ტოტემი და მისი ამოცნობა ვიზუალიზაციით

ტოტემი წარმოადგენს წმინდა სულს, ენერგიას, რომლის არსებობისაც უძველესი დროიდან მოყოლებული სჯეროდათ სხვადასხვა ცივილიზაციის წარმომადგენლებს. ტოტემი შეიძლებოდა ყოფილიყო ცხოველიც, მცენარეც და ბუნების სტიქიაც. მას ეთაყვანებოდნენ, ჰქონდა მაგიურ-რელიგიური დატვირთვა და სწამდათ, რომ ის იცავდა ადამიანს ან ადამიანთა ჯგუფს (მაგ., ოჯახს ან კლანს).

სიბრძნის 9 ეაქტრა

“ეაქტრა” უძველესი ირლანდიური ტერმინია და ნიშნავს “მოგზაურობას”, უფრო კონკრეტულად კი – “საიქიოს მონახულებას”. მათ შესახებ დრუიდიზმის მკვლევარი და მწერალი დუგლას მონრო საუბრობს თავის წიგნში “მერლინის დაკარგული წიგნები”.

ხეების ბიოენერგეტიკა

ადამიანი ენერგიის დიდ ნაწილს გარესამყაროსგან იღებს, ენერგიის ერთ-ერთ სუფთა წყაროს კი ხეები წარმოადგენენ. სწორედ ბუნებაში, ტყეებშია შესაძლებელი სუფთა ენერგიის მიღება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ ყველა ხე არ გასცემს ენერგიას. მათი ნაწილი თავად საჭიროებს გარესამყაროსგან ენერგიის მიღებას. შესაბამისად, ხეები იყოფიან ე.წ. “დონორებად” და “ვამპირებად”. იმის ცოდნა, თუ რომელი ხისგან რა სარგებლის მიღებაა შესაძლებელი ბიოენერგეტიკული თვალსაზრისით, ადამიანს ეხმარება…

ზენერის ბანქოები

ინტუიცია, ტელეპათია და ფსიქოკინეზი ის უნარებია, რომელთა განვითარებისთვისაც ადამიანი საუკუნეების განმავლობაში მიმართავდა სხვადასხვა საშუალებებს. ასეთი საშუალებები დღესდღეობით უამრავი სახითაა წარმოდგენილი – უმარტივესი სავარჯიშოებიდან დაწყებული ურთულესი პრაქტიკებით დამთავრებული. ერთერთ მათგანს წარმოადგენს ზენერის ბანქოები, რომლებიც წარმატებით გამოიყენება აღნიშნული უნარების გაძლიერებისა და განვითარებისთვის.

ჰელიოტროპი

ჰელიოტროპი მწვანე შეფერილობის, წითელ და ყვითელ წინწკლებიანი ბუნებრივი ქვაა. მისი სახელი ნიშნავს “მზესთან ერთად მბრუნავს” და მეორენაირად “სისხლის ქვას” უწოდებენ. ჰელიოტროპს შეესაბამება ცეცხლის სტიქია, პლანეტა – მარსი, თვე – მარტი, ჩაკრა – მულადჰარა და შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები – ვერძი, მორიელი და თევზები. შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად, ეს ქვა წარმოიშვა მაშინ, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს…