ტაროსკოპი: მარტი, 2018


ვერძი

მარტი თქვენთვის საკმაოდ პოზიტიური თვე იქნება. საშუალება გექნებათ, დაისვენოთ, ენერგია აღიდგინოთ, გაერთოთ და დაკავდეთ იმ საქმიანობით, რასაც თქვენთვის დადებითი ემოციები მოაქვს. თქვენს მიერ წამოწყებული საქმეები სასურველ შედეგებს მოგიტანთ. ამ თვეში მოერიდეთ ყველაფერ ნეგატიურს, რადგან შეიძლება, ამ ნეგატივის ფონზე თქვენში არსებული პოზიტიური ენერგია აგრესიად და მრისხანებად გარდაიქმნას. მიეცით თქვენს სურვილებს გასაქანი, იზრუნეთ საკუთარ კეთილდღეობაზე. ეს არის შესანიშნავი პერიოდი ურთიერთობების დარეგულირებისთვისაც. ფინანსური თვალსაზრისით მეტი ყურადღების გამოჩენა გმართებთ, რომ ფული უაზროდ არ გაფლანგოთ. სხვა მხრივ ეს თვე თქვენთვის სასიამოვნოდ წარიმართება.

კურო

ამ თვეში პრიორიტეტები გადააფასეთ. შესაძლებელია, თქვენმა არასწორად გადადგმულმა ნაბიჯებმა პრობლემები შეგიქმნან, მაგრამ ყველანაირი სირთულე საშუალებას მოგცემთ, მოვლენებს სხვა კუთხიდან შეხედოთ და მნიშვნელოვანი ცხოვრებისეული გაკვეთილები მიიღოთ, ასევე, მიაგნოთ საუკეთესო გზებს პრობლემების გადასაჭრელად. არ იჩქაროთ გადაწყვეტილებების მიღების დროს. შეიძლება, მოგიწიოთ მსხვერპლის გაღება რაიმეს მიღების სანაცვლოდ, მაგრამ თუ სწორად გათვლით დეტალებს, გაცილებით მეტ სარგებელს ნახავთ, ვიდრე დანაკარგს. მოერიდეთ ფინანსური გარიგებების წარმოებას. იზრუნეთ თანხის დაგროვებაზეც. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში დათმობებზე წასვლით ურთიერთობის გაუმჯობესებას შეუწყობთ ხელს, მაგრამ ეს დათმობები გონივრული უნდა იყოს. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მცდელობები არ დაგიფასდებათ.

ტყუპები

მარტში თქვენი მცდელობა ახალი ცხოვრების დაწყებისთვის წარუმატებლად დასრულდება. ამჟამად არ არის ამისთვის კარგი პერიოდი. ამის მაგივრად იზრუნეთ ისეთი ნეგატიური მოგონებების მოშორებაზე, რომლებიც წარსულიდან მოგყვებათ და წინსვლაში ხელს გიშლით. თუ სამსახურის შეცვლაზე ფიქრობთ, ეს იდეა ოდნავ მოგვიანებით განახორციელეთ, რადგან რისკი, რომ ახალ სამსახურში ადგილი ვერ დაიმკვიდროთ, საკმაოდ მაღალია. მარტი დაუთმეთ თვითგანვითარებაზე ზრუნვას. რადიკალური ნაბიჯების გადადგმისგან თავი შეიკავეთ. შეიძლება, გაგიჭირდეთ ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ გამოსავალს ადვილად მიაგნებთ, თუ აღმოაჩენთ პრობლემის მიზეზებს.

კირჩხიბი

მარტში მოგიწევთ გარკვეული ცხოვრებისეული გამოცდების ჩაბარება. თუ ამ გამოცდებს წარმატებით გადალახავთ, თქვენი ცხოვრება საგრძნობლად გაუმჯობესდება. ადამიანების მიმართ კეთილგანწყობა გამოამჟღავნეთ. ნუ იქნებით მათ შეცდომებზე ორიენტირებული, პირიქით, ადვილად აპატიეთ და დაიცავით თქვენთვის მნიშვნელოვანი ურთიერთობები. იყავით მადლიერი იმით, რაც გაგაჩნიათ. მოიშორეთ ნეგატიური ემოციები ან ამ ემოციების გამომწვევი მიზეზები. ფინანსური თვალსაზრისით ყველაფერი თქვენს მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული – ისეთ შედეგებს მიიღებთ, როგორსაც დაიმსახურებთ, ამიტომ გამოიჩინეთ დიდი ძალისხმევა, რომ ყველაფერი თქვენს სასარგებლოდ წარმართოთ.

