ტაროსკოპი: თებერვალი, 2018


ვერძი

თებერვალში საშუალება მოგეცემათ, წამოიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა ან გააუმჯობესოთ ამჟამინდელი კავშირი. შეძლებთ, საყვარელ ადამიანში აღმოაჩინოთ ისეთი თვისებები, რომლებიც მასთან უფრო მეტად დაგაახლოებთ. ამ თვეში ყურადღება მიაქციეთ სხვადასხვა შემოთავაზებებს, რომლებსაც მიიღებთ როგორც საქმესთან, ასევე, სხვა მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. შესაძლოა, მოგიწიოთ არჩევანის გაკეთებაც, ამიტომ სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ, მოუსმინეთ სანდო და გამოცდილი ადამიანების რჩევებსაც. კარიერული თვალსაზრისით მოერიდეთ რისკებზე წასვლას. არსებობს სამსახურში დაწინაურების შანსი, მაგრამ ეცადეთ, მოვლენებს წინ არ გაუსწროთ, რომ არ დაუშვათ გამოუსწორებელი შეცდომა. წარმატებას მიაღწევთ საქმეში ან რაიმე პროექტში, თუკი პარტნიორებად თანამოაზრეებს შეარჩევთ, რომლებიც არამარტო მხარს დაგიჭერენ, არამედ, მოგაწვდიან საინტერესო იდეებს წინსვლისთვის.

კურო

ეს თვე ცოდნის გაღრმავებას დაუთმეთ. გააანალიზეთ თქვენი ინტერესები, დაფიქრდით, რა სახის ცოდნა გჭირდებათ, რომელიც უნდა აითვისოთ. შესანიშნავი იქნება, თუკი გადაწყვეტთ პროფესიული კუთხით განვითარებას, თუმცა, ყურადღება დაუთმეთ ისეთ საკითხებსაც, რის შესახებაც დიდი ხანია, ინფორმაციის მიღება გსურდათ, მაგრამ არანაირად არ ეხება თქვენს პროფესიას. ფინანსურ საკითხებში გამოიჩინეთ გონიერება. არ აჩქარდეთ და მოერიდეთ სპონტანური შენაძენების გაკეთებას. თქვენი მატერიალური მდგომარეობა სტაბილურობას შეინარჩუნებს, თუკი ბიუჯეტს სწორად დაგეგმავთ. თებერვალი არ არის კარგი პერიოდი ახალი სამსახურის დასაწყებად, მითუმეტეს მოერიდეთ საკუთარი ბიზნესის წამოწყებას, რომელიც საწყის ეტაპზე თქვენგან თანხის გაღებას მოითხოვს. საყვარელ ადამიანთან მოსალოდნელია ურთიერთობის გაციება, მაგრამ მდგომარეობის გამოსწორებას შეძლებთ იმ შემთხვევაში, თუ პარტნიორთან კონფლიქტებს თავს აარიდებთ და არ ეცდებით რამეში მის დადანაშაულებას.

ტყუპები

ამ თვეში ყურადღება გამოიჩინეთ იურიდიული საკითხების მიმართ. არსებობს იმის საფრთხე, რომ იურიდიული თვალსაზრისით ყველაფერი ისე არ წარიმართოს, როგორც ფიქრობდით. მოსალოდნელია გართულებები გარშემომყოფებთანაც. შესაძლოა, აღმოჩნდეთ უსამართლობის მსხვერპლი და იმ ადამიანებმა შეგაქციონ ზურგი, რომელთა იმედიც გქონდათ. ასევე, ეცადეთ, თავად არ მოექცეთ სხვებს უსამართლოდ, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებს. ასეთი საქციელი შეიძლება არ გაპატიონ, რის გამოც საუკეთესო ურთიერთობის სამუდამოდ გაწყვეტა მოგიწევთ. ფინანსური კუთხით ნაკლებადაა წინსვლები მოსალოდნელი. არ დაიწყოთ ახალი საქმიანობა მანამდე, სანამ სრულიად არ გაერკვევით დეტალებში. ასეთ შემთხვევაში უმჯობესია, საქმეს დამოუკიდებლად გაართვათ თავი, სხვების ჩარევის და დახმარების გარეშე. იყავით ძირითადად საკუთარი თავის და შესაძლებლობების იმედზე, რომ ხელი არ შეუწყოთ ახალი პრობლემების გაჩენას.

