ტაროსკოპი: სექტემბერი, 2018


ვერძი

სექტემბერში დროა, დაიწყოთ ზრუნვა საკუთარი უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზე. შესაძლებელია, ეს ძალიან გაგიჭირდეთ, მაგრამ თქვენი მონდომება საშუალებას მოგცემთ, მნიშვნელოვანი წინსვლები გქონდეთ ამ მხრივ. დაკავდით თვითგანვითარებით, გაიღრმავეთ ცოდნა ამა თუ იმ სფეროში. მოერიდეთ სერიოზული გადაწყვეტილებების მიღებას კარიერასთან და ფინანსებთან დაკავშირებით, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ არასწორად გადადგმული ნაბიჯის გამო ისიც დაკარგოთ, რაც გაგაჩნიათ. ურთიერთობებში ნაკლებად გამოავლინეთ ეგოიზმი და პირველ რიგში იფიქრეთ საყვარელი ადამიანების კეთილდღეობაზე. სწორედ ასე შეძლებთ მოსალოდნელი გართულებების თავიდან აცილებას.

კურო

ამ თვეში მაქსიმალურად მოერიდეთ რისკებზე წასვლას. არსებობს იმის საფრთხე, რომ ყველაზე მშვიდი და სტაბილური სიტუაციაც კი რადიკალურად შეიცვალოს და ამის გამო შეგექმნათ გარკვეული პრობლემები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. კარგად დაფიქრდით, ვიდრე გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამთ. ბრმად არ ენდოთ გარშემომყოფების რჩევებსაც. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ სფეროს, რომ გამორიცხოთ დანაკარგები. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში წადით დათმობებზე. ნუ გამოიწვევთ კონფლიქტებს, თუკი ხედავთ, რომ ამისთვის საფუძვლიანი მიზეზი არ გაგაჩნიათ. უბრალო კამათიც კი შეიძლება, გადაიზარდოს სერიოზულ დაპირისპირებაში, ამიტომ მეტი სირბილე გამოავლინეთ.

ტყუპები

შესაძლებელია, გაგიჭირდეთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და მთელი ეს პროცესი დროში გაიწელოს, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ზედმეტი ძალისხმევით სასურველი შედეგების მიღების ალბათობას ფაქტიურად ვერ გაზრდით. უმჯობესია, დროს მიანდოთ სიტუაციის დარეგულირება. ყურადღება მიაქციეთ გარშემომყოფებს, განსაკუთრებით კი მათ, ვისთანაც ხშირი ურთიერთობა გაქვთ. შეიძლება, ვერ შეამჩნიოთ, თქვენი უყურადღებობით როგორ აფუჭებთ საუკეთესო ურთიერთობებს, ამიტომ ეცადეთ, უფრო დაკვირვებული იყოთ და მცირედი ცვლილებებიც კი არ გამოგრჩეთ. არ არის კარგი პერიოდი სამსახურის შეცვლისთვის, საქმიანი გარიგებების წარმოებისთვის და სერიოზული ფინანსური გადაწყვეტილებების მისაღებად. ამ მხრივ სიფრთხილე გამოიჩინეთ.

კირჩხიბი

ეს თვე დაუთმეთ თვითგანვითარებას. იზრუნეთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე. იდეალური დრო გექნებათ დაქორწინებისთვის. გადააფასეთ თქვენი ურთიერთობები, განსაკუთრებით ასაკით უფროს ადამიანებთან. ამ პერიოდში იმის შანსი, რომ ახალი მეგობარი შეიძინოთ, საკმაოდ მაღალია. სანამ რაიმე გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოუსმინეთ სანდო ადამიანების რჩევებსაც. ფინანსური კუთხით საგრძნობლად გაგიადვილდებათ სტაბილურობის შენარჩუნება, თუმცა, შემოსავლის მნიშვნელოვნად გაზრდის ალბათობა მცირე იქნება. შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი სამსახურის ძიება ან საკუთარი ბიზნესის დაწყება სხვა ადამიანთან ან ადამიანებთან ერთად. ამ პერიოდში ნებისმირი სახის თანამშრომლობა კარგ შედეგებს მოგიტანთ.

