ტაროსკოპი: ივნისი, 2018


ვერძი

ივნისში შესაძლოა, იგრძნოთ ემოციების მოზღვავება და გაგიჭირდეთ მათი კონტროლი. ეს გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნის თქვენს ურთიერთობებს. ეცადეთ, დაუკვირდეთ საკუთარ საქციელს ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებაში და არ გადახვიდეთ ზღვარს, რომლის დარღვევაც დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. ფინანსური თვალსაზრისით მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაძლოა, თქვენი ცოდნა არასწორად გამოიყენოთ და გქონდეთ ფულადი დანაკარგები. ამ პერიოდში ყურადღება დაუთმეთ თვითგანვითარებას და გონივრულად შეარჩიეთ ის სფერო, რომელშიც ცოდნის გაღრმავებას აპირებთ.

კურო

ივნისში ნუ აიღებთ საკუთარ თავზე ისეთ პასუხისმგებლობებს, რომელთა შესრულებაც თქვენთვის რთული გახდება. პირიქით, ეცადეთ, რომ დაისვენოთ და ნაკლებად აკეთოთ ის საქმე, რაც არც სიამოვნებას განიჭებთ და არც იდეალურად გამოგდით. მოერიდეთ ფულის ინვესტირებას ისეთ საქმეში, რაც თქვენში ეჭვებს იწვევს. თუკი გაქვთ კონფლიქტი რომელიმე ადამიანთან, ამ პერიოდში ნუ ეცდებით ურთიერთობის გამოსწორებას. არსებობს იმის რისკი, რომ უფრო მეტად დაამძიმოთ სიტუაცია. ეს პერიოდი განტვირთვისთვის გამოიყენეთ, დაიმშვიდეთ გონება და გაატარეთ დრო იმ ადამიანებთან ერთად, ვისთან ურთიერთობაც სიხარულს განიჭებთ.

ტყუპები

ეს დრო გამოიყენეთ იმისთვის, რომ დაალაგოთ და მოაწესრიგოთ თქვენი ცხოვრება როგორც მთლიანად, ასევე, ცალკეული სფეროების განხრით. იზრუნეთ სულიერ განვითარებაზე. შეისწავლეთ ის, რის მიმართაც დიდი ინტერესი გაქვთ. შეგიძლიათ, დაიწყოთ ახალი, გაცილებით უკეთესი სამსახურის მოძებნა ან ბიზნეს იდეის განხორციელება. თუკი გყავთ საყვარელი ადამიანი, მასთან დაქორწინებისთვის ივნისი კარგი დრო იქნება. ამ თვეში შეძლებთ, მიაღწიოთ წარმატებებს ისეთ საქმიანობებში, რომლებიც თვითგანვითარებასთან და ცოდნასთანაა დაკავშირებული.

კირჩხიბი

ივნისი თქვენთვის ცხოვრებისეული გამოცდის პერიოდი იქნება. შეიძლება, ძველმა შეცდომებმა თავი შეგახსენოთ და დამატებითი პრობლემების წინაშე დაგაყენოთ, მაგრამ საშუალება გექნებათ, რომ ეს შეცდომები სწორედ ახლა გამოასწოროთ და მშვიდად განაგრძოთ ცხოვრება. მოექეცით ადამიანებს ისე, როგორც გინდათ, რომ თქვენ მოგექცნენ. თქვენი ამჟამინდელი გადაწყვეტილებები მნიშვნელოვან გავლენას მოახდენენ თქვენს მომავლზე. გამოიჩინეთ შესაბამისი ძალისხმევა რაიმე მიზნის მისაღწევად (მეტი თანხის გამომუშავება, სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესება და ა.შ), რადგან ამით შექმნით საფუძველს იმის მისაღებად, რაც დაიმსახურეთ.

ლომი

ამ თვეში სიფრთხილე გამოიჩინეთ გადაწყვეტილების მიღების დროს. არ აჩქარდეთ, რომ შეცდომის დაშვების ალბათობა გამორიცხოთ. ნუ წამოიწყებთ ახალ საქმიანობას, არ წამოხვიდეთ სამსახურიდანაც, თუ ამის აუცილებლობა არ არსებობს. შესაძლოა, მოგვიანებით ინანოთ თქვენი საქციელი ან შეგექმნათ გაუთვალისწინებელი პრობლემები. დიდი დრო დაუთმეთ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობას. თუკი სასიყვარულო სფეროში პრობლემები გაქვთ, ნუ გაექცევით მათ. პირიქით, პარტნიორთან ერთად იზრუნეთ სიტუაციის გამოსწორებაზე. ცალმხრივი მოქმედებები შედეგებს ნაკლებად მოგიტანთ.

ქალწული

აიღეთ პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე, რომ თქვენი შეხედულებების მიხედვით მართოთ სხვადასხვა ცხოვრებისეული სფეროები. თქვენ გაქვთ უნარი, რომ ყველაზე რთული სიტუაციებიც კი დადებითად შემოატრიალოთ. ამისთვის მოთმინების გამოჩენა და მიზანმიმართული მოქმედებები იქნება საჭირო. კარგი დროა ახალი სამსახურის დასაწყებად ან არსებულ სამსახურში პოზიციების გასამყარებლად. სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ თქვენგან ინიციატივის გამოჩენა და მშვიდი მოქმედებები. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას და გქონდეთ წარმატების მოპოვების იმედი.

