ტაროსკოპი: აპრილი, 2018


ვერძი

აპრილში გაგიძნელდებათ დაწყებული საქმის ბოლომდე მიყვანა. იმის მაგივრად, რომ დიდი ძალისხმევით ეცადოთ ამ საქმის დასრულებას, უმჯობესია, ეძებოთ პრობლემების მიზეზები. ნელ-ნელა ყველაფერს მწყობრში ჩააყენებთ, თუკი სწორად იმოქმედებთ. გადააფასეთ ურთიერთობი. შესაძლებელია, ადვილად ამოიცნოთ მეგობრის ნიღაბს ამოფარებული მტრები და არაკეთილმოსურნეები. კარიერული კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი. ეს დრო თქვენი პროფესიული უნარ-ჩვევების გაუმჯობესებას და მომავლის დაგეგმვას დაუთმეთ.

კურო

ამ თვეში ეცადეთ, არ მოექცეთ ვინმეს გავლენის ქვეშ. სხვების მიერ მოტანილმა ჭორებმა შეიძლება, ძალიან დიდ შეცდომაში შეგიყვანოთ, ამიტომ ყველაფერზე თავად შეიქმენით წარმოდგენა გარშემომყოფების დახმარების გარეშე. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. ნაკლებად ენდეთ ახალ ნაცნობებს და უფრო მეტად – საკუთარ ინტუიციას. ფინანსური კუთხით გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ თქვენივე დაუკვირვებლობის გამო პრობლემები არ შეიქმნათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესებაზე ზრუნვა სასურველ შედეგებს მოგიტანთ თუკი ყურადღებით მოისმენთ მის პოზიციას და ამის საფუძველზე იმოქმედებთ.

ტყუპები

შესაძლებელია, აპრილში პესიმისტური განწყობა დაგეუფლოთ არც თუ ისე სერიოზული მიზეზების გამო. რაც არ უნდა მძიმედ გეჩვენებოდეთ არსებული სიტუაცია, უარყოფით ემოციებს საშუალება არ მისცეთ, რომ თქვენზე გავლენა მოახდინონ. ფინანსური კუთხით არ დაგეგმოთ არაფერი მნიშვნელოვანი. არსებობს იმის რისკი, რომ წარუმატებლობა განიცადოთ. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში მოიფიქრეთ ახალი საშუალებები, რათა უფრო მეტად განამტკიცოთ თქვენი კავშირი. რაც უფრო მეტ კონცენტრაციას მოახდენთ პოზიტიურ მოვლენებზე, უფრო გაგიადვილდებათ წინსვლა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში.

კირჩხიბი

გააანალიზეთ თქვენი თვისებები. შეხედეთ საკუთარ თავს გვერდიდან. კარგი პერიოდი გაქვთ, რომ იზრუნოთ უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზე და გააძლიეროთ ნებისყოფა, რაც დაგეხმარებათ სასურველი მიზნების მიღწევაში. მატერიალური თვალსაზრისით მოსალოდნელია მნიშვნელოვანი წარმატება. გაგიჩნდებათ შანსი, რომ მიიღოთ არც თუ ისე მცირე თანხა. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში გამოავლინეთ მეტი ვნება და სიყვარული. ეს უფრო მეტად დაგაახლოებთ. თუმცა, კონფლიქტების არსებობის შემთხვევაში მაქსიმალურად დაიცავით ზღვარი, რომ ზედმეტი არ მოგივიდეთ და თქვენს კავშირს ზიანი არ მიაყენოთ.

ლომი

აპრილი სწავლას და ცოდნის გაღრმავებას დაუთმეთ. ის, რასაც ისწავლით ახლა, მომავალში დიდ წარმატებას მოგიტანთ. ყურადღება მიაქციეთ ურთიერთობებს. ეცადეთ, ამ თვეში გარშემომყოფების ნდობა გაამართლოთ და არავის ჩამოშორდეთ თუნდაც საპატიო მიზეზების გამო. სამსახურში მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა, არ მოეშვათ და არ აარიდოთ თავი თქვენზე დაკისრებულ პასუხისმგებლობებს. შეინარჩუნეთ სიმშვიდე ყველაზე რთულ სიტუაციებშიც კი. თქვენი მოქმედებებით შეძლებთ, ნებისმიერი სიტუაცია თქვენს სასარგებლოდ შემოაბრუნოთ.

ქალწული

აპრილში საკუთარ თავს უფლება მიეცით, რომ მოდუნდეთ, დაისვენოთ და დადებითი ენერგიით აივსოთ. გაატარეთ დრო მეგობრებთან ერთად, დაესწარით სხვადასხვა საინტერესო ღონისძიებებს, დაგეგმეთ მოგზაურობა, გაერთეთ და შეინარჩუნეთ ოპტიმისტური განწყობა. მოერიდეთ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ეს გადაწყვეტილება კარიერას ეხება. გარდა ამისა, ყურადღებით იყავით, რომ ფული არაგონივრულად არ ხარჯოთ. უარი თქვით ვალის აღებაზეც. ეცადეთ, თავი დამოუკიდებლად გაართვათ ყველაფერს, სხვების დახმარების გარეშე.

