ტაროსკოპი: აგვისტო, 2018


ვერძი

აგვისტოში მოგიწევთ პასუხისმგებლობების საკუთარ თავზე აღება. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები. გადადგით პირველი ნაბიჯი იქ, სადაც სხვები ამას ვერ ბედავენ. აკონტროლეთ ფინანსები და არ დაუშვათ, რომ თანხა უმიზნოდ გაფლანგოთ. ურთიერთობებში მეტი სირბილე გამოიჩინეთ, რადგან სიმკაცრის და ემოციური სიცივის გამო შესაძლოა, ყველაფერი გააფუჭოთ. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ არ გამოგეპაროთ მცირედი პრობლემები საყვარელ ადამიანთან და ამ პრობლემების მოგვარებაზეც დროულად იზრუნოთ. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის დასაწყებად ან ამჟამინდელ სამსახურში პოზიციების გასამყარებლად. თქვენი აქტიურობა შესაბამის შედეგებს მოგიტანთ.

კურო

არსებობს იმის საფრთხე, რომ აღმოჩნდეთ უსამართლობის მსხვერპლი და თქვენს ცხოვრებაში მოვლენები უსიამოვნოდ წარიმართოს. ამის მიუხედავად გექნებათ საშუალება, რომ გაუმკლავდეთ ყველანაირ პრობლემას და საკუთარი ძალისხმევით მოვლენები დადებით მხარეს შემოაბრუნოთ. მოერიდეთ ფინანსურ რისკებზე წასვლას ან სამსახურის შეცვლას. სანამ არ დარწმუნდებით, რომ ესა თუ ის შემოთავაზება სანდოა, მანამდე ნუ გადადგამთ გადამწყვეტ ნაბიჯს. ახალი ნაცნობების მიმართ გამოიჩინეთ სიფრთხილე, ადვილად ნუ ენდობით ყველას. ეცადეთ, არც თავად მოიქცეთ უსამართლოდ, რადგან ამ პერიოდში ჩადენილი უსამართლო საქციელები ძალიან მალე მოგიტანთ უარყოფით შედეგებს.

ტყუპები

აგვისტოში გამოიჩინეთ მეტი სერიოზულობა ისეთი საკითხების მიმართ, რომლებსაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვთ თქვენს ცხოვრებაზე. მოუსმინეთ ისეთი ადამიანების რჩევებს, რომლებსაც თქვენთვის სიკეთე სურთ. მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. ნუ აჩქარდებით, ყველაფერი კარგად გააანალიზეთ და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. სპონტანურმა საქციელებმა შესაძლოა, პრობლემები უფრო მოგიტანოთ, ვიდრე სარგებელი. ფინანსური კუთხით მოსალოდნელია უარყოფითი ცვლილებები. არსებობს რისკი, რომ გქონდეთ გარკვეული დანაკარგი, ამიტომ ნუ წახვალთ საეჭვო გარიგებებზე. თუკი საყვარელ ადამიანთან მიმართებაში შეცდომები გაქვთ დაშვებული, იზრუნეთ მათ გამოსწორებაზე, რადგან ერთი შეხედვით პატარა გაუგებრობები შესაძლოა, დიდ პრობლემებში გადაიზარდოს.

კირჩხიბი

ამ თვეში ყურადღება მიაქციეთ თქვენს ნერვულ სისტემას. შეინარჩუნეთ სიმშვიდე რთულ სიტუაციებში, დაისვენეთ, განიტვირთეთ. რაც უფრო მეტად იზრუნებთ საკუთარ ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე, უფრო მეტად გაგიადვილდებათ სხვადასხვა ცხოვრებისეული სფეროების მოწესრიგება. გაეცით მეტი სიყვარული. მოეპყარით გარშემომყოფებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგეპყრან. თავი შეიკავეთ ახალი საქმიანობის წამოწყებისგან. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებსაც. ამ პერიოდში გაგიადვილდებათ ნამდვილი და ყალბი მეგობრების გამოცნობა, რაც საშუალებას მოგცემთ, რომ მხოლოდ ის ურთიერთობები შეინარჩუნოთ, რომლებიც ნამდვილად ღირებულია თქვენთვის.

