“ანგელოზი თუ დემონი?”

ადამიანი, რომლის შესახებაც ბევრი არაფერი ვიცით… შეიძლება, ეს იყოს როგორც ჩვენთვის სრულიად უცნობი პიროვნება, ასევე ის, ვისთანაც ძალიან ახლოს ვართ, მაგრამ ეჭვი გვეპარება მასში სხვადასხვა მიზეზების გამო. სწორედ ამ შემთხვევაში გამოიყენება ტაროთი კონსულტაციის მეთოდი სახელწოდებით “ანგელოზი თუ დემონი?”. Advertisements

“სტიქიები”

“სტიქიები” კონსულტაციის მეთოდია, რომელიც მოიცავს 5 ცხოვრებისეულ სფეროს: ცეცხლი – საკუთარი თავის რეალიზება. მიწა – მატერიალური მდგომარეობა. ჰაერი – ურთიერთობები. წყალი – გრძნობები. სული – სულიერი განვითარება.

“მეგობარი თუ მტერი?”

ზოგჯერ ხდება, რომ იმ ადამიანის მიმართ, ვინც მეგობრად მიგვაჩნია, გარკვეული ეჭვები გვიჩნდება და გვსურს იმის დაზუსტება, რამდენად რეალურია ჩვენი ფიქრები. ზოგჯერ სულაც არაა საჭირო, რომ იმ ადამიანთან ვმეგობრობდეთ – ჩვენს ცხოვრებაში შემოდის და ყოველივე დადებითის მიუხედავად მაინც გვიჩნდება მის მიმართ გარკვეული უნდობლობა. სწორედ ასეთ შემთხვევებში გამოიყენება მკითხაობის მეთოდი, რომელსაც ახლა გთავაზობთ.

“3 შეკითხვა” შუმერული ორაკულით

შუმერული ორაკული წარმოადგენს ლურსმნული დამწერლობით შედგენილი ბანქოების დასტას, რომელიც წარმატებით გამოიყენება მანტიკაში. თითოეულ ასეთ იეროგლიფს თავის უნიკალური დანიშნულება გააჩნია, რომელთა საშუალებითაც ხდება მკითხაობა სხვადასხვა საკითხების შესახებ, როგორებიცაა მომავლის პროგნოზირება, რაიმე პრობლემური თემის განხილვა, პასუხების მიღება საინტერესო შეკითხვებზე და ა.შ. ითვლება, რომ ეს არის მკითხაობის უძველესი, ერთერთი უპირველესი მეთოდი და იგი შემუშავებულია შუმერელი ქურუმების მიერ. ისინი…

“მარტოობის განხილვა”

ხშირად მარტო ყოფნის მიზეზი თვითონ ადამიანში იმალება და არა – გარშემომყოფებში. ასეთ დროს საჭიროა არსებული პროგლემის განხილვა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღება.

“7 პლანეტარული რჩევა” ქირომანტიის ორაკულით

კონსულტაციის აღნიშნული მეთოდი ითვალისწინებს კლიენტისთვის 7 რჩევის მიცემას 7 პლანეტის შესაბამისად – მთვარე, მარსი, მერკური, იუპიტერი, ვენერა, სატურნი და მზე.

“კრიზისული სიტუაცია”

ზოგჯერ კრიზისულ სიტუაციებში უკეთესი შედეგი მოაქვს არა ვრცელ, არამედ, მოკლე და კონკრეტულ კონსულტაციას, რადგან ასეთ შემთხვევებში ადამიანს ფიქრისთვის დიდი დრო და ენერგია არ გააჩნია და საჭიროა გადაწყვეტილებების სწრაფად მიღება.

“პიროვნების დამოკიდებულება”

პარტნიორული ურთიერთობები ხშირად სულაც არაა ისეთი მარტივი, როგორადაც წარმოგვიდგენია. სხვადასხვა ქმედებების შედეგად ჩნდება გარკვეული კითხვები, რომლებიც პასუხებს საჭიროებს, თუმცა, სხვადასხვა მიზეზების გამო ამ პასუხების მიღება ვერ ხდება.

“მარტოობისგან თავის დაღწევა”

უამრავი ადამიანი იტანჯება მარტოობით. უამრავი ადამიანი კარგავს მომავლის იმედს, რადგან თავის ცხოვრების დიდ დროს ისეთი ხალხის გარემოცვაში ატარებს, რომლებთანაც საერთოს ვერ პოულობს. ვინ დათვლის, რამდენი დღე და ღამე გაუტარებიათ მწუხარე ფიქრებში, რამდენჯერ ყოფილან დეპრესიაში და რამდენჯერ დაუყრიათ ფარ-ხმალი. თუმცა, ალბათ, ასეთ დროს რთულია იმის გაცნობიერება, რომ საკუთარ მარტოობაში ისევ და ისევ ჩვენ მიგვიძღვის ბრალი.