ტაროსკოპი: ოქტომბერი, 2018


ვერძი

ოქტომბერში, შესაძლოა, გაგიჭირდეთ იმ კომფორტის შენარჩუნება თქვენს ცხოვრებაში, რასაც აქამდე ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ინარჩუნებდით. არსებობს იმის რისკიც, რომ საყვარელ ადამიანებთან ურთიერთობა გახდეს სტრესული და კონფლიქტური, ვეღარ ჩერდებოდეთ სახლში, განიცდიდეთ მუდმივ მოუსვენრობას და დისკომფორტს. ეცადეთ, პრობლემებს თვალი გაუსწოროთ და იზრუნოთ მათ მოგვარებაზე პატარ-პატარა ნაბიჯების წინ გადადგმით. თუ არ დაიწყებთ მოქმედებას, ნაკლები შანსია, პრობლემები თავისით მოგვარდეს ან ვინმემ მოგიგვაროთ. მოერიდეთ სესხის გაცემას, გააკეთეთ ფინანსური დანაზოგები. არ გადაიტვირთოთ და ყოველთვის გამონახეთ დრო თუნდაც ხანმოკლე დასვენებისთვის.

კურო

დროა, შეწყვიტოთ ანგარიშის გაწევა იმ ხალხისთვის, ვინც თქვენს სიკეთეს ვერ აფასებს. გადახედეთ თქვენს წარსულს და გააანალიზეთ, სად დაუშვით შეცდომები, რომლებიც დღესაც გახსენებთ თავს. კარგი პერიოდია უსარგებლო ურთიერთობების გაწყვეტისთვის. ფინანსური კუთხით გარკვეული შეფერხებებია მოსალოდნელი. არ დათანხმდეთ საეჭვო წინადადებებს, მოერიდეთ რისკებზე წასვლასაც. ამ ეტაპზე მთავარია, რომ იზრუნოთ იმის შენარჩუნებაზე, რაც გაგაჩნიათ, იქნება ეს ფული, სამსახური თუ მნიშვნელოვანი ურთიერთობები. სერიოზული ნაბიჯების გადადგმისთვის ოქტომბერი არახელსაყრელი პერიოდია.

ტყუპები

ოქტომბერში იზრუნეთ მავნე ჩვევების გამოსწორებაზე. იმის მაგივრად, რომ გარშემომყოფები დაადანაშაულოთ თქვენს პრობლემებში, მიზეზები ეძებეთ საკუთარ თავში. რაც უფრო უშიშრად გაუსწორებთ თვალს თქვენს მიერ დაშვებულ შეცდომებს, უფრო გაგიადვილდებათ სიტუაციის შეცვლა დადებით მხარეს. კარგი პერიოდია ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესებისთვის და კარიერული წინსვლისთვის, მაგრამ ამ ყველაფრისთვის გარკვეული ძალისხმევის გამოჩენა დაგჭირდებათ. მოაგვარეთ ურთიერთობები, თუკი მეორე მხარეც თანახმაა ამაზე, მაგრამ თუ არა – ნუ აიძულებთ მათ, რომ თქვენი სურვილების შესაბამისად მოიქცნენ. კონცენტრირება თქვენს თავზე მოახდინეთ და ყველაფერს მიაღწევთ ეტაპობრივად.

კირჩხიბი

ამ თვეში შესაძლოა, გამეორდეს ის მოვლენები, რაც წარსულში სტრესის ფონზე გადაიტანეთ. დროა, პრობლემებს თვალი გაუსწოროთ და ამ ყველაფერს წერტილი დაუსვათ. თქვენი გამოცდილება საშუალებას მოგცემთ, რომ დაარეგულიროთ ნებისმიერი სიტუაცია, რომელსაც სერიოზულად მოეკიდებით. უფრთხილდით მოულოდნელად გამოჩენილ ადამიანებს, რომლებთანაც ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე კონტაქტი არ გქონდათ. არსებობს იმის რისკი, რომ ანგარება ამოძრავებდეთ თქვენს მიმართ. ასევე, ჯერჯერობით არ არის კარგი პერიოდი სამსახურის შეცვლისთვის. უმჯობესია, პოზიციები ამჟამინდელ სამსახურში გაიმყაროთ.

