ბუნებრივ ქვებს დროდადრო ენერგიით დამუხტვა ესაჭიროებათ. ასეთ დროს ქვის თვისებები გაცილებით უფრო ძლიერდება და მათი მოქმედება მკვეთრად ხდება გამოხატული. თუმცა, ხშირად დამუხტვა ეშლებათ გაწმენდაში. ეს არასწორი მიდგომაა. ქვებისთვის გაწმენდაც ისეთივე აუცილებელი პროცედურაა, როგორც დამუხტვა, მაგრამ გაწმენდას მიმართავენ მთვარის დაღმავალ, დამუხტვას კი – აღმავალ ფაზაში. ასევე, დამუხტვისთვის საუკეთესო დროა მაშინ, როცა ცაზე სავსე მთვარე ანათებს.

სანამ უშუალოდ დამუხტვაზე გადახვალთ, მანამდე გაითვალისწინეთ შემდეგი თავისებურებები:

  • თუ კონკრეტული ქვის შემთხვევაში მითითებული არ არის მთვარის ფაზა, იგულისხმება აღმავალი და/ან სავსე მთვარე. შესაბამისად, სასურველი ფაზა თავად უნდა შეარჩიოთ.
  • თუ კონკრეტული ქვის შემთხვევაში მითითებული არ არის საკმევლის სახეობა, შეარჩიეთ თქვენი სურვილით.
  • დასამუხტი წყალი უნდა იყოს ოთახის ტემპერატურის ან ცივი.
  • მარილიან წყალში იგულისხმება წყალი, რომელშიც ჩამატებულია მწიკვი ზღვის მარილი.
  • გამდინარე წყალში იგულისხმება ონკანის, წყაროს და ნაკადულის წყალი.
  • დამდგარ წყალში იგულისხმება თასში/ჯამში ჩასხმული ონკანის, წყაროს და ნაკადულის წყალი.
  • წმინდა ადგილში იგულისხმება ეკლესია, ეკლესიის ეზო, სამლოცველო კუთხე, მაგიური საკურთხეველი და ა.შ.
  • ქანქარის ან კვერთხის მეშვეობით დამუხტვა ხდება მათი ნელი მოძრაობით ქვის ზემოთ.

ბუნებრივი ქვების დამუხტვის წესები:

  • ავანტურინი ლურჯი: დატოვეთ მსუბუქი (მაგალითად, დილის) მზის სხივების ქვეშ.
  • ავანტურინი მწვანე: დადეთ ფოთლებში დღის საათებში.
  • ავანტურინი წითელი: გადაატარეთ წითელი ან შინდისფერი სანთლის ალზე.
  • აზურიტი: დატოვეთ ვარსკვლავების სინათლის ქვეშ.
  • ალექსანდრიტი: აკმიეთ სალბის კვამლი ან დადეთ ბალახზე/ხავსზე მზიან დღეს, ჩრდილში.
  • ამაზონიტი: ჩადეთ პიტნის ნაყენში.
  • ამეთვისტო: დატოვეთ მთვარის სხივების ქვეშ.
  • ამეტრინი: დატოვეთ სავსე მთვარის სხივების ქვეშ.
  • ანგელიტი: დადეთ წმინდა ადგილას და წაიკითხეთ ლოცვები/შელოცვები.
  • ანიოლიტი: ჩადეთ როზმარინის ნაყენში.
  • აპატიტი: დატოვეთ ახლადმოკრეფილი ან ქოთნის ყვავილების გვერდით, ან მიწაზე მცენარეებთან ახლოს.
  • აპაჩის ცრემლები: დადეთ ნებისმიერი სინათლის ქვეშ.
  • აპოფილიტი: დატოვეთ მზის სხივების ქვეშ.
  • არაგონიტი ლურჯი: დატოვეთ მთვარის სხივების ქვეშ მთელი ღამის მანძილზე.
  • არაგონიტი ნარინჯისფერი: დამარხეთ მიწაში და დატოვეთ 24 სთ-ის განმავლობაში.