ლომი

სექტემბერში შესაძლოა, მოექცეთ გარკვეული ილუზიების ქვეშ და არასწორი წარმოდგენები შეიქმნათ სხვადასხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. ეს რომ არ მოხდეს, მაქსიმალურად მოერიდეთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას და მხოლოდ საკუთარი მოსაზრებებით მოქმედებას. არსებობს იმის დიდი ალბათობა, რომ ამ პერიოდში ყალბი მეგობრები გამოავლინოთ და დაინახოთ, რეალურად ვინ რას წარმოადგენს. ნუ წახვალთ სხვადასხვა ფინანსურ გარიგებებზე, არ გასცეთ სესხები, ნუ აიღებთ ვალებს. არ არის კარგი პერიოდი სამსახურის შეცვლისთვისაც. ყველანაირ სიტუაციაში განსაზღვრეთ აღნიშნული სიტუაციის პლუს-მინუსები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ.

ქალწული

თუკი ახალი ცხოვრების დაწყებას გეგმავთ, სექტემბერი იდეალური იქნება ამისთვის. შეძლებთ, რომ არამარტო თავი დააღწიოთ წარსულის გავლენას, არამედ, შექმნათ აბსოლუტურად ახალი, ისეთი ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდით. რა თქმა უნდა, ამ ყველაფერში ძალისხმევის ჩადება მოგიწევთ, რადგან იღბალის და გამართლების იმედზე ყოფნით ვერაფერს შეცვლით, მაგრამ თუკი საკითხს სერიოზულად მიუდგებით, ყველაფერი გამოგივათ. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის დასაწყებად და ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად. სხვადასხვა საკითხებისადმი ახლებური მიდგომა მნიშვნელოვან შედეგებს მოგიტანთ. იყავით საკუთარი თავის იმედზე და გჯეროდეთ, რომ დასახულ მიზნებს ადვილად მიაღწევთ.

სასწორი

ეს თვე გამოიყენეთ იმ ცხოვრებისეულ სფეროებში წინსვლისთვის, რომლებიც, თქვენი აზრით, კორექტირებას საჭიროებს. აიღეთ პასუხისმგებლობა მხოლოდ საკუთარ თავზე და არ ჩარიოთ გარშემომყოფები თქვენს ცხოვრებაში. დაისახეთ რეალური მიზნები და მოიშორეთ ილუზიები ან ისეთი ოცნებები, რომლებსაც ამ ეტაპისთვის განხორციელება არ უწერიათ. შეხედეთ ყველაფერს ცივი გონებით. განსაზღვრეთ, სად იმყოფებით ამჟამად და რა მიმართულებით გსურთ ნაბიჯის გადადგმა. ამ თვეში საგრძნობლად გაგიადვილდებათ წარმატების მოპოვება, ამიტომ დროს ნუ დაკარგავთ უმოქმედობაში. იზრუნეთ ურთიერთობების გაუმჯობესებაზე, მითუმეტეს ასაკით უფროს მამაკაცებთან. იდეალური დროა კარიერული წინსვლისთვის და ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლადაც.

მორიელი

სექტემბერში შეძლებთ, რომ მოიპოვოთ არამარტო მატერიალური, არამედ, სულიერი კომფორტი. შესანიშნავი პერიოდი გექნებათ მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებისთვის, ახალი სასიყვარულო კავშირის ჩამოსაყალიბებლად და თანამშრომლებთან სიტუაციის დასტაბილურებისთვის. იზრუნეთ საკუთარ და იმ ადამიანების კეთილდღეობაზე, ვინც თქვენთვის ძვირფასია. კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმენლადაც. თუკი გაქვთ ფინანსური პრობლემები, მათ მოგვარებას ამ პერიოდში გაცილებით ადვილად შეძლებთ. თუკი დაგჭირდებათ, მიმართეთ დახმარებისთვის გარშემომყოფებს და გქონდეთ მათი იმედი.