ლომი

ამ თვეში მოერიდეთ ხალხისგან ჩამოშორებას და განმარტოებას. ნუ მოაქცევთ საკუთარ თავს იზოლაციაში და ნუ განეწყობით გარშემომყოფების მიმართ უნდობლად. ზედმეტი ფიქრით და ანალიზით შესაძლოა, შეცდომაშიც კი შეხვიდეთ და არასწორი წარმოდგენები შეიქმნათ კონკრეტულ პიროვნებებზე. კარგი დროა ფინანსური სტაბილურობის მოსაპოვებლად და მატერიალური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, მაგრამ ამას თქვენგან აქტიურობა დასჭირდება და არა – გამართლების იმედად ყოფნა. დროებით არ ღირს სამსახურის შეცვლაზე ფიქრი, თუმცა, ახალ შემოთავაზებებზე უარი მანამდე არ თქვათ, სანამ კარგად არ აწონ-დაწონით ყველაფერს. მეტი სიფრთხილე გამოიჩინეთ და რჩევები გამოცდილ ადამიანებს ჰკითხეთ, რომ ამა თუ იმ საკითხს სხვადასხვა კუთხიდან შეხედოთ და მხოლოდ ამის შემდეგ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება.

ქალწული

ეს არის დრო, როდესაც თქვენში ეგოიზმი იმძლავრებს. სურვილი გაგიჩნდებათ, რომ მთელი კონცენტრირება საკუთარ თავზე მოახდინოთ და იცხოვროთ ისე, როგორც თავად გსურთ. ნუ იტყვით უარს პატარ-პატარა ბედნიერებებზე. გაანებივრეთ თქვენი თავი იმ ყველაფრით, რაზეც ადრე უარს ამბობდით. იფიქრეთ იმაზე, რა მოგიტანთ სასიამოვნო ემოციებს პირადად თქვენ და ცოტა ხნით მაინც დაანებეთ თავი სხვებზე ზრუნვას. მოიშორეთ ზედმეტი პასუხისმგებლობები. გახსოვდეთ, რომ მთავარი ფიგურა თქვენს ცხოვრებაში თავად ხართ. მატერიალური თვალსაზრისით მოსალოდნელია მნიშვნელოვანი გაუმჯობესება, მაგრამ ეცადეთ, არ აჰყვეთ ცდუნებებს, თუკი გთავაზობენ სარისკო პროექტში მონაწილეობას მიღებას, რომელმაც თეორიულად დიდი ფული უნდა მოგიტანოთ.

სასწორი

მარტი თქვენთვის ზუსტად ისე წარიმართება, როგორც დაიმსახურებთ. თუ მიიღებთ გონივრულ გადაწყვეტილებებს, პრობლემებს თავიდან აიცილებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში მოგიწევთ “არსაიდან” გაჩენილი პრობლემების მოგვარება. იყავით სამართლიანი გარშემომყოფების მიმართ. თუ თვლით, რომ ვინმე უსამართლოდ გექცევათ, მიზეზი საკუთარ თავში ეძებეთ. კარგი დროა იურიდიული საკითხების მოსაგვარებლად. ფინანსური კუთხით გაგიადვილდებათ სიტუაციის დარეგულირება, თუკი ჭკვიანურად იმოქმედებთ, თუმცა, ამ პერიოდში სტაბილურობის მუდმივად შენარჩუნება დიდი ძალისხმევის შედეგადაც კი არ მოხერხდება. უმჯობესია, ნაკლებად იბრძოლოთ და სხვადასხვა დეტალების მოწესრიგება დროს მიანდოთ. ასევე, კარგი დროა საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გადაფასებისთვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ, როგორი მომავალი ელოდება თქვენს კავშირს.

მორიელი

ამ თვეში გაგიადვილდებათ წარმატების მოპოვება სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. მთავარია, განეწყოთ რწმენით, რომ ყველაფერი გამოგივათ და გქონდეთ პირველ რიგში საკუთარი თავის, ხოლო შემდეგ – სანდო ადამიანების იმედი. ის, რაც აქამდე თქვენს წინსვლას აფერხებდა, ნელ-ნელა დაიწყებს თქვენი ცხოვრებიდან გაქრობას. ოპტიმისტური მიდგომებით გაცილებით მალე მიიღებთ სასურველ შედეგებს, ვიდრე პესიმისტური დამოკიდებულებებით. იზრუნეთ თვითგანვითარებაზე. კარგი დროა რაიმე ახლის შესასწავლად. ფინანსური კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ არის მოსალოდნელი, თუმცა, იქნება მცირედი გაუმჯობესებები. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა კი უფრო მეტად პოზიტიური და სასიამოვნო გახდება, ვიდრე აქამდე იყო.