  • არაგონიტი ყვითელი: დატოვეთ მსუბუქი (მაგალითად, დილის) მზის სხივების ქვეშ 1 სთ-ის მანძილზე.
  • აქატი ლურჯი: დატოვეთ აღმავალი მთვარის სხივების ქვეშ.
  • აქატი მწვანე: დატოვეთ ბალახში ან ხავსში მთელი ღამის მანძილზე თვეში ერთხელ.
  • აქატი შავ-თეთრი: დამარხეთ მიწაში მთელი ღამის მანძილზე.
  • აქატი წითელი: გადაატარეთ წითელი სანთლის ალზე.
  • აქატი ხის: აკმიეთ კედრის ან ფიჭვის კვამლი.
  • აქვამარინი: ჩადეთ ზღვის ან მარილიანი წყლით სავსე ლურჯ თასში/ჯამში მთელი ღამის მანძილზე სავსე მთვარის პერიოდში, გამთენიისას კი სუფთა, გამდინარე წყალში მოათავსეთ.
  • ბოვენიტი: აკმიეთ კედრის ან თეთრი სალბის კვამლი.
  • ბრილიანტი: გაწმინეთ რბილი ქსოვილით და აკმიეთ საკმევლის კვამლი.
  • გაგატი/გიშერი: დამარხეთ ქვიშაში და დატოვეთ მთელი ღამით.
  • გაქვავებული ხე: დატოვეთ ხის ფესვებთან რამდენიმე საათის განმავლობაში.
  • დანბურიტი: გაახვიეთ ღია ვარდისფერ ქსოვილში და დატოვეთ თბილ და ბნელ ადგილას 24 სთ-ის მანძილზე.
  • დიოპტაზი: დამუხტეთ ამეთვისტოს ან ვარდისფერი კვარცის ქანქარათი.
  • დიოფსიდი: აკმიეთ საკმევლის კვამლი.
  • ვერდიტი: დადეთ ნებისმიერი ტროპიკული მცენარის ფოთლებში.
  • ვეფხვის თვალი: დატოვეთ ლურჯი ცის ქვეშ დღის განმავლობაში.
  • ვეფხვის თვალი ლურჯი: დადეთ ლურჯი ცის ქვეშ დილის ან დღის საათებში.
  • ვეფხვის თვალი ყავისფერი/ოქროსფერი: დადეთ ნაშუადღევს გარეთ მზის ჩასვლამდე ცოტა ხნით ადრე.
  • ვეფხვის თვალი წითელი: დადეთ ნაშუადღევს გარეთ, სანამ მზე ჩავა.
  • ზურმუხტი: გაწმინდეთ რბილი, ბუნებრივი მასალის ქსოვილით და დადეთ აღმავალი მთვარის სხივების ქვეშ.
  • იასპი ბურთულებიანი: აპკურეთ ზღვის ან მარილიანი წყალი.
  • იასპი ზღვის: აპკურეთ ზღვის ან მარილიანი წყალი.
  • იასპი ლეოპარდისფერი: დატოვეთ გარეთ ქარიან ამინდში.
  • იასპი მოწითალო-მოყავისფრო: გადაატარეთ წითელი ან ყავისფერი სანთლის ალზე.
  • იასპი მწვანე: აპკურეთ ზღვის ან მარილიანი წყალი.
  • იასპი ყავისფერი: გადაატარეთ ყავისფერი სანთლის ალზე.
  • იასპი ყვითელი: დატოვეთ მზის სხივების ქვეშ.
  • იასპი შავ-თეთრი/წინწკლებიანი/დალმატინელი: დატოვეთ ქოთნის მცენარეების მიწაზე 24 სთ-ის განმავლობაში.
  • იასპი წითელი: გადაატარეთ წითელი სანთლის ალზე.
  • იოლიტი: დადეთ მზის ან მთვარის სინათლეზე.
  • კავანსიტი: დაიჭირეთ ხელში და ილოცეთ იმ ღმერთისთვის, რომლისაც გწამთ.