ლომი

ოქტომბერში იდეალური დრო გექნებათ ახალი სასიყვარულო ურთიერთობის წამოსაწყებად ან ამჟამინდელი ურთიერთობის გასაუმჯობესებლად. გაეცით დიდი რაოდენობით სიყვარული ახლობლების მიმართ. თქვენი მზურნველობა მომავალში სასიკეთოდ დაგიბრუნდებათ. ამ თვეში მნიშვნელოვანი არჩევანის გაკეთებაც მოგიწევთ სხვადასხვა საკითხებში. კარგად დაფიქრდით და შეგიძლიათ, რჩევა ჭკვიან ადამიანებსაც ჰკითხოთ. კარიერული კუთხით გაცილებით დიდ სარგებელს მოგიტანთ თანამშრომლური ურთიერთობები და გუნდური მუშაობა, ამიტომ მოერიდეთ დამოუკიდებლად მოქმედებას, თუკი გსურთ, რომ სერიოზული წინსვლები გქონდეთ.

ქალწული

მოემზადეთ საინტერესო ცვლილებებისთვის. გქონდეთ გამართლების და იღბალის იმედი. თქვენი თამამი ნაბიჯები სასიამოვნო შედეგებს მოგიტანთ. კარგი დროა ფინანსური სფეროს გაუმჯობესებისთვის. არსებობს იმის მაღალი შანსი, რომ მიიღოთ დიდი თანხა ან მიაგნოთ შემოსავლის ახალ წყაროს. ამ თვეში თქვენი ურთიერთობები ბევრად უფრო ჰარმონიული და სიხარულის მომტანი გახდება. ოცნებები, რომელთა ასრულებასაც აქამდე ვერ ახერხებდით, ახლა მოულოდნელად აგისრულდებათ. შეგიძლიათ, იზრუნოთ სამსახურის შეცვლაზეც ან დაწინაურებაზეც.

სასწორი

ოქტომბერში არსებობს იმის რისკი, რომ თქვენი დაუკვირვებლობის გამო სერიოზული შეცდომები დაუშვათ, რასაც მოგვიანებით გააცნობიერებთ კიდეც, მაგრამ ეს შეცდომები სხვადასხვა სიტუაციებზე არასასურველად იმოქმედებენ. ეს რომ არ მოხდეს, ნუ მიიღებთ აჩქარებულ გადაწყვეტილებებს და ნუ ენდობით ბრმად ადამიანებს. მოვლენებს სხვა კუთხიდანაც შეხედეთ. ფინანსური თვალსაზრისით არ არის კარგი დრო რადიკალური ცვლილებების მისაღებად. მოერიდეთ სესხების გაცემას და სამსახურის შეცვლას. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში გახდით დამთმობი და გაითვალისწინეთ მისი აზრები. ეს თავიდან აგარიდებთ კონფლიქტებს.

მორიელი

ამ თვეში საშუალება გექნებათ, სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში ჰარმონია შეიტანოთ. საგრძნობლად გაგიადვილდებათ რთული სიტუაციების დარეგულირება, რაც თქვენს განწყობაზეც დადებითად აისახება. კარგი დროა ახალი ურთიერთობების დასაწყებად – იქნება ეს მეგობრული, სასიყვარულო თუ საქმიანი. ამ პერიოდში წამოწყებული ურთიერთობა მომავალში ძალიან ღირებული გახდება თქვენთვის. ფინანსურ სფეროში დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა, შეძლებთ სტაბილურობის მოპოვებას. თუ თქვენი ამჟამინდელი სამსახური არ გაკმაყოფილებთ, უმჯობესია, მდგომარეობის გაუმჯობესებაზე იზრუნოთ, ვიდრე შეცვლაზე.

