ტაროს ენერგეტიკული წმენდა

ტაროს ენერგეტიკული წმენდა არის პროცესი, როდესაც ხდება დასტის გასუფთავება ზედმეტი და “უცხო” ენერგოინფორმაციისგან. ენერგეტიკულ წმენდას მიმართავენ მაშინ, როდესაც დასტა ახალი შეძენილი აქვთ ან მაშინ, როდესაც გრძნობენ, რომ დასტა ენერგეტიკულად ძალიან დაბინძურდა. ასეთ შემთხვევებად ძირითადად ითვლება ტაროს ხშირი გაშლა რთულ და პრობლემურ საკითხებზე, არასწორი და აბსურდული პასუხების მიღება გაშლის დროს, ტაროს გაშლა უსიამოვნო ადამიანისთვის და უცხო…

როგორ გავშალოთ ტარო სწორად?

ტაროლოგია რომ ურთულესი სფეროა, არავისთვის წარმოადგენს სიახლეს. სამწუხაროდ, დამწყებები ხშირად უამრავ შეცდომას უშვებენ არამარტო ინფორმაციის თეორიულად ათვისების პროცესში, არამედ, პრაქტიკაშიც. ერთ-ერთ ასეთ შეცდომას წარმოადგენს ტაროს არასწორად გაშლა.

მანდალა “თვალი” საჩუქრად

მანდალა “თვალი” ტაროს გაშლის უჩვეულო მეთოდია. მაღალი არკანებიდან ხდება 9 ბანქოს ამოღება, ხოლო მიღებული პასუხების გაშიფრვა მრავალნაირადაა შესაძლებელია. სწორედ ამიტომ გაშლის დროს უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება ინტუიციას.

ტაროსკოპი: ივნისი, 2018

ვერძი ივნისში შესაძლოა, იგრძნოთ ემოციების მოზღვავება და გაგიჭირდეთ მათი კონტროლი. ეს გარკვეულწილად საფრთხეს შეუქმნის თქვენს ურთიერთობებს. ეცადეთ, დაუკვირდეთ საკუთარ საქციელს ამა თუ იმ ადამიანთან მიმართებაში და არ გადახვიდეთ ზღვარს, რომლის დარღვევაც დამატებით პრობლემებს შეგიქმნით. ფინანსური თვალსაზრისით მოერიდეთ დაუფიქრებელი გადაწყვეტილებების მიღებას. შესაძლოა, თქვენი ცოდნა არასწორად გამოიყენოთ და გქონდეთ ფულადი დანაკარგები. ამ პერიოდში ყურადღება დაუთმეთ თვითგანვითარებას და…