  • კალციტი ვარდისფერი: დატოვეთ მთვარის სხივების ქვეშ.
  • კალციტი ლურჯი: დატოვეთ გამდინარე წყალში ან ონკანის წყლის ქვეშ.
  • კალციტი მწვანე: დაიჭირეთ ხელში და შეუშვირეთ ონკანის წყალს.
  • კალციტი ნარინჯისფერი: გეჭიროთ ხელში, როცა აბაზანას მიიღებთ სანთლების შუქზე, შემდეგ დამარხეთ მიწაში და თან სამადლობელო ლოცვა/შელოცვა წარმოთქვით.
  • კალციტი ყვითელი: აკმიეთ საკმევლის კვამლი.
  • კარნელიანი: დატოვეთ მზის ქვეშ ან გამდინარე წყალში.
  • კვარცი ბოლისფერი/კვამლიანი: დადეთ წმინდა ადგილის მიწაზე/იატაკზე 30 წთ-ის განმავლობაში.
  • კვარცი გამჭვირვალე: დადეთ ბალახებში ან ფოთლებში მაშინ, როცა ანათებს შუადღის მზე.
  • კვარცი ვარდისფერი: აპკურეთ ვარდის წყალი.
  • კვარცი ლურჯი: დამუხტეთ გამჭვირვალე კვარცის კვერთხით.
  • კვარცი ცისარტყელასებრი: აპკურეთ წყალი და დატოვეთ მზის სინათლეში.
  • კიანიტი: დადეთ მცენარეებთან ახლოს აისიდან 1 სთ-ის შემდეგ.
  • კუნციტი: დადეთ აღმავალი მთვარის სხივების ქვეშ.
  • ლაბრადორიტი: დადეთ ცისარტყელას ქვეშ.
  • ლალი: გაწმინდეთ რბილი ქსოვილით და დატოვეთ მთელი ღამის მანძილზე ვარსკვლავების ქვეშ.
  • ლაპის ლაზული/ლილაქვა/ლაზურიტი: დატოვეთ ვარსკვლავების სინათლის ქვეშ.
  • ლეპიდოლიტი: დამუხტეთ საზამთროსებრი ტურმალინის მაგიური კვერთხით ან ამეთვისტოს ან გამჭვირვალე კვარცის ქანქარათი.
  • მალაქიტი მწვანე: სწრაფად გარეცხეთ გამდინარე წყალში.
  • მარგალიტი თეთრი: თვეში ერთხელ დატოვეთ აღმავალი მთვარის სხივების ქვეშ.
  • მარგალიტი შავი: გაწმინდეთ აბრეშუმის ქსოვილით და დამუხტეთ ამეთვისტოს ქანქარათი.
  • მარჯანი ლურჯი: აპკურეთ ზღვის ან მარილიანი წყალი.
  • მეტეორიტი: დატოვეთ ფანჯარაზე მზის ან მთვარის დაბნელების ღამეს.
  • მზის ქვა: დადეთ თითო საათის მანძილზე ორივე მხრიდან შუადღის მზის სხივების ქვეშ.
  • მთვარის ქვა: დატოვეთ სავსე მთვარის პირდაპირი სხივების ქვეშ (ცაზე მთვარის გამოჩენიდან მის დამალვამდე).
  • მთვარის ქვა ცისარტყელასებრი: დატოვეთ სავსე მთვარის სხივების ქვეშ.
  • მოლდავიტი: დატოვეთ გარეთ იმ ღამეს, როცა მოდის მეტეორების წვიმა ან დადეთ მთელი ღამის მანძილზე პემზის პატარა ნატეხის გვერდით (ამის შემდეგ პემზა უნდა დამარხოთ მიწაში).
  • მუკაიტი: ჩადეთ სალბის ნაყენში.
  • ნეფრიტი: აკმიეთ პიტნის ან სალბის კვამლი.
  • ობსიდიანი დაფიფქული: აანთეთ პატარა შავი და თეთრი სანთლები, დადეთ ქვა მათ გვერდით და აცადეთ სანთლებს, რომ ბოლომდე ჩაიწვას.
