ტაროს გაშლის მეთოდები იმბოლკის დღესასწაულისთვის

მაგიური დღესასწაული იმბოლკი სიმბოლურად ასახავს იმ პერიოდს, როდესაც ჯერ კიდევ არ არის ზამთარი გასული, მაგრამ იწყება ბუნების მზადება გაზაფხულისთვის. იმბოლკზე ტაროს გაშლასაც თავის სიმბოლური დატვირთვა გააჩნია. ეს პერიოდი საუკეთესოა ტაროს ისეთი გაშლების პრაქტიკაში გამოსაყენებლად, რომლებიც უკავშირდება მომავალს, მომავლის გეგმებს, იდეებს, მოქმედებას, მზადებას რაიმე სიახლისადმი, ასევე, რჩევების მიღებას პიროვნებისთვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. Advertisements

“ალქიმიკოსი”

ტაროს გაშლის ეს ვარიანტი გამოიყენება არამარტო მომავლის პროგნოზირებისთვის, არამედ, წარსულის გასაანალიზებლადაც. თავის არსით ძალიან ჰგავს ჩვეულებრივ სტანდარტულ მეთოდს, რომელიც 3 არკანის საშუალებით პროგნოზის გაკეთების საშუალებას იძლევა, თუმცა, “ალქიმიკოსი” ასეთი მეთოდის უფრო ვრცელი სახეობაა.

“წარსული, აწმყო, მომავალი”

ტაროს გაშლის ერთერთ ყველაზე მარტივ მეთოდს წარმოადგენს მკითხაობა წარსულის, აწმყოს და მომავლის შესახებ. ამ მეთოდის გამოყენების შემთხვევაში დასტიდან ხდება 3 არკანის ამოღება და მათი განხილვა. მკითხაობის ეს ვარიანტი განსაკუთრებით მისაღებია დამწყებებისთვის, რადგან განხილვის დროს არ მოითხოვს დიდ ძალისხმევას, ხოლო მიღებული პასუხები საშუალებას იძლევა, სწორად შეფასდეს მოვლენები.