ლომი

შესაძლებელია, აგვისტო მთლად ისე არ წარიმართოს, როგორც ვარაუდობდით. არსებობს იმის რისკი, რომ თქვენი განწყობაც საგრძნობლად გაუარესდეს, მაგრამ ეცადეთ, პესიმისტურ აზრებს მეტი პოზიტიური მოვლენები დაუპირისპიროთ. იზრუნეთ ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე. გაიჩინეთ ახალი ჰობი, ახალი ინტერესები, დაკავდით ახალი საქმიანობით. დაიწყეთ თანხის შეგროვება რაიმე მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. საყვარელ ადამიანებთან მეტი დრო გაატარეთ. სთხოვეთ პატიება მათ, ვისთანაც შეცდომები გაქვთ დაშვებული. დაუთმეთ დრო თვითგანვითარებას და ყურადღების კონცენტრირება მოახდინეთ იმაზე, რასაც თქვენთვის სიმშვიდე მოაქვს.

ქალწული

ამ თვეში თავს განსაკუთრებულად გაუფრთხილდით. არ გადაიღალოთ. ხშირად დაისვენეთ და იზრუნეთ დადებითი განწყობის შენარჩუნებაზე. თუკი იგრძნობთ, რომ ენერგია არ გყოფნით რაიმე საქმის შესასრულებლად, თავს ნუ აიძულებთ, რომ ეს საქმე ბოლომდე მიიყვანოთ. პირველ რიგში საკუთარ კეთილდღეობაზე იფიქრეთ და შემდეგ – დანარჩენზე. ფინანსური კუთხით მცირედი შეფერხებებია მოსალოდნელი, მაგრამ ეს პერიოდი მალე ჩაივლის. ურთიერთობებში გამოიჩინეთ თავშეკავება, მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას. თუკი ხედავთ, რომ გიჭირთ რაიმე მიზნის მიღწევა, შეისვენეთ, ენერგია აღიდგინეთ და შემდეგ განაგრძეთ მოქმედება.

სასწორი

აგვისტოში მოგეცემათ საშუალება, მოახდინოთ თქვენი ცხოვრების გადაფასება. ნუ ეცდებით იმის შენარჩუნებას, რამაც უკვე აზრი დაკარგა თქვენთვის. მტკივნეული ცვლილებები საბოლოოდ დიდ სარგებელს მოგიტანთ. ეს პერიოდი იდეალურია თქვენს ცხოვრებაში მნიშვნელოვანი ცვლილებების შემოტანისთვის, მაგრამ ამისთვის თამამად უნდა იმოქმედოთ, ყოველგვარი შიშის გარეშე. ფინანსური კუთხით შესაძლებელია პრობლემები შეგექმნათ, მაგრამ ამ პრობლემის გაანალიზება ახალ გზებს გაგიხსნით მატერიალური სტაბილურობის მოსაპოვებლად. გაუფრთხილდით თქვენთვის ძვირფას ურთიერთობებს და უმნიშვნელო მიზეზის გამო ნუ ჩამოიშორებთ ადამიანებს.

მორიელი

აგვისტოში არსებობს იმის საფრთხე, რომ წარსულში დაშვებული შეცდომების გამო გაგირთულდეთ მდგომარეობა რომელიმე ცხოვრებისეულ სფეროში. ზოგადად წარსულის გავლენა ამ თვეში საგრძნობი იქნება. თუმცა, თქვენივე ძალისხმევით შეძლებთ სიტუაციის დარეგულირებას. მოერიდეთ სამსახურის შეცვლას, ახალი საქმიანობის წამოწყებას და ფინანსური გარიგებების წარმოებას. გამოასწორეთ ძველი ურთიერთობები, განსაკუთრებით ასაკოვან ადამიანებთან და ნათესავებთან. თქვენი ამჟამინდელი მოქმედებები შესაბამის შედეგებს მოგიტანთ მომავალში, ამიტომ თუკი რაიმე მიზნის მიღწევაზე ფიქრობთ, მოქმედება ახლავე დაიწყეთ თუნდაც თეორიული გეგმის შედგენით.

მშვილდოსანი

შესაძლებელია, აღმოჩნდეთ ილუზიების ტყვეობაში და არასწორი წარმოდგენები შეიქმნათ იმ საკითხებზე, რომელთა შესახებაც საკმარისი ინფორმაცია არ გაგაჩნიათ. ამის გამო არსებობს რისკი, რომ გაანადგუროთ საუკეთესო ურთიერთობები, მიატოვოთ ამჟამინდელი სამსახური ან დაიწყოთ ცხოვრების შეცვლა მაშინ, როცა არ არსებობს ასეთი საჭიროება. ყურადღება მიაქციეთ თქვენს აზრებს. ეძებეთ უარყოფითი ფიქრების და ემოციების საწყისი მიზეზები. დაისვენეთ ფსიქოლოგიურად, განიტვირთეთ და არ აჩქარდეთ სხვადასხვა გადაწყვეტილებების მიღების დროს. ამ პერიოდში გაგიჭირდებათ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, ამიტომ მოერიდეთ ფულის ფლანგვას. არ აჰყვეთ ჭორებს და ნუ განეწყობით აგრესიულად ადამიანების მიმართ.

თხის რქა

აგვისტოში იდეალური პერიოდი გექნებათ ახალი ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად, იქნება ეს მეგობრული, სასიყვარულო თუ თანამშრომლური. გაგიადვილდებათ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა და სასიამოვნო შედეგების მიღება. კარგი დროა მოგზაურობისთვის, სადმე გასამგზავრებლად, საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად და საზღვარგარეთ მცხოვრებ ადამიანებთან დასაკავშირებლად. იზრუნეთ საკუთარი და საყვარელი ადამიანების ცხოვრების გამრავალფეროვნებაზე. ფინანსური თვალსაზრისით მოსალოდნელია არამარტო სტაბილურობის მოპოვება ან შენარჩუნება, არამედ, შემოსავლის ახალი წყაროს გაჩენაც.

მერწყული

ეს თვე დაუთმეთ თვითგანვითარებას და თვითრეალიზაციას. განმარტოვდით, ჩაუღრმავდით საკუთარ თავს, იზრუნეთ უარყოფითი თვისებების მოშორებაზე. გააანალიზეთ თქვენი ცხოვრების ცალკეული დეტალები. გაამყარეთ მეგობრული ურთიერთობები, მოუსმინეთ გამოცდილი ადამიანების რჩევებს. შესაძლებელია, ისეთი აღმოჩენები გააკეთოთ, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის თქვენს ცხოვრებას. ფინანსური კუთხით სერიოზული წინსვლები არ არის მოსალოდნელი, თუმცა, ეს პერიოდი შეგიძლიათ, რომ შემოსავლის ახალი წყაროს მოფიქრებას ან საკუთარი ბიზნეს იდეის დამუშავებას დაუთმოთ.

თევზები

აგვისტოში შესაძლებელია, თქვენი გეგმების განხორციელება შეფერხდეს, ამიტომ ნუ წამოიწყებთ ახალ საქმიანობას და ნუ აიღებთ ზედმეტ პასუხისმგებლობებს საკუთარ თავზე. ამის მაგივრად დაისვენეთ და ძალები აღიდგინეთ. არ არის სასურველი დრო მოგზაურობისთვის. უმჯობესია, განტვირთვისთვის უახლოეს ადგილებს ესტუმროთ. თუ ხედავთ, რომ გიჭირთ თქვენი ცხოვრების კონტროლი, ბრძოლა შეწყვიტეთ და მიანდეთ დროს სიტუაციის დარეგულირება. საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში მოერიდეთ უარყოფითი ემოციების გამოვლენას, რადგან შესაძლებელია, თქვენი ცუდი განწყობის გამო დაუმსახურებლად მიაყენოთ მათ ტკივილი. ეცადეთ, შეინარჩუნოთ პოზიტიური განწყობა და იდეების განხორციელება ოდნავ მოგვიანებით დაიწყოთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s