  • ობსიდიანი შავი: დადეთ ნებისმიერი სახის სინათლის ქვეშ.
  • ოლივინი: დადეთ სავსე მთვარის სხივების ქვეშ.
  • ონიქსი შავი: დადეთ მზის სხივების ქვეშ.
  • ოპალი თეთრი: წაუსვით ზეითუნის ზეთი ან წყალი, მოარიდეთ მზეს.
  • ოპალი ცეცხლოვანი: ფრთხილად გარეცხეთ დამდგარ წყალში.
  • ოქროს ქვა ლურჯი/ყავისფერი: დატოვეთ ფანჯრის რაფაზე ვარსკვლავებიან ღამეში.
  • პერიდოტი: დადეთ სავსე მთვარის სხივების ქვეშ.
  • პიეტერსიტი: დატოვეთ გარეთ ჭექა-ქუხილში ან თავსხმა წვიმაში ცოტა ხნით.
  • პირიტი: გადაატარეთ ნაცრისფერი ან ვერცხლისფერი სანთლის ალზე.
  • პრენიტი: დატოვეთ ბალახებში ან ფოთლებში 48 სთ-ის მანძილზე.
  • ჟადეიტი: აკმიეთ პიტნის ან სალბის კვამლი.
  • რიოლიტი: დადეთ გარეთ ქარიან ამინდში.
  • როდოკროსიტი: აკმიეთ საკმეველი.
  • როდონიტი: დადეთ პატარა ვარდისფერი სანთლის გვერდით და აცადეთ სანთელს, რომ ბოლომდე ჩაიწვას.
  • რუტილი/თმიანი კვარცი: ჩადეთ პატარა ქისაში ან ტომსიკაში პატარა ოქროსთან ერთად მთელი ღამის მანძილზე.
  • სადაფი: გარეცხეთ ზღვის ან მარილიანი წყლით.
  • სარდონიქსი: ჩადეთ ვარდის ფურცლებით სავსე თასში/ჯამში დაისიდან აისამდე.
  • საფირონი თეთრი: გაწმინდეთ თეთრი აბრეშუმის ქსოვილით, შემდეგ ჩადეთ თეთრი ყვავილების ფურცლებში და დატოვეთ 24 სთ-ის მანძილზე.
  • სელენიტი თეთრი: ჩადეთ სავსე მთვარის სხივებით დამუხტულ მინერალურ წყალში.
  • სერპენტინი: გადაატარეთ ყავისფერი სანთლის ალზე.
  • სკოლეციტი: გაწმინდეთ რბილი თეთრი ქსოვილით და დადეთ 1 სთ-ის მანძილზე მთვარის სხივების ქვეშ.
  • სოდალიტი: დამარხეთ რომელიმე სურნელოვანი მცენარის გვერდით 24 სთ-ის მანძილზე.
  • სპექტროლიტი: დადეთ ცისარტყელას ქვეშ.
  • სტავროლიტი: დამარხეთ თქვენი სახლის/კორპუსის ეზოში 24 სთ-ის განმავლობაში.
  • ტანზანიტი: დადეთ ქვაზე/კლდის ნატეხზე გარეთ ძლიერი ქარის/ქარიშხლის დროს.
  • ტექტიტი/ვლატავინი: დადეთ გარეთ, როცა იქნება ძლიერი ქარი/ქარიშხალი და ელვა.
  • ტოპაზი ლურჯი: დადეთ გამთენიისას გარეთ ლურჯი ცის ქვეშ, სანამ მზე ზენიტში გადავა.
  • ტოპაზი ოქროსფერი: დადეთ გარეთ იმ დროს, როცა ცაზე ერთდროულად გამოჩნდება მზე და მთვარე.
  • ტურმალინი საზამთროსებრი: ყოველდღე 5 დღის მანძილზე დატოვეთ გარეთ ბინდში.