კირჩხიბი

თებერვალში გაგიჩნდებათ სურვილი, რომ თქვენი ცხოვრება რადიკალურად შეცვალოთ. გააცნობიერეთ, რა არ გყოფნით, რის დეფიციტს განიცდით და ამ დეფიციტის შესავსებად არ თქვათ უარი შესაბამის მოქმედებებზე. მიუდექით ყველაფერს ახლებურად და განსხვავებულად, ზოგადად შეცვალეთ ტრადიციული მიდგომები. კარგი პერიოდია შემოსავლის ახალი წყაროების მოსაძებნად, მათ შორის ისეთი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად, რომლებიც ერთი შეხედვით წარმოუდგენლად გეჩვენებათ. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობის გაუმჯობესების მიზნით მიმართეთ ახალ საშუალებებს, რომლებიც აქამდე არასდროს გიცდიათ, თუმცა, უმჯობესია, თუკი ჯერჯერობით უარს იტყვით დაქორწინებაზე და ოჯახის შექმნაზე. ამ თვეში იზრუნეთ საკუთარი სურვილების ასრულებაზე, თუკი აქამდე ყოველთვის სხვებზე ზრუნავდით, ხოლო თუ აქამდე თქვენს თავს აყენებდით პირველ ადგილზე, ახლა ორიენტირება გარშემომყოფებზე მოახდინეთ. პატარ-პატარა ცვლილებებით შეძლებთ, რომ დიდი და მნიშვნელოვანი შედეგები მიიღოთ.

ლომი

თებერვალი იდეალური დროა თქვენი ცხოვრების დასტაბილურებისთვის. ამ პერიოდში ნაკლებად ეცადეთ დიდი მიზნების მიღწევას, მუდმივ წინსვლას და აქტიურობას. ამის მაგივრად დაკავდით სხვადასხვა ცხოვრებისეული სფეროების მოწესრიგებით მშვიდად და აუჩქარებლად, რაც მთავარია – გონივრულად და ზედმეტი რისკების გარეშე. დროებით გადადეთ იმ იდეების განხორციელება, რომლებიც სიახლეებს და მნიშვნელოვან ცვლილებებს გპირდებათ. უმჯობესია, ახალი იდეებისთვის მყარი საფუძველი შექმნათ იმისგან, რაც ამჟამად გაგაჩნიათ, რომ მოგვიანებით მოულოდნელმა პრობლემებმა არ იჩინონ თავი. საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა ნელ-ნელა გაუმჯობესდება და გაცილებით უფრო ჰარმონიული გახდება. დაახლოებას საერთო ინტერესების და ერთობლივი საქმიანობის საფუძველზე შეძლებთ. მატერიალური და კარიერული კუთხით თქვენი მდგომარეობა გაუმჯობესდება იმ შემთხვევაში, თუკი ამ ეტაპზე პრობლემების წინაშე დგახართ. სხვა მხრივ სერიოზული წინსვლები ნაკლებადაა მოსალოდნელი.

ქალწული

მოემზადეთ სიახლეებისთვის. მოსალოდნელია რადიკალური ცვლილებები, რომლებიც შეიძლება მტკივნეულიც კი აღმოჩნდეს თქვენთვის, მაგრამ საშუალებას მოგცემთ, რომ ცხოვრების ახალ ეტაპზე გადახვიდეთ. ნაკლებად იბრძოლეთ სტაბილურობის შესანარჩუნებლად. ამჟამად პრიორიტეტული სწორედ ცვლილებები და მოქმედება იქნება. შესაძლებელია, განადგურდეს ურთიერთობები, გაგირთულდეთ სიტუაცია სამსახურში ან ფინანსური კუთხით, მაგრამ ეს ყველაფერი ადგილს გაათავისუფლებს სიახლეებისთვის – ახალი ურთიერთობებისთვის, ახალი სამსახურისთვის, შემოსავლის ახალი წყაროებისთვის და ა.შ. მიაქციეთ ყურადღება ჯანმრთელობას, ორგანიზმს შესუსტების საშუალება არ მისცეთ. ასევე, თავად ეცადეთ იმის განადგურებას და მოშორებას, რასაც თქვენთვის სარგებელი აღარ ან ნაკლებად მოაქვს. გახსოვდეთ, რომ გაცილებით მეტის მიღწევა შეგიძლიათ და ამისთვის შესანიშნავი პერიოდი გაქვთ.

სასწორი

ამ პერიოდში შესაძლებელია, თავი იჩინოს ისეთმა გართულებებმა, რომლებიც გეგონათ, რომ წარსულში დატოვეთ. თქვენს მიერ ადრე დაშვებული შეცდომები ახლა მოგიტანთ უარყოფით შედეგებს, თუმცა, თუ ასეთი პრობლემების გადაჭრაზე იზრუნებთ და არ გაექცევით პასუხისმგებლობებს, სიტუაციის კონტროლი გაგიადვილდებათ. მოერიდეთ გაწყვეტილი ურთიერთობების აღდგენას, ძველ ნაცნობებთან და მეგობრებთან კონტაქტზე გასვლას და ყოფილი საყვარელი ადამიანის დაბრუნებას, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ მოვლენები ისე არ განვითარდეს, როგორც წარმოგედგინათ, ხოლო ემოციური კუთხით იმედგაცრუების შედეგად გამოწვეული ტკივილი მიიღოთ. მატერიალური თვალსაზრისით ნაკლებადაა მოსალოდნელი გაუმჯობესებები. ამ პერიოდში ეცადეთ, გააცნობიერებთ თქვენი შეცდომები, რომლებიც ცხოვრებას გირთულებენ და მათ გამოსწორებაზე იზრუნოთ.

მორიელი

თებერვალში საშუალება გექნებათ, წარმატებით დაასრულოთ დაწყებული საქმე და მიიღოთ სასურველი შედეგები. ეს იქნება პერიოდი, როცა შეძლებთ თქვენს ცხოვრებაში ჰარმონიის შეტანას, ასევე, გექნებათ წინსვლები, მაგრამ ეს წინსვლები დაკავშირებული იქნება არა ახალ, არამედ, უკვე დაწყებულ საქმიანობებთან. ჯერჯერობით თავი შეიკავეთ თქვენი ცხოვრების განახლებისგან. ფინანსური კუთხით მოსალოდნელია სტაბილურობის მოპოვება და შენარჩუნება. საყვარელ ადამიანთან დასაახლოებლად სცადეთ საერთო ინტერესების გამონახვა. გახდით თანამოაზრეები რაიმე მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, ერთად დაგეგმეთ მომავალი და იზრუნეთ ერთმანეთზე. ამ პერიოდში თავი აარიდეთ კონფლიქტებს გარშემომყოფებთან და სიტუაციის დარეგულირების საკითხს მშვიდად, ზედმეტი ემოციების გარეშე მიუდექით.

მშვილდოსანი

ამ თვეში მოერიდეთ გადაწყვეტილებების სწრაფად და დაუფიქრებლად მიღებას. არსებობს რისკი, რომ ისეთი შეცდომა დაუშვათ, რომლის გამოსწორებაზეც დიდი დრო და ენერგია დაგეხარჯებათ. არ არის კარგი პერიოდი მოგზაურობის დასაწყებადაც. ყურადღება გამოიჩინეთ ახალი ნაცნობების მიმართ და სანამ მათ ნდობას გამოუცხადებთ, დარწმუნდით, რომ იმედს არ გაგიცრუებენ. ფინანსური და კარიერული კუთხით გარკვეული შეფერხებებია მოსალოდნელი. გაგიჭირდებათ სტაბილურობის მოპოვება და შენარჩუნება, თუმცა, თუკი დახმარებისთვის სანდო ადამიანებს მიმართავთ, ამ პერიოდის გაცილებით ადვილად გადალახავთ. სასიყვარულო ურთიერთობა შესაძლოა თქვენი ინიციატივით ან არასწორი ქმედებებით დასრულდეს, ამიტომ თუკი არ გსურთ მდგომარეობის გართულება, მოუსმინეთ პარტნიორს და გაითვალისწინეთ მისი შენიშვნები.

