ტაროსკოპი: ივლისი, 2018


ვერძი

ივლისში თქვენში კიდევ უფრო გააქტიურდება ლიდერის თვისებები. მოგემატებათ ენერგია და შეძლებთ, ენთუზიაზმით აკეთოთ ის საქმეც კი, რომელიც მანამდე თქვენში უარყოფით ემოციებს იწვევდა. თავად აიღეთ საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა. ენდეთ თქვენს აზრებს და შეხედულებებს ამა თუ იმ საკითხთან მიმართებაში. ურთიერთობები ისე წარმართეთ, რომ მეორე მხარეს თქვენს მიმართ პრეტენზიები ნაკლებად გაუჩნდეს. ეს თავიდან აგარიდებთ სხვადასხვა პრობლემებს. ფინანსური თვალსაზრისით სტაბილურობის შენარჩუნება გაგიადვილდებათ, თუმცა, ნუ იჩქარებთ ახალი სამსახურის წამოწყებას. უმჯობესია, პოზიციები ამჟამინდელ სამსახურში გაიმყაროთ, ვიდრე მის შეცვლაზე იფიქროთ.

კურო

დროა, იზრუნოთ ახალი ცხოვრების დაწყებაზე. მოიშორეთ ყველაფერი ის, რაც აქამდე წინსვლაში ხელს გიშლიდათ. შესაძლოა, დანაკარგი საკმაოდ მტკივნეული იყოს, მაგრამ ეს საშუალებას მოგცემთ, რომ თავისუფლად განაგრძოთ მოქმედება რაიმე მიზნის მისაღწევად. თქვენი წარსულის გამოცდილება დაგეხმარებათ სწორი მიმართულების მოძებნაში. თუკი გადაიტანეთ სტრესული სიტუაციები, ახლა შეძლებთ, რომ ამ სიტუაციებისგან მიღებული ცოდნით ძალიან ნათელი მომავალი დაგეგმოთ. თუ ხედავთ, როგორ ინგრევა ურთიერთობები, თქვენ კი ვერაფერს ცვლით, შეწყვიტეთ ბრძოლა. ამ პერიოდში სწორედ ის ხალხი ჩამოგშორდებათ, რომლებთანაც უკვე ყველაფერი დასრულებულია.

ტყუპები

ამ თვეში იზრუნეთ საკუთარ თავზე. გააკეთეთ ის, რაც ბედნიერებას განიჭებთ. დააყენეთ თქვენი თავი პირველ ადგილზე და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრეთ გარშემომყოფებზე. დაიწყეთ თანხის შეგროვება რაიმე მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად და მოერიდეთ ფულის არაგონივრულად ხარჯვას. თუ არ გაკმაყოფილებთ თქვენი ამჟამინდელი სამსახური, იზრუნეთ იმაზე, რომ თუნდაც მცირე დამატებითი შემოსავლის წყაროს მიაგნოთ. რაც უფრო მეტად იზრუნებთ საკუთარ კეთილდღეობაზე “დღეს”, უფრო მეტად დაგიფასდებათ თქვენი მცდელობები “ხვალ”. გადააფასეთ ურთიერთობებიც. ნაკლებად წადით დათმობებზე და პირველ რიგში საკუთარი ინტერესები გაითვალისწინეთ.

კირჩხიბი

ივლისი დაუთმეთ სწავლა-განათლების მიღებას. მოიპოვეთ ინფორმაცია თქვენთვის საინტერესო საკითხის შესახებ, გაიღრმავეთ ცოდნა სხვადასხვა მიმართულებებით. იზრუნეთ იმაზე, რომ მიღებული ცოდნა პრაქტიკაშიც გამოიყენოთ და ეს ყველაფერი არ დარჩეს თეორიის დონეზე. გონივრულად განკარგეთ ფინანსები. არ აჩქარდეთ გადაწყვეტილებების მიღების დროს. შესაძლოა, დაგეძაბოთ ურთიერთობები დროის უქონლობის გამო და თქვენმა ახლობლებმა სიცივესა და უყურადღებობაში დაგადანაშაულოთ, მაგრამ თუკი მათ სიტუაციას სწორად აუხსნით, პრობლემებს ადვილად მოაგვარებთ.