  • ტურმალინი შავი: გარეცხეთ გამდინარე წყალში და დატოვეთ მთვარის სხივების ქვეშ მთელი ღამის მანძილზე.
  • უდაბნოს ვარდი: დატოვეთ მთვარის სხივების ქვეშ.
  • უვაროვიტი: გაწმინდეთ მწვანე აბრეშუმის ქსოვილით და თქვით გაძლიერების და განწმენდის ლოცვა/შელოცვა.
  • უნაკიტი: წაუსვით ზეითუნის ზეთი და გადაავლეთ წყალი.
  • ფირუზი: აკმიეთ კედრის ან სალბის კვამლი.
  • ფლუორიტი გამჭვირვალე: დატოვეთ გამდინარე წყალში, სასურველია მთვარის სხივების ქვეშ.
  • ფლუორიტი მეწამული: დატოვეთ გამდინარე წყალში.
  • ფლუორიტი მწვანე: დატოვეთ წყლის ნაკადის ქვეშ ან წყლიან თასში/ჯამში მთვარის სხივების ქვეშ მთელი ღამის მანძილზე.
  • ქალკედონი/ქალცედონი ვარდისფერი: დატოვეთ გამდინარე წყალში.
  • ქალკედონი/ქალცედონი ლურჯი: გარეცხეთ გამდინარე წყალში.
  • ქარვა: დატოვეთ შუადღის მზეში რამდენიმე წუთის მანძილზე.
  • ქრიზობერილი ყვითელი: აკმიეთ სალბის კვამლი ან მზიან დღეს დატოვეთ ჩრდილში, ბალახებში.
  • ქრიზოკოლა: დატოვეთ მთელი ღამის მანძილზე სპილენძის ჭურჭელში.
  • ქრიზოპრასი: დატოვეთ წვიმის ქვეშ.
  • ჩაროიტი: დადეთ გამდინარე წყალში, მაგრამ არ დატოვოთ უყურადღებოდ. საჭიროა, გესმოდეთ წყლის ხმა, ანუ ახლოს იყოთ თქვენს ქვასთან.
  • ჩიასტოლიტი: თვეში ერთხელ დამარხეთ ქვიშაში და დატოვეთ მთელი ღამის მანძილზე.
  • ჩონდრიტი: დატოვეთ ფანჯრის რაფაზე მთელი ღამის მანძილზე მზის ან მთვარის დაბნელების დროს.
  • ცავორიტი: ფრთხილად გაწმინდეთ მწვანე აბრეშუმის ქსოვილით და თან თქვით განწმენდის და გაძლიერების ლოცვა/შელოცვა.
  • ცელესტიტი ლურჯი: გაახვიეთ ლურჯ აბრეშუმის ქსოვილში და 2 დღის მანძილზე შეინახეთ უჯრაში ან კარადაში.
  • ცელესტიტი ნარინჯისფერი: დადგით წყლით სავსე პატარა თასში/ჯამში მზის სხივების ქვეშ რამდენიმე საათის მანძილზე და ამოღების შემდეგაც აპკურეთ წყალი.
  • ციტრინი: დადეთ დილის მზის სხივების ქვეშ, მაგრამ ეცადეთ, ხშირად არ დამუხტოთ ხოლმე.
  • ძოწი მწვანე: გაწმინდეთ მწვანე აბრეშუმის ქსოვილით, თან წარმოთქვით განწმენდის და გაძლიერების ლოცვები/შელოცვები.
  • ძოწი წითელი: დატოვეთ ღრუბლიანი ცის ქვეშ მთელი ღამით.
  • ჰელიოტროპი: დატოვეთ გამდინარე წყალში ან მზის სხივების ქვეშ.
  • ჰემატიტი: აკმიეთ კედრის ან სალბის კვამლი.
  • ჰოვლიტი ლურჯი: დადეთ ამეთვისტოს გვერდით.
  • ჰოვლიტი ჩვეულებრივი: ჩადეთ თეთრ კერამიკულ თასში/ჯამში და დადგით იმ ოთახში, სადაც ოჯახის წევრები იკრიბებით.