ჰელიოტროპი

ჰელიოტროპი მწვანე შეფერილობის, წითელ და ყვითელ წინწკლებიანი ბუნებრივი ქვაა. მისი სახელი ნიშნავს “მზესთან ერთად მბრუნავს” და მეორენაირად “სისხლის ქვას” უწოდებენ. ჰელიოტროპს შეესაბამება ცეცხლის სტიქია, პლანეტა – მარსი, თვე – მარტი, ჩაკრა – მულადჰარა და შემდეგი ზოდიაქოს ნიშნები – ვერძი, მორიელი და თევზები. შუა საუკუნეების ლეგენდის თანახმად, ეს ქვა წარმოიშვა მაშინ, როდესაც იესო ქრისტე ჯვარზე გააკრეს…

ბუნებრივი ქვების დამუხტვა

ბუნებრივ ქვებს დროდადრო ენერგიით დამუხტვა ესაჭიროებათ. ასეთ დროს ქვის თვისებები გაცილებით უფრო ძლიერდება და მათი მოქმედება მკვეთრად ხდება გამოხატული. თუმცა, ხშირად დამუხტვა ეშლებათ გაწმენდაში. ეს არასწორი მიდგომაა. ქვებისთვის გაწმენდაც ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორც დამუხტვა, მაგრამ გაწმენდას მიმართავენ მთვარის დაღმავალ, დამუხტვას კი – აღმავალ ფაზაში. ასევე, დამუხტვისთვის საუკეთესო დროა მაშინ, როცა ცაზე სავსე მთვარე ანათებს.