ლომი

ეს თვე ახალი ცხოვრების დასაწყებად გამოიყენეთ. საშუალება გექნებათ, რომ გათავისუფლდეთ წარსულის გავლენისგან და გადადგათ ნაბიჯი წინ. შესაძლებელია, რომ გაგიჩნდეთ დისკომფორტის განცდა ან გქონდეთ სხვადასხვა დანაკარგები, მაგრამ რაც მოხდება – ისევ და ისევ თქვენი კეთილდღეობის გამო. იმოქმედეთ თამამად. თუ ფიქრობთ სამსახურის შეცვლაზე, დაიწყეთ ძიება. თუ ფიქრობთ უსარგებლო ურთიერთობების გაწყვეტაზე, ჩამოშორდით არასასურველ ადამიანებს. თუ აპირებთ რაიმე იდეის განხორციელებას, ნუღარ დაელოდებით შესაფერის მომენტს. სწორედ ახლა გექნებათ შესანიშნავი პერიოდი თქვენს ცხოვრებაში ცვლილებების შესატანად, ამიტომ ეს დრო თქვენს სასარგებლოდ გამოიყენეთ.

ქალწული

ივლისში მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას. არ აჩქარდეთ, იმოქმედეთ მშვიდად და გონივრულად. შესაძლოა, აღმოაჩინოთ, რომ გარკვეულ საკითხში არაკომპეტენტური ხართ, რაც ისეთ პრობლემებს გიქმნით, რომელთა მოგვარებაც თქვენს ძალებს აღემატება. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, დაიხმაროთ სანდო ადამიანები და კარგად შეისწავლოთ სიტუაციის არსი. მოერიდეთ ფულის გაცემას ან სამსახურის შეცვლას. არსებობს იმის რისკი, რომ კარგი ურთიერთობები დაანგრიოთ თქვენივე შეცდომების გამო, ამიტომ გამოიჩინეთ თავშეკავება და მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას.

სასწორი

ამ თვეში იდეალური პერიოდი გექნებათ საკუთარ თავში ჩაღრმავებისთვის. მთელი კონცენტრაცია თქვენს შინაგან სამყაროზე მოახდინეთ. იმუშავეთ შინაგან პრობლემებზე, კომპლექსებზე, შიშებზე და ა.შ. დაიწყეთ თქვენი ცხოვრების შეცვლა თქვენი სულიერი მდგომარეობის შეცვლით. რაც უფრო თავისუფლად გაუსწორებთ თვალს თქვენში არსებულ პრობლემებს, უფრო ადვილად მიაგნებთ მათი მოგვარების საშუალებებსაც. მოერიდეთ რადიკალურ ცვლილებებს ნებისმიერ სფეროში. ყველაფერს ეტაპობრივად მიაღწევთ თქვენივე ძალისხმევის საშუალებით.

მორიელი

ივლისში შესაძლებელია, გამეორდეს ის მოვლენები, რაც ადრე უკვე მოხდა თქვენს ცხოვრებაში. ამ პერიოდში წარსულის გავლენას გაცილებით უფრო მძაფრად იგრძნობთ, ვიდრე აქამდე გრძნობდით. არსებობს იმის რისკი, ეს გავლენა უფრო მეტად ნეგატიური იყოს, ვიდრე პოზიტიური, თუმცა, სიტუაციის სწორად აღქმის შემთხვევაში მნიშვნელოვან ცვლილებებს მოახდენთ ამა თუ იმ სფეროში. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმიანობას, ნუ დაგეგმავთ რაიმე მნიშვნელოვანს. გააანალიზეთ ის, რაც წარსულიდან დღემდე ახდენს თქვენს ცხოვრებაზე ზემოქმედებას და ამის შესაბამისად შეძლებთ სწორი გადაწყვეტილებების მიღებას.

