ტაროსკოპი: მაისი, 2018


ვერძი

მოემზადეთ რადიკალური ცვლილებებისთვის. დადგა დრო, რომ თქვენი ცხოვრება მაქსიმალურად გაფილტროთ და მოიშოროთ ყველაფერი ის, რასაც თქვენთვის სარგებელი აღარ მოაქვს. არ შეუშინდეთ სიახლეებს. ის, რასაც დღეს გააკეთებთ, შესაბამის შედეგებს მოგიტანთ ხვალ. გაუფრთხილდით ურთიერთობებს. ფინანსური კუთხით მოერიდეთ არაგონივრული გადაწყვეტილებების მიღებას, რადგან რისკი, რომ უმცირესმა შეცდომამ სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ, საკმაოდ მაღალია. ამავე მიზეზით სწრაფად არ დათანხმდეთ ფინანსურ შემოთავაზებებსაც.

კურო

საკუთარ ცხოვრებაზე თავად აიღეთ პასუხისმგებლობა. თუ აქამდე დინებას მიჰყვებოდით, ახლა ლიდერის თვისებები გამოავლინეთ და დაიწყეთ იმ მოვლენების მართვა, რომლებიც თქვენს ცხოვრებაზე გავლენას ახდენენ. ურთიერთობებში მეტი სირბილე გამოიჩინეთ, მაგრამ დაიცავით თქვენი პოზიცია, რომ გარშემომყოფებმა თავიანთი აზრები არ მოგახვიოთ თავზე. ამ თვეში გაგიადვილდებათ მატერიალური მდგომარეობის დასტაბილურება და შენარჩუნება, მაგრამ ნაკლებად იბრძოლეთ სერიოზული წინსვლებისთვის. ამისთვის შესაფერისი დრო არ არის.

ტყუპები

მოერიდეთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას. თუკი ხედავთ, რომ რაიმე საკითხში არ ხართ კომპეტენტური, ნუ გარისკავთ ნაბიჯის გადადგმას. ეცადეთ, მაქსიმალურად გაიღრმავოთ ცოდნა იმ სფეროში, რაც თქვენთვის ამ პერიოდში ყველაზე მნიშვნელოვანია. მოერიდეთ რჩევების მიცემას სხვებისთვის, თუ არ გსურთ, რომ თქვენი სიკეთე ცუდად შემოგიბრუნდეთ. არ დაგეგმოთ სერიოზული ცვლილებები კარიერული კუთხით და ნუ იჩქარებთ ურთიერთობების გაწყვეტას. სანამ რაიმეს მოიმოქმედებთ, კარგად გააცნობიერეთ სიტუაციის დადებითი და უარყოფითი მხარეები.

კირჩხიბი

შესაძლებელია, ამ თვეში წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა თავი შეგახსენოთ. ის, რასაც გაურბოდით, ახლა იჩენს თავს და სერიოზული პრობლემების წარმოშობის საფრთხის ქვეშ დაგაყენებთ. თუმცა, ეს იქნება იმის ნიშანი, რომ დროა, ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინოთ და გაქცევის მაგივრად იბრძოლოთ. არსებობს ძველი ურთიერთობის განახლების ალბათობაც, მაგრამ ეს კავშირი ბედნიერებას არ მოგიტანთ. მოერიდეთ ახალი კონტრაქტების გაფორმებას. კონცენტრირება თქვენი ცხოვრების მოწესრიგებაზე მოახდინეთ და არა – სიახლეების მიღებაზე, რადგან თუკი არ დაალაგებთ უკვე არსებულ ცალკეულ დეტალებს, ცხოვრების განახლება გაგიჭირდებათ.

ლომი

ეს თვე თქვენთვის სასიამოვნოდ წარიმართება. საგრძნობლად გაუმჯობესდება არამარტო თქვენი ფინანსური სფერო, არამედ, პირადი ურთიერთობები, განსაკუთრებით ოჯახის წევრებთან. თუკი გაქვთ ჩამოყალიბებული ბიზნეს იდეა, თამამად იმოქმედეთ მის განსახორციელებლად. სურვილების ასრულებისთვის იდეალური პერიოდი გექნებათ, ამიტომ ეცადეთ, მიიღოთ ცხოვრებისგან მაქსიმუმი. შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა. დააფასეთ ის, რაც გაგაჩნიათ და თქვენი მიზანდასახულობით შემოიტანეთ თქვენს ცხოვრებაში სიახლეები.

ქალწული

მაისში გაჩნდება იმის საფრთხე, რომ მიიღოთ არასწორი გადაწყვეტილება, რომელიც შემდგომში საკმაოდ უსიამოვნო შედეგებს მოგიტანთ და სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებზე უარყოფითად აისახება. ეს რომ არ მოხდეს, მოუსმინეთ გარშემომყოფებს, გაითვალისწინეთ მათი რჩევები და არ აჩქარდეთ ნაბიჯის გადადგმის დროს, განსაკუთრებით ფინანსური სფეროს მხრივ. სასიყვარულო ურთიერთობაში მცირე გართულებებია მოსალოდნელი, მაგრამ თუკი მოუსმენთ პარტნიორს, გაიგებთ მისი უკმაყოფილების შესახებ და შეძლებთ, არსებული პრობლემა მოაგვაროთ.