მშვილდოსანი

ოქტომბერში თქვენი მიზნების მიღწევა გაგიადვილდებათ, თუკი საკითხს არატრადიციულად, განსხვავებულად მიუდგებით. მოიქეცით ისე, როგორც არასდროს მოქცეულხართ. შეცვალეთ მიზნის მიღწევის საშუალებები, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფიქრობთ, რომ წინსვლა გიჭირთ. გადააფასეთ ღირებულებები. შესაძლოა, არასწორი მიმართულებით მიდიოდეთ და ეს დროულად აღმოაჩინოთ. კარგი დროა ახალი ურთიერთობების დასაწყებად, გაგიადვილდებათ თანამოაზრეებთან დაახლოება. თუკი სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, თამამად იმოქმედეთ და ნუ გაუშვებთ შანსებს ხელიდან.

თხის რქა

ეს თვე თქვენთვის ისე არ წარიმართება, როგორც ვარაუდობდით. პრობლემების მიზეზი ეძებეთ საკუთარ თავში. ჯერ კიდევ არ ხართ მზად იმისთვის, რომ მნიშვნელოვანი ცვლილებები შეიტანოთ თქვენს ცხოვრებაში. უმჯობესია, დაკავდეთ თეორიით, ვიდრე პრაქტიკით – გაიღრმავოთ ცოდნა, მიიღოთ ინფორმაცია, დაამუშაოთ იდეები და ა.შ. არ არის კარგი დრო სამსახურის შეცვლისთვის. ფინანსურ სფეროს ყურადღება მიაქციეთ, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ ფულადი დანაკარგები. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში გამოიჩინეთ ინიციატივა და თქვენს ურთიერთობაში სიახლეები შეიტანეთ. ეს ხელს შეუწყობს თქვენი კავშირის განმტკიცებას.

მერწყული

შესანიშნავი პერიოდი გაქვთ იმისთვის, რომ ცხოვრებისგან მაქსიმუმი მიიღოთ. იზრუნეთ იმაზე, რომ თავი ბედნიერად იგრძნოთ. გააკეთეთ ის, რაც სიხარულს განიჭებთ. აისრულეთ ოცნებები ისე, რომ ნაკლებად იფიქროთ, რა რეაქცია ექნებათ ამაზე სხვებს. თუ სამსახურს ეძებთ, დიდი შანსია, რომ მუშაობა დაიწყოთ. თქვენი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. კონცენტრირება მოახდინეთ იმ ადამიანებზე, რომლებთან ურთიერთობაც ენერგიით გავსებთ. დაისვენეთ, გაერთეთ, მოერიდეთ გადაღლას. განახორციელეთ იდეები და დაიწყეთ მოქმედება მნიშვნელოვანი მიზნების მისაღწევად.

თევზები

ოქტომბერში შეიძლება, სურვილი გაგიჩნდეთ, რომ ხალხს ჩამოშორდეთ და თქვენს შორის უხილავი კედელი აღმართოთ. ურთიერთობები თქვენთვის შემაწუხებელი და უსიამოვნო გახდება. თუ გაქვთ განმარტოების სურვილი, ასეც მოიქეცით, მაგრამ ყურადღებით იყავით, რომ არ გააფუჭოთ ის ურთიერთობები, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. არ არის კარგი დრო ახალ სამსახურში გადასვლისთვის. უმჯობესია, გააანალიზოთ ამჟამინდელი სამსახურის პლუს-მინუსები და ცვლილებები ცოტა ხნით გადადოთ. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ სიფრთხილე. არავის ასესხოთ ფული და არ დათანხმდეთ საეჭვო გარიგებებს. უმჯობესია, ეს თვე სიმშვიდეში გაატაროთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s