თხის რქა

თებერვალში, შესაძლოა, მოგიწიოთ მსხვერპლის გაღება რაიმე მნიშვნელოვანი მიზნის მისაღწევად. დაფიქრდით თქვენს ცხოვრებაზე, თქვენს ღირებულებებზე, გადააფასეთ პრიორიტეტები და შეხედეთ მოვლენებს სხვა კუთხიდან. მსხვერპლი, რომელსაც გაიღებთ, არამარტო მიზანს მიგაღწევინებთ ან დაგაახლოებთ მას, არამედ, ცხოვრებისეულ გაკვეთილსაც გასწავლით. კარიერული კუთხით მოსალოდნელია გართულებები. არ არის გამორიცხული, თქვენმა ძალისხმევებმა შედეგები ვერ მოგიტანოთ, ვერ განახორციელოთ ბიზნეს იდეა ან მოგივიდეთ დაპირისპირება თანამშრომლებთან. ნებისმიერ შემთხვევაში ეცადეთ, ეძებოთ მიზეზები პირველ რიგში საკუთარ თავში და შემდეგ – გარემო ფაქტორებში ან გარშემომყოფებში. სასიყვარულო ურთიერთობაში წადით გონივრულ დათმობებზე და მოერიდეთ კონფლიქტური სიტუაციების გამოწვევას. თუკი რაიმე არ გაკმაყოფილებთ ურთიერთობაში, ამის შესახებ პარტნიორთან ღიად და საყვედურების გარეშე ისაუბრეთ.

მერწყული

ეს თვე თქვენთვის აქტიურობის პერიოდი იქნება. მიზნებს, რომლებსაც დაისახავთ, საკმაოდ ადვილად მიაღწევთ. თქვენი ძალისხმევა შესაბამის შედეგებს გამოიღებს, თუკი მეტი შემართებით და ენთუზიაზმით განეწყობით. მოსალოდნელია მოგზაურობა და თქვენი საოცნებო ქვეყნის მონახულება. კარიერაში წარმატება გელოდებათ. შეიძლება, დაგაწინაურონ ან ახალი, ბევრად უკეთესი სამსახური მოძებნოთ. ბიზნეს იდეების განხორციელებისთვისაც კარგი პერიოდია. სასიყვარულო ურთიერთობაში მოვლენები სწრაფად და საინტერესოდ განვითარდება, პარტნიორში ისეთ ახალ თვისებებს აღმოაჩენთ, რაც უფრო მეტად განამტკიცებს თქვენს ურთიერთობას. მზად იყავით ცვლილებებისთვის და საჭიროების შემთხვევაში გონივრულ რისკზე წასვლაზეც არ თქვათ უარი. მხოლოდ ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ მოვლენები ხელოვნურად არ დააჩქაროთ, რადგან შეცდომის დაშვების რისკიც არსებობს.

თევზები

თებერვალში იზრუნეთ საკუთარი უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზე. ეს ხელს შეგიწყობთ იმაში, რომ უფრო მეტად განვითარდეთ არამარტო პიროვნულად, არამედ, მიაღწიოთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროში გარკვეულ წარმატებებსაც. ურთიერთობებში წადით დათმობებზე, მაგრამ ასეთმა საქციელმა შესაბამისი გაკვეთილები უნდა მოგიტანოთ, რაც იმას ნიშნავს, რომ დათმობა უნდა ხდებოდეს გაცნობიერებულად და არა – გაუაზრებლად. კარიერული კუთხით წინსვლები ნაკლებადაა მოსალოდნელი, ასევე, არ არის კარგი პერიოდი ბიზნეს იდეების განსახორციელებლად. ყურადღება მიაქციეთ თქვენს მავნე ჩვევებს და სცადეთ მათგან თავის დაღწევა ეტაპობრივად, აუჩქარებლად. მატერიალური თვალსაზრისით შესაძლებელია, მოხდეს მცირედი გაუმჯობესება, მაგრამ ეს იმ შემთხვევაში, თუ ისწავლით ფულთან სწორად მოპყრობას. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ნაკლები აგრესია გამოავლინეთ და მოუსმინეთ მის შენიშვნებს იმ შემთხვევაშიც კი, თუკი აბსოლუტურად არ ეთანხმებით. ეს საშუალებას მოგცემთ, საკუთარ თავს სხვა კუთხიდან შეხედოთ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s