“წინა ცხოვრების თანამგზავრი”

აღნიშნული მეთოდი მიეკუთვნება ე.წ. კარმული გაშლის მეთოდებს და განკუთვნილია იმ შემთხვევებისთვის, როდესაც გაქვთ ეჭვი, რომ კონკრეტულ პიროვნებას წინა ცხოვრებაშიც იცნობდით. ეს გაშლა გამოგადგებათ განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, როდესაც პიროვნების დაბადების თარიღის არცოდნის გამო შეუძლებელია კარმული ურთიერთობის განსაზღვრა. გაითვალისწინეთ, რომ თუ პირველ შეკითხვაზე მიიღებთ უარყოფით პასუხს, გაშლა უნდა შეწყვიტოთ. Advertisements

“კარმული ურთიერთობის განსაზღვრა”

მიჩნეულია, რომ კარმული ურთიერთობა იმ 2 ადამიანს აქვს, რომლებიც წინა ცხოვრებაში ერთმანეთთან დაკავშირებულები იყვნენ. კარმული პარტნიორები ერთმანეთის ცხოვრებაში გარკვეული მისიით ჩნდებიან. როგორც წესი, მისია მოიცავს გაკვეთილსაც, რაც ორივე ადამიანმა უნდა მიიღოს ამ ურთიერთობიდან. ზოგჯერ ძალიან ნათელია იმის გაგება, წყვილის ურთიერთობა კარმულია თუ არა, ზოგჯერ კი ჩნდება გარკვეული ეჭვები.