სასწორი

ამ თვეში კარგად გადააფასეთ ურთიერთობები. თუ საჭიროდ ჩათვლით, არასასურველი ადამიანებისგან მაქსიმალური იზოლირება მოახდინეთ. ამ პერიოდში უმჯობესია, მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეინარჩუნოთ და ნაკლებად მოექცეთ სხვების გავლენის ქვეშ. მოერიდეთ ახალი საქმიანობის წამოწყებას, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ დაკარგოთ სხვადასხვა რესურსი (მაგალითად, ფული) და ვერ მიიღოთ სასურველი შედეგი. კონცენტრირება მოახდინეთ ფულის დაგროვებაზე და არა – ხარჯვაზე. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ დაგროვებულ თანხას მოგვიანებით გაცილებით სასარგებლო დანიშნულება მოუძებნოთ, ვიდრე ახლა გგონიათ.

მორიელი

კარგი დროა მოგზაურობის დასაწყებად ან როგორც მინიმუმ – დასაგეგმად. შეგიძლიათ, დაისახოთ ახალი მიზნები და გადახვიდეთ რეალურ მოქმედებაზე ამ მიზნების მისაღწევად. საშუალება მოგეცემათ, რომ თქვენი ცხოვრების ისეთი სფეროები დააბალანსოთ, რომლებშიც აქამდე სხვადასხვა პრობლემები გაგაჩნდათ. არსებობს ახალი ურთიერთობის წამოწყების შანსიც და ეს ურთიერთობა საკმაოდ სწრაფად განვითარდება. ფინანსური კუთხით წინსვლებია მოსალოდნელი, მაგრამ გაგიჭირდებათ სტაბილურობის შენარჩუნება, ამიტომ ეცადეთ, სიტუაცია აკონტროლოთ.

მშვილდოსანი

ამ თვეში გაგიადვილდებათ თქვენი პიროვნული თვისებების გაუმჯობესება და მავნე ჩვევების მოშორება. გამოიჩინეთ გულისხმიერება გარშემომყოფების მიმართ. დაეხმარეთ ადამიანებს უანგაროდ. ეს საშუალებას მოგცემთ, რომ ააწყოთ საუკეთესო ურთიერთობები. ფინანსური და კარიერული კუთხით დიდი წინსვლები არ არის მოსალოდნელი, მაგრამ თუკი გადააფასებთ ამ სფეროებს და შეიმუშავებთ გეგმას განვითარებისთვის, გაცილებით მალე მიაღწევთ მიზანს, ვიდრე ვარაუდობთ. კარგი დროა რაიმე ახლის შესასწავლადაც, ამიტომ არ გაუშვათ ხელიდან შანსი, რომ ცოდნა გაიღრმავოთ სასურველი მიმართულებით.

თხის რქა

მაისში ყურადღება მიაქციეთ იმ რჩევებს, რომლებსაც გაძლევენ თქვენზე გამოცდილი ადამიანები, განსაკუთრებით კი ისინი, რომლებიც თქვენს თვალში კარგი რეპუტაციით სარგებლობენ. მათ შეუძლიათ, მოგცეთ სწორი მიმართულება ამა თუ იმ სფეროში და საგრძნობლად გააუმჯობესონ თქვენი ცხოვრება. კარგი პერიოდია ცოდნის გასაღრმავებლად, ასევე შინაგანი სიმშვიდის მოსაპოვებლად. დაუთმეთ დრო ისეთ საქმიანობებს, რასაც თქვენთვის სიმშვიდე მოაქვთ. ამ თვეში გაგიადვილდებათ ურთიერთობების დარეგულირებაც, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან.

მერწყული

მაისში შესაძლოა, შეფერხდეს თქვენი წინსვლა ამა თუ იმ ცხოვრებისეულ სფეროში. მიუხედავად იმისა, რომ დიდ ძალისხმევას გაიღებთ, წარმატების მოპოვება დააგვიანებს. თუმცა, იმის მაგივრად, რომ პესიმისტურად განეწყოთ, უმჯობესია, ბრძოლა და მცდელობები შეწყვიტოთ და დროს მიანდოთ ყველაფერი. იზრუნეთ იმაზე, რომ ფინანსური კუთხით ის სტაბილურობა მაინც შეინარჩუნოთ, რაც ამჟამად გაგაჩნიათ. ურთიერთობებში მცირე პრობლემებია მოსალოდნელი, მაგრამ თუ ყველაფერს მსუბუქად მიუდგებით, სიტუაცია მალე გამოსწორდება.

თევზები

ამ თვეში ნაკლებად გქონდეთ იღბალის და გამართლების იმედი. ყველაფერი, რასაც მიიღებთ, მხოლოდ თქვენი ძალისხმევით იქნება მოპოვებული. მოერიდეთ გარისკვას. ყველაზე გონივრულ რისკზე წასვლამაც კი შეიძლება, რომ არ გაამართლოს თქვენი მოლოდინი. თუ ხედავთ, რომ პრობლემა პრობლემას ემატება, სთხოვეთ დახმარება სხვა ადამიანებს. არ აჰყვეთ უარყოფით ემოციებს. შეიძლება, გეგონოთ, რომ მთელი სამყარო თავზე გენგრევათ, მაგრამ თუ სიტუაციის დრამატიზირებას შეწყვეტთ, ბევრად ადვილად გაუმკლავდებით ყველაფერს. ნუ აჩქარდებით გადაწყვეტილების მიღების დროს. თქვენგან მეტი მოთმინების გამოჩენა გახდება საჭირო.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s