მშვილდოსანი

შესაძლებელია, ამ თვეში კონტროლი დაკარგოთ თქვენი ცხოვრების ცალკეულ სფეროებზე და მოვლენები ისე წარიმართოს, როგორც ვერ წარმოგედგინათ. ასეთ დროს მოერიდეთ ბრძოლას და დიდი ძალისხმევის ჩადებას მდგომარეობის დასტაბილურებისთვის, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ უფრო მეტად გაართულოთ ყველაფერი. უარი თქვით მოგზაურობაზე ან შორ გზებზე გამგზავრებაზე, თუკი არ არსებობს ამის რეალური საჭიროება. ამ პერიოდში უმჯობესია, შემოფარგლოთ იდეების თეორიულად დამუშავებით და არა – პრაქტიკაში განხორციელებით. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ სფეროს და კარიერას, რომ გამორიცხოთ ფინანსური დანაკარგები.

თხის რქა

სექტემბერში საშუალება მიეცით თქვენს თავს, რომ მაქსიმალურად გამოავლინოთ საკუთარი პოტენციალი სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში. ამ პერიოდში გადადგმული ნაბიჯები შესაბამის შედეგებს მოგიტანთ ახლო მომავალში. არსებობს იმის ალბათობა, რომ თავდაპირველად გაგიჭირდეთ სასურველი მიზნების მიღწევა, მაგრამ თქვენი ძალისხმევა უკვალოდ არ ჩაივლის. მოერიდეთ კამათს საყვარელ ადამიანებთან, რადგან შესაძლოა, თქვენი ნათქვამი არასწორად იქნას გაგებული, რაც დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. მოერიდეთ ასევე სერიოზული ფინანსური ოპერაციების ჩატარებას და სამსახურის შეცვლას. უმჯობესია, იმაზე იფიქროთ, როგორ გაიმყაროთ პოზიციები ამჟამინდელ სამსახურში.

მერწყული

დრო დაუთმეთ საკუთარ თავში ჩაღრმავებას. კარგი დრო გაქვთ თქვენს ისეთ თვისებებზე სამუშაოდ, რომელთა კორექტირებაც მნიშვნელოვნად დაგეხმარებათ თვითგანვითარებაში. შეინარჩუნეთ სიმშვიდე რთულ სიტუაციებში. ნუ მიიღებთ დაუფიქრებელ გადაწყვეტილებებს. ურთიერთობებში გაუცხოების საფრთხე არსებობს, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ თქვენთვის ძვირფას ადამიანებს, რომ არ ჩამოშორდეთ. ფინანსური თვალსაზრისით დიდი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა, გაგიადვილდებათ სტაბილურობის შენარჩუნება. თუკი თქვენი სამსახური არ გაკმაყოფილებთ, დაიწყეთ ახლის ძიება. ამ მხრივ შესაძლოა, ისეთი ვაკანსია მოძებნოთ, რაც თქვენს სურვილებს მაქსიმალურად დააკმაყოფილებს.

თევზები

ამ თვეში ეცადეთ, ყველას და ყველაფრის მიმართ სამართლიანობა შეინარჩუნოთ. სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში ისე წარიმართება მოვლენები, როგორც თავად წარმართავთ. თუკი შესაბამის ძალისხმევას ჩადებთ რაიმე საქმიანობაში, რომ მიიღოთ სასურველი შედეგი, ეს ძალისხმევა დაგიფასდებათ. იღბალის და გამართლების იმედზე ყოფნით ფაქტიურად ვერაფერს შეცვლით. კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად და ურთიერთობების დასარეგულირებლად. მიმართეთ სხვა ადამიანებს რჩევებისთვის, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ფინანსური ან კარიერული კუთხით გჭირდებათ დახმარება. ეს თვე თქვენთვის სტაბილურად წარიმართება.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s