სასწორი

ამ თვეში შეძლებთ კომფორტის მოპოვებას როგორც მატერიალური, ასევე სულიერი თვალსაზრისით. გექნებათ იმის საშუალება, რომ გააუმჯობესოთ თქვენი ცხოვრების ცალკეული სფეროები. ზოგიერთ საკითხში თქვენგან იქნება ძალისხმევის გამოჩენა საჭირო, ხოლო ზოგიერთ საკითხში სხვა ადამიანები დაგეხმარებათ. კარგი პერიოდია ოჯახის შესაქმნელად. ის, რისი დეფიციტიც გაქვთ, ივნისში ნაწილობრივ ან მთლიანად აგინაზღაურდებათ. შეინარჩუნეთ პოზიტიური განწყობა და სიმშვიდე. ყველანაირი სირთულის გადალახვას შეძლებთ ეტაპობრივად.

მორიელი

ივნისი რადიკალური ცვლილებების დრო იქნება თქვენთვის. საშუალება გექნებათ, რომ ერთხელ და სამუდამოდ მოიშოროთ ის, რაც გაბრკოლებთ, წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ, წარსულში გაბრუნებთ და თქვენს ცხოვრებაზე უარყოფითად მოქმედებს. შეიძლება, ასეთი ცვლილებები მტკივნეული აღმოჩნდეს, მაგრამ ეს ყველაფერი თქვენივე კეთილდღეობისთვის იქნება საჭირო. დაასრულეთ უსარგებლო ურთიერთობები, წამოდით საძულველი სამსახურიდან, იზრუნეთ იმაზე, რომ თქვენი ცხოვრების შეცვლისთვის პირველი ნაბიჯები გადადგათ. ამ პერიოდში მოერიდეთ სესხის გაცემას ან ვალის აღებას. ეცადეთ, მაქსიმალურად დაიცვათ თავი სტრესისგან.

მშვილდოსანი

ივნისი პოზიტიური ემოციებით იქნება თქვენთვის სავსე. ბევრი რამ დადგება თავის ადგილზე. განეწყვეთ მაქსიმალურად დადებითად გარშემომყოფების მიმართ. დაკავდით შემოქმედებითი სამუშაოებით, დაესწარით საინტერესო ღონისძიებებს, იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. კარგი პერიოდია მეგობრული ურთიერთობების ჩამოსაყალიბებლად და სულიერი სიმშვიდის მოსაპოვებლად. ეცადეთ, სხვადასხვა საშუალებებით გაიმრავალფეროვნოთ თქვენი ცხოვრება. არ გაუშვათ ხელიდან პატარ-პატარა შანსებიც. შესაძლოა, ამ შანსების გამოყენებამ მნიშვნელოვანი ცვლილებები მოგიტანოთ.

თხის რქა

ამ თვეში ეცადეთ, რომ არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ. არ აჰყვეთ მოარულ ხმებს სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით. ადამიანებთან მიმართებაში შეინარჩუნეთ სამართლიანობა. კარგი დროა ახალი საქმის წამოსაწყებად. არსებობს ასევე ამჟამინდელ სამსახურში დაწინაურების მაღალი შანსებიც. თქვენი მოქმედებები და ძალისხმევა შესაბამის შედეგებს ოდნავ მოგვიანებით გამოიღებს, ამიტომ ნუ მიატოვებთ დაწყებულ საქმეს შუა გზაზე. ივნისში გაგიადვილდებათ ფინანსური სტაბილურობის მოპოვებაც.

მერწყული

ივნისში გაგიჭირდებათ წინსვლა და წარმატების მოპოვება ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. მიზეზი, რის გამოც შეიძლება წინ ვერ წახვიდეთ, თქვენს წარსულში იმალება. გარკვეული დეტალები ხელს შეგიშლით იმაში, მიიღოთ მნიშვნელოვანი ცვლილებები. კარგად გადააფასეთ თქვენი ღირებულებები. არ შეიცვალოთ სამსახური. სწორად განკარგეთ ფინანსები. თქვენმა არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა შესაძლოა, რომ უფრო შეაფერხოს ამ სიტუაციიდან გამოსვლის პროცესი. გამოიჩინეთ მოთმინება და იმოქმედეთ შემუშავებული გეგმის მიხედვით. ამ პერიოდს მალე გადალახავთ თქვენივე მონდომებით.

თევზები

ივნისი კარგი დროა საკუთარ თავზე მუშაობისთვის. გამოასწორეთ თქვენი უარყოფითი თვისებები, ეცადეთ მავნე ჩვევების მოშორებას, დაიწყეთ ჯანსაღი ცხოვრება. დასაწყისისთვის, შეიძლება, რომ ეს ყველაფერი გაგიძნელდეთ, მაგრამ საკმაოდ მცირე პერიოდში სასიამოვნო შედეგებს მიიღებთ. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე და გაიღრმავეთ ცოდნა იმ კუთხით, რაც, თქვენი აზრით, მომავალში გამოგადგებათ. რაც უფრო მეტი პასუხისმგებლობით მოეკიდებით ამ საკითხს, უფრო მნიშვნელოვანი იქნება ცვლილებები. წარმოიდგინეთ, როგორი გინდათ, რომ იყოთ და მიზნის მისაღწევად ძალისხმევა არ დაიშუროთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s