოდი წარმატებით სარგებლობს როგორც დამწყებ, ასევე, გამოცდილ ტაროლოგებში.

“წარსული, აწმყო, მომავალი”

ტაროს გაშლის ერთერთ ყველაზე მარტივ მეთოდს წარმოადგენს მკითხაობა წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ. ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში დასტიდან ხდება 3 არკანის ამოღება და მათი განხილვა. მკითხაობის ეს ვარიანტი განსაკუთრებით მისაღებია დამწყებებისთვის, რადგან განხილვის დროს არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ხოლო მიღებული პასუხები საშუალებას იძლევა, სწორად შეფასდეს მოვლენები.