კრისტიანა გოდე: “მიეცით იუმორს საშუალება, განგკურნოთ რთულ სიტუაციებში”

“გახსოვდეთ, რომ ტარო სახალისოა. რა თქმა უნდა, თქვენ ისწავლით, იმედიტირებთ და განჭვრეტთ. რა თქმა უნდა, თქვენ იპოვნით ტაროს სულიერ საწყისს და ტაროს წაკითხვის თანამგრძნობ ბუნებას. თქვენ იპოვნით მაგიას, ფსიქოლოგიას, ხელოვნებას, ტრადიციას და ტაროს სერიოზულ ბიზნესს. თუმცა, როდესაც ყოველივე ამას გააკეთებთ და ყოველივე ამას იპოვნით, დარწმუნდით, რომ გზას სიცილით მიუყვებით.

ბონი კეოვეტი: “ეს ეხება არქეტიპების ცოცხალ ენერგიას”

“ჩემი ერთადერთი რჩევა მათთვის, ვისაც სურს, გახდეს ტაროს სპეციალისტი, არის ის, რომ გახდეს საკუთარი თავის ექსპერტი.

ბარბარა მური: “ეს სიბრძნესთან მიგიყვანთ”

“ტაროს ექსპერტად გახდომა ითვალისწინებს იმავე სამუშაოს, რასაც ითვალისწინებს ექსპერტად გახდომა ნებისმიერ სხვა სფეროში: წაიკითხეთ ყველაფერი. წაიკითხეთ ყველაფერი, რაც კი შეგიძლიათ, და ეცადეთ გაიგოთ, რას ამბობს ავტორი და რატომ. საბოლოოდ თქვენ ამას არ უნდა დაეთანხმოთ, მაგრამ ეცადეთ, გაიგოთ ეს. გქონდეთ გონება სხვა ჭეშმარიტებისთვისაც და სხვა შესაძლებლობებისთვისაც გახსნილი, ეს სიბრძნესთან მიგიყვანთ.