მშვილდოსანი

სიახლეების დრო დგება. ის, რაც აქამდე თქვენთვის უცხო და უჩვეულო იყო, ახლა შეიძლება თქვენი ცხოვრების განუყოფელ ნაწილად და შთაგონების წყაროდ იქცეს. შეცვალეთ ცხოვრების წესი, გააკეთეთ ის, რასაც აქამდე არ აკეთებდით დიდი სურვილის მიუხედავად. მოძებნეთ ახალი სამსახური, სადაც მუშაობა ვერასდროს წარმოგედგინათ და რომელიც მოტივაციას მოგცემთ კარიერაში წინსვლისთვის. თუ გქონდათ რაიმე იდეა, რომელსაც აქამდე ვერ ახორციელებდით და გასამართლებლად ათას მიზეზს იგონებდით, ახლა გაქვთ შესანიშნავი პერიოდი, რომ ეს იდეები რეალობად აქციოთ. შეცვალეთ დამოკიდებულებები ადამიანების მიმართ, გამოასწორეთ ურთიერთობები და პირველმა გადადგით ნაბიჯი შერიგებისკენ. მარტი არ იქნება სტაბილური თვე, მაგრამ საშუალებას მოგცემთ, თქვენი ცხოვრება გაამრავალფეროვნოთ და მთლიანად შეცვალოთ უკეთესობისკენ.

თხის რქა

ამ თვეში უარი თქვით მოგზაურობაზე. შეიძლება, ასევე ჩაიშალოს სადმე გამგზავრების გეგმაც თქვენი უდიდესი სურვილის მიუხედავად. არსებობს იმის საფრთხე, რომ ვერ გააკონტროლოთ სიტუაცია ისეთ საკითხებში, რომლებიც ეხება მიზნების მიღწევას და კარიერას. ამიტომ მოერიდეთ ახალი მიზნების დასახვას თუკი ბოლომდე არ ხართ საკუთარ თავში დარწმუნებული. ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური კუთხით, რომ მაქსიმალურად გამორიცხოთ დანაკარგები. თუ ხედავთ, რომ თქვენს მცდელობებს და ძალისხმევებს შედეგები არ მოაქვთ, ცოტა ხნით მოდუნდით და შეწყვიტეთ ბრძოლა, რათა ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინოს დრომ. გარშემომყოფების მიმართ აგრესიის გამოვლენისგან თავი შეიკავეთ, რადგან შესაძლოა, ფარული მტრები გაიჩინოთ.

მერწყული

მარტი თქვენთვის გარკვეულწილად დისკომფორტის მომტანი გახდება როგორც მატერიალური, ასევე, სულიერი თვალსაზრისით. გაგიჭირდებათ სტაბილურობის შენარჩუნება, მოგიწევთ ისეთი სურვილების ასრულებაზე უარის თქმა, რაც ფულს უკავშირდება. საყვარელ ადამიანთან შესაძლოა, გაგირთულდეთ ურთიერთობა ან იგრძნოთ, რომ არ გაკმაყოფილებთ ის, რასაც პარტნიორი გთავაზობთ – იქნება ეს სიყვარული, მზრუნველობა, ყურადღება თუ საჩუქრები. თუმცა, ეცადეთ, პრობლემები მათი გაჩენისთანავე მოაგვაროთ, რომ მდგომარეობა უფრო არ გართულდეს. არ არის კარგი დრო ახალი ბიზნესის დასაწყებად. იზრუნეთ სიმშვიდის შენარჩუნებაზე, რომ სიტუაცია ადვილად დაარეგულიროთ.

თევზები

მარტში დრო დაუთმეთ თვითგანვითარებას და ახალი ინფორმაციის ათვისებას. თუკი აქამდე ძალიან გინდოდათ რაიმე ახლის შესწავლა, კონცენტრირება სწორედ მასზე მოახდინეთ. ენდეთ თქვენს ინტუიციას სხვადასხვა საკითხებთან დაკავშირებით, განსაკუთრებით მაშინ, როცა რაიმე ან ვინმე თქვენში გაურკვეველ ეჭვებს აღძრავს. ადამიანების მიმართ შესაძლოა, ინტერესი დაგეკარგოთ და მთლიანად ჩაიკეტოთ თქვენს სამყაროში, მაგრამ ეცადეთ, ასეთი პერიოდი დიდხანს არ გაგრძელდეს, რათა არ გამოტოვოთ მნიშვნელოვანი დეტალები, რომლებსაც სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლიათ თქვენს ცხოვრებაზე. ეს თვე თქვენთვის მშვიდად წარიმართება, ზედმეტი გართულებების გარეშე, ამიტომ ხელოვნურად ნუ შექმნით პრობლემებს. იზრუნეთ სულიერი სიმშვიდის მოპოვებაზე და თქვენი თავი პირველ ადგილზე დააყენეთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s