მშვილდოსანი

ეს თვე დასვენებისთვის და გართობისთვის გამოიყენეთ. დაგეგმეთ მოგზაურობა, განახორციელეთ ყველაზე უჩვეულო იდეები. მიიღეთ მაქსიმალური სიამოვნება ცხოვრებისგან. მზად იყავით თქვენს ცხოვრებაში სიახლეების შემოსაშვებადაც. დაიწყეთ რაიმე ახლის შესწავლა. გაიმრავალფეროვნეთ ცხოვრება. სასურველია, მოერიდოთ სამსახურის შეცვლას, რადგან რისკი, რომ ახალ სამსახურში საკმარისად გამოავლინოთ პოტენციალი, მცირეა. შეურიგდით საყვარელ ადამიანებს, მოერიდეთ წყენის გულში ჩადებას. ამ პერიოდში შეინარჩუნეთ ოპტიმიზმი. მხოლოდ ასე გაგიადვილდებათ ყველაზე რთული სიტუაციების გადალახვა.

თხის რქა

ამ თვეში დრო დაუთმეთ სულიერებას და თვითგანვითარებას. მოუსმინეთ კარგი რეპუტაციის მქონე ადამიანების რჩევებს, განსაკუთრებით ისეთ საკითხებში, რომლებიც თქვენი დიდი ინტერესის სფეროს წარმოადგენს. კარგი პერიოდია ახალი სამსახურის დასაწყებად, მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და კარიერული წინსვლისთვის, მაგრამ ამ ყველაფერში საკმარისი ძალისხმევა უნდა ჩადოთ. თუ გყავთ საყვარელი ადამიანი და გეგმავთ მასზე დაქორწინებას, ივლისში ამისთვის შესანიშნავი საშუალება მოგეცემათ. ყურადღება მიაქციეთ თქვენს გარემოცვას. რაც უფრო ღირსეულ ადამიანებს შემოიკრებთ გარშემო, უფრო გაგიადვილდებათ წინსვლა სხვადასხვა განხრით.

მერწყული

ივლისში მოერიდეთ რისკებზე წასვლას. ნუ იქნებით გამართლების და იღბალის იმედზე. ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევის შედეგად მიიღებთ. შესაძლოა, წარსულიდან კონკრეტულმა მოვლენებმა შეგახსენოთ თავი, მაგრამ თუ არ დაუშვებთ, ეს მოვლენები თქვენს აწმყოზე გავლენას ვერ მოახდენენ. არსებობს იმის რისკი, რომ შეგექმნათ მატერიალური სახის პრობლემები, ამიტომ სანამ რაიმე ფინანსურ ოპერაციას ჩაატარებთ, კარგად დაფიქრდით. გარშემომყოფებთან მიმართებაში არ აჰყვეთ ჭორებს. შეიძლება, ამის გამო საუკეთესო ურთიერთობები დაგენგრათ. ყურადღება მიაქციეთ ემოციურ განწყობას და არ დაუშვათ, რომ პესიმიზმმა თქვენი ცხოვრება გააუარესოს.

თევზები

ამ თვეში შეიძლება გაგიჭირდეთ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. ნუ დაიწყებთ ბრძოლას მიზნის მისაღწევად. მოეშვით, დამშვიდდით და საკითხს გვერდიდან შეხედეთ. მიმართეთ დასახმარებლად სანდო ადამიანებს და თანამოაზრეებს. შესაძლებელია, ისეთი დეტალი გაქვთ გამორჩენილი მხედველობიდან, რაც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. არსებობს რისკი, რომ შეგექმნათ მატერიალური პრობლემები, ამიტომ ფული გონივრულად გადაანაწილეთ. მოერიდეთ ახალი საქმის წამოწყებას. თუკი ხედავთ, რომ საყვარელ ადამიანთან მიმართებაში პრობლემებმა იმატა, თავად მოძებნეთ ამ პრობლემების მიზეზები. ივლისში მშვიდად მიუდექით სხვადასხვა რთულ საკითხებს და ეტაპობრივად ყველაფერს მოაწესრიგებთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s