სასწორი

ამ თვეში მთელი კონცენტრირება მოახდინეთ საკუთარ თავზე. იზრუნეთ იმაზე, რომ თავი მხნედ და ენერგიულად იგრძნოთ. აიღეთ პასუხისმგებლობა თქვენს ცხოვრებაზე და ეცადეთ, არ მოექცეთ არავის გავლენის ქვეშ. თუკი ხედავთ, რომ თქვენს მოქმედებებს სასურველი შედეგები არ მოაქვთ, გააქტიურდით და შეცვალეთ მიდგომა. სასიყვარულო ურთიერთობაში ინიციატივა თავად გამოიჩინეთ, მაგრამ ნუ ისარგებლებთ ბოროტად თქვენი გავლენით. ფინანსურ სფეროში სტაბილურობის მოპოვება გაგიადვილდებათ, მაგრამ ამ სტაბილურობას ისევ თქვენი ძალისხმევით მოიპოვებთ. ნაკლებად გქონდეთ სხვების დახმარების იმედი. ძალა, რაც სიტუაციის შესაცვლელად გჭირდებათ, თქვენშია.

მორიელი

არ აიღოთ ზედმეტი პასუხისმგებლობები საკუთარ თავზე. ნუ დაიწყებთ იმ საქმეების შესრულებას, რაც თქვენ არ გეხებათ. უმჯობესია, თქვენი ენერგია გაცილებით სასარგებლო საქმიანობებისკენ მიმართოთ. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას, თუ არ გსურთ, რომ დამატებითი პრობლემები შეიქმნათ. ეს თვე ფინანსური თვალსაზრისით ნაკლებად იქნება მომგებიანი, ამიტომ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ როგორც მინიმუმ, შეინარჩუნოთ სტაბილურობა და არ გქონდეთ დანაკარგები. ურთიერთობების კუთხით მოსალოდნელია მცირე გაუგებრობები, მაგრამ თუ საყვარელ ადამიანებს მოუსმენთ, თქვენს კავშირებს უფრო მეტად განამტკიცებთ.

მშვილდოსანი

არსებობს იმის რისკი, რომ გახდეთ უსამართლობის მსხვერპლი. ასეთ დროს ნაკლებად იფიქრეთ შურისძიებაზე და უფრო მეტად დაფიქრდით იმაზე, თუ სად დაუშვით შეცდომა. ყურადღება გამოიჩინეთ საბუთებთან და დოკუმენტებთან დაკავშირებით. აპრილში თქვენი კარიერული წინსვლა ნაწილობრივ შეფერხდება, თუმცა, ეს პერიოდი დაგეხმარებათ იმაში, რომ მოძებნოთ ახალი სამსახური, საიდანაც გაცილებით მეტ შემოსავალს მიიღებთ. გარშემომყოფებთან ურთიერთობაში მოძებნეთ ოქროს შუალედი. თქვენი ნეიტრალური პოზიციით უფრო მეტად დარჩებით მოგებული, ვიდრე წარმოგიდგენიათ.

თხის რქა

აპრილში საშუალება გექნებათ, გაანადგუროთ ყველაფერი ის, რამაც თავის დრო ამოწურა და უსარგებლოდ იქცა თქვენთვის. შეიძლება, ეს უჩვეულოდაც კი მოგეჩვენოთ და გაგიჭირდეთ ამ მხრივ ახალი ცხოვრების დაწყება, მაგრამ თქვენი მიზანდასახულობით უკეთესი მომავლის შექმნას შეძლებთ. სიფრთხილე გამოიჩინეთ ურთიერთობებში. არსებობს იმის რისკი, რომ საუკეთესო ურთიერთობა თქვენივე წინდაუხედაობის გამო დაასრულოთ. არ წამოიწყოთ ახალი საქმიანი პროექტები. ასევე, იზრუნეთ ფულის დაგროვებაზე და ნუ გასცემთ სესხებს. მოემზადეთ ცვლილებებისთვის და არ გაუშვათ ხელიდან შანსები, რომლებიც ერთი შეხედვით უმნიშვნელოდ გეჩვენებათ.

მერწყული

ეს თვე იდეალური იქნება მოგზაურობის დასაწყებად, სადმე გასამგზავრებლად ან საცხოვრებელი ადგილის შესაცვლელად, ამიტომ თუკი ამ მხრივ იდეები გაგაჩნიათ, თამამად გადადით მათ განხორციელებაზე. საშუალება გექნებათ, რომ დასახულ მიზნებს მიაღწიოთ და წარმატება მოიპოვოთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. მოერიდეთ ფულის ფლანგვას ან ვალის აღებას. ეცადეთ, დრო სწორად გადაანაწილოთ პირად ცხოვრებასა და სამსახურს შორის. დრო დაუთმეთ საკუთარ თავს და გონივრულად დაგეგმეთ მომავალი. თქვენი გაცნობიერებული მოქმედებებით მნიშვნელოვან სარგებელს მიიღებთ.

თევზები

აპრილში შეიძლება, გაგიჩნდეთ შეგრძნება, რომ ბოლომდე მიყვანილი საქმის მიუხედავად წარმატების მოსვლა აგვიანებს. თუმცა, ეს პერიოდი ძალიან მალე გაივლის, ამიტომ არ ღირს პესიმისტური განწყობის შექმნა. დაზოგეთ თქვენი დრო და ძალისხმევა. აქტიური მოქმედებების მაგივრად უმჯობესია, ცოტა ხნით შეჩერდეთ და კარგად გააანალიზოთ ის სიტუაცია, რომელშიც იმყოფებით. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში მოერიდეთ სიცივის და აგრესიის გამოვლენას. პირიქით, იზრუნეთ ურთიერთობის გამრავალფეროვნებაზე. ფინანსური სტაბილურობის მოპოვება ამ თვეში არც ისე მარტივი იქნება, მაგრამ სწორი გეგმის შედგენა მიზანს მიგაღწევინებთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s