ტაროსკოპი: იანვარი, 2018


ვერძი

იანვარში შესაძლოა, გაგიჭირდეთ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა ან დაკარგოთ კონტროლი იმ საქმიანობაზე, რასაც აქამდე წარმატებით ართმევდით თავს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ნაკლებად იბრძოლეთ სასურველის მისაღებად. ამის მაგივრად შეადგინეთ მოქმედების გეგმა, რომელიც ეტაპობრივად მიგაღწევინებთ დასახულ მიზანს. ეცადეთ, გაუმკლავდეთ ცდუნებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ეს ცდუნება ფინანსებს უკავშირდება. შეიძლება, გაგიჭირდეთ, მაგრამ წადით დათმობებზე, მითუმეტეს საყვარელ ადამიანებთან. თუმცა, ყურადღება მიაქციეთ, რომ კომპრომისზე წასვლის შედეგად თავად არ დაზარალდეთ. მოერიდეთ აგრესიის გამოვლენას და თქვენი პოზიცია მშვიდად დააფიქსირეთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. არსებობს იმის საფრთხე, რომ აგრესიის შემოტევების დროს მნიშვნელოვანი ურთიერთობები გაანადგუროთ, რომელთა აღდგენაც ან ძალიან გაგიჭირდებათ და ან საერთოდ აღარ გამოგივათ.

კურო

ამ თვეში საშუალება მოგეცემათ, თავი დააღწიოთ იმ უხილავ ბორკილებს, რაც წინსვლაში ხელს გიშლით, სამუდამოდ გადაუსვათ ხაზი იმას, რაც გაბრკოლებთ და ახალი ძალით და ენერგიით დაიწყოთ ისეთი ცხოვრება, რომელზეც ოცნებობდით. ამაში თქვენი წარსულის გამოცდილება და ცოდნა დაგეხმარებათ, რაც სწორ მიმართულებას მოგცემთ მოქმედებისთვის. გადააფასეთ ღირებულებები და გათავისუფლდით ყველაფერი ზედმეტისგან. გაითვალისწინეთ, რომ ცხოვრების ჩვეული წესის შეცვლა შეიძლება მტკივნეული აღმოჩნდეს. შეიძლება, იფიქროთ, რომ არ ხართ მზად რადიკალური ცვლილებებისთვის, მაგალითად, არ გსურთ ძველი სამსახურიდან წამოსვლა ან არც თუ ისე სასიამოვნო ურთიერთობის გაწყვეტა, მაგრამ სწორედ ახლა გაქვთ იდეალური დრო იმისთვის, რომ ყველაფერს თავის ადგილი მიუჩინოთ და რაც ზედმეტია, სასწრაფოდ გააქროთ თქვენი ცხოვრებიდან. ამიტომ გამოიჩნეთ უფრო მეტი გამბედაობა და უარი არ თქვათ ცვლილებებზე.

ტყუპები

ეს თვე თქვენთვის ჰარმონიული, მშვიდი და კომფორტული იქნება. დიდი დრო დაუთმეთ საყვარელი ადამიანების გარემოცვაში ყოფნას, იზრუნეთ მათზე, გაუწოდეთ დახმარების ხელი. საშუალება გექნებათ, დაასტაბილუროთ თქვენი მატერიალური მდგომარეობა, გაისტუმროთ ვალები ან წამოიწყოთ ისეთი საქმიანობა, რომელიც დამატებით შემოსავალს გაგიჩენთ. იანვარში გაგიადვილდებათ ისეთი პრობლემების მოგვარება, რომლებსაც აქამდე ვერ უმკლავდებოდით. ეცადეთ, ოჯახის წევრებთან და ნათესავებთან ურთიერთობები გააუმჯობესოთ. ეს მომავალში დაგეხმარებათ ისეთ მნიშვნელოვან საკითხებში, რომლებიც დიდ გავლენას იქონიებს თქვენს ცხოვრებაზე. მოახდინეთ კონცენტრირება პოზიტიურ მოვლენებზე და დაგეგმეთ მომავალი. გაითვალისწინეთ, რომ ამ პერიოდში მომავლის სწორად დაგეგმვა თქვენს ცხოვრებაში რადიკალურ ცვლილებებს შემოიტანს – იმ ცვლილებებს, რომლებიც წინსვლაში დაგეხმარებიან.

კირჩხიბი

იანვარი თქვენთვის ინფორმაციის მიღების თვე იქნება. შეიტყობთ ისეთ რამეს, რაც დაგეხმარებათ, სწორად განსაზღვროთ პრიორიტეტები და გადააფასოთ თქვენი ღირებულებები, ასევე, ისწავლოთ ის, რისი სწავლაც აქამდე ძალიან გინდოდათ, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო ვერ ახერხებდით. შესაძლოა, ამ პერიოდში თავი იჩინოს ემოციურმა არასტაბილურობამ, გახდეთ უფრო მეტად მოუთმენელი, პრეტენზიული, აგრესიულიც კი, მაგრამ ეცადეთ, ამის გამო არ გააფუჭოთ საუკეთესო ურთიერთობები. ყურადღება მიაქციეთ ფინანსურ სფეროსაც. რისკი, რომ მოტყუებული აღმოჩნდეთ სხვადასხვა ფინანსური გარიგებების დროს, არც თუ ისე დაბალია. ამ პერიოდში ნაკლებად იზრუნეთ სამსახურის შეცვლაზე და უფრო მეტი დრო დაუთმეთ სწავლას, რომ მოგვიანებით მიღებული ცოდნის საფუძველზე გაცილებით უკეთესი სამსახური მოძებნოთ.

ლომი

ამ თვეში, შესაძლოა, გაგიჩნდეთ შთაბეჭდილება, რომ გარშემომყოფები არასათანადოდ გაფასებენ და თქვენ გაცილებით მეტს იმსახურებთ, ვიდრე საყვარელი ადამიანებისგან იღებთ. თუმცა, იმის მაგივრად, რომ ასეთი დასკვნების შედეგად ურთიერთობები გაამწვავოთ, მიზეზები საკუთარ თავში მოძებნეთ. ამ პერიოდში არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი ნდობით ბოროტად ისარგებლონ კონკრეტულმა პიროვნებებმა და შეგიქმნან სხვადასხვა პრობლემები – როგორც უმნიშვნელო, ასევე, სერიოზული. ეცადეთ, არ წამოიწყოთ ისეთი საქმიანი ურთიერთობები, სადაც გარკვეულ რისკებზე წასვლა მოგიწევთ. იურიდიული კუთხით მოსალოდნელია გართულებები, ამიტომ ყურადღებით გაეცანით სხვადასხვა საბუთებს და დაუფიქრებლად არაფერს მოაწეროთ ხელი.

ქალწული

იანვარში მოგიწევთ მსხვერპლის გაღება თქვენი ან თქვენი საყვარელი ადამიანების კეთილდღეობის შესანარჩუნებლად. ეს მსხვერპლი შეიძლება, იყოს როგორც გარკვეულ კომპრომისებზე წასვლა, ასევე, თანხის გადახდა, რამის პატიება, პატიების თავად თხოვნა და ა.შ. ეს არ იქნება თქვენთვის ადვილი გასაკეთებელი, მაგრამ თუ გექნებათ სურვილი, რომ ცხოვრება შეიმსუბუქოთ, მოგიწევთ ამ ნაბიჯის გადადგმა. იანვარი იქნება ასევე კარგი დრო საკუთარი ცხოვრების გასაანალიზებლად და დასაფიქრებლად, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ განიხილავთ თქვენს ძველ შეცდომებს და მათგან სასარგებლო გაკვეთილებს მიიღებთ. დაუთმეთ დრო თვითგანვითარებას, იზრუნეთ იმაზე, რომ უფრო მეტად დაიხვეწოთ და გქონდეთ მნიშვნელოვანი წინსვლები სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. მოერიდეთ კონფლიქტებს და სხვების დადანაშაულებას თქვენს წარუმატებლობაში. ამ თვეში ბევრი რამ სწორედ თქვენს მოქმედებებზე იქნება დამოკიდებული და არა – გარშემომყოფებისაზე.

სასწორი

თუ გსურთ, გქონდეთ იანვარში მნიშვნელოვანი წინსვლები, საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა თქვენვე აიღეთ. მოერიდეთ თქვენს ცხოვრებაში სხვა ადამიანების ჩარევას. მთავარი გადაწყვეტილება მხოლოდ თქვენ უნდა მიიღოთ ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით. შეგიძლიათ, მოუსმინოთ რჩევებს, მაგრამ არ მისცეთ სხვებს საშუალება, რომ თავიანთი აზრები და შეხედულებები თავზე მოგახვიონ. იმოქმედეთ დამოუკიდებლად. კონცენტრირება მოახდინეთ კარიერაზე. იზრუნეთ უარყოფითი თვისებების გამოსწორებაზე, მაგრამ ნუ გექნებათ იმედი, რომ ყველანაირ პრობლემას ადვილად მოაგვარებთ. თქვენს მიერ გაღებული ძალისხმევა შესაბამის შედეგებს გამოიღებს, მაგრამ ოდნავ მოგვიანებით. ამ პერიოდში ეცადეთ, კარგი ურთიერთობები ჩამოაყალიბოთ სასურველ ადამიანებთან – როგორც პირადი, ასევე, საქმიანი. ასევე იზრუნეთ კონფლიქტების მოგვარებაზე და ეცადეთ, აიმაღლოთ თვითშეფასება.

მორიელი

იანვარში შესაძლოა, დაკარგოთ კონტროლი იმ საკითხებზე, რასაც აქამდე წარმატებით უძღვებოდით. თუმცა, ამან არ დაგაბნიოთ. შეხედეთ პრობლემებს სხვა კუთხიდან და თავდაპირველად მათი წარმოშობის მიზეზები ეძებეთ. ამ თვეში მოერიდეთ შორ მანძილზე მგზავრობას. უმჯობესია, ეს მომავლისთვის გადადოთ ან შეარჩიოთ მაქსიმალურად უსაფრთხო მარშრუტი. შესაძლებელია, თქვენს ფინანსურ სტაბილურობას საფრთხე დაემუქროს, მაგრამ თუ საკითხს გონივრულად მიუდგებით და დახმარებისთვის სანდო ადამიანებსაც მიმართავთ, ყველაფერს წარმატებით გაართმევთ თავს. საყვარელ ადამიანებთან მიმართებაში შეინარჩუნეთ ოქროს შუალედი. მოერიდეთ კონფლიქტებს, თუმცა, მტკიცედ დაიცავით თქვენი პოზიცია, თუკი ვინმე ეცდება, რომ გადაგარწმუნოთ. ნაკლებად იბრძოლეთ უსიამოვნებებისგან თავის არიდების მიზნით და უფრო მეტად გააანალიზეთ სიტუაცია, რომელიც გარკვეულწილად არ გაკმაყოფილებთ.

მშვილდოსანი

ეს თვე თქვენთვის ჰარმონიული, სასიხარულო და საკმაოდ პოზიტიური იქნება. შეძლებთ, მოიპოვოთ სტაბილურობა ცხოვრების იმ სფეროებში, რომლებიც თქვენთვის მნიშვნელოვანია. გაგიუმჯობესდებათ გარშემომყოფებთან ურთიერთობა, საყვარელ ადამიანებს უფრო მეტად დაუახლოვდებით, ხოლო ახალი ნაცნობები საშუალებას მოგცემენ, თქვენი ცხოვრება საინტერესოდ წარმართოთ. ფინანსური და კარიერული კუთხით იმ შედეგებს მიიღებთ, რისკენაც აქამდე ისწრაფვოდით. კარგი დროა ამჟამინდელ სამსახურში პოზიციების გასამყარებლად, მაგრამ არა – ახალი სამსახურის დასაწყებად. იზრუნეთ საკუთარ კეთილდღეობაზე, დაისვენეთ, გაერთეთ, იმუშავეთ საკუთარი სიამოვნებისთვის და განეწყვეთ იმედიანად. მოერიდეთ კონფლიქტებს და პრობლემების ხელოვნურად გამოწვევას. ამ თვეში გაგიადვილდებათ საკუთარ თავზე მუშაობაც.

თხის რქა

იანვარში რა ძალისხმევასაც ჩადებთ თქვენი ცხოვრების ამა თუ იმ სფეროში, იმავე შედეგებს მიიღებთ. ამის გამო ეცადეთ, საკმარისი დრო დაუთმოთ კარიერას, პირად ურთიერთობებს და რაც მთავარია, საკუთარ თავს. ამ პერიოდში შესაძლოა, მოგიწიოთ პასუხისგებაც იმ შეცდომების გამო, რაც დაუშვით, მაგრამ აღარ გამოასწორეთ. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. არ არის კარგი დრო ახალი სამსახურის დასაწყებად, თუმცა, თქვენი იდეების წყალობით შეძლებთ, გქონდეთ სერიოზული წინსვლები ამჟამინდელ სამსახურში, გაიმყაროთ პოზიციები ან დაწინაურდეთ კიდეც. ამ თვეში რეპუტაციის ამაღლების შანსებიც მოგეცემათ, ამიტომ იზრუნეთ საკუთარ თავზე, გაიღრმავეთ პროფესიული ცოდნა და დაეუფლეთ იმ ახალ პროფესიას, რაც გაინტერესებთ. ფინანსური კუთხით გამოიჩინეთ სიფრთხილე, რომ არ აღმოჩნდეთ გაურკვევლობებში და ვინმემ არ სცადოს თქვენი მოტყუება.

მერწყული

ამ თვეში შეიძლება გაგიჩნდეთ განცდა, რომ ძალიან ახლოს დგახართ მიზანთან, მაგრამ ვერ დგამთ იმ ნაბიჯს, რის შედეგადაც საბოლოოდ აისრულებთ სურვილს. შესაძლოა, ასეთი სიტუაცია მთელი თვის მანძილზე გაგრძელდეს, მაგრამ ეს დროებითია. ამის გამო უარი არ უნდა თქვათ დასახული მიზნის მიღწევაზე. ერთი შეხედვით პოზიტიური თვე გელოდებათ, მაგრამ კონკრეტულ საკითხებში წარმატების მოპოვება გაგიძნელდებათ. ჩათვალეთ, რომ ეს გამოცდაა. თუ ამ გამოცდას გაუმკლავდებით, სიტუაციას რადიკალურად შეცვლით დადებითისკენ. მოერიდეთ კონფლიქტებს, განსაკუთრებით საყვარელ ადამიანებთან, რადგან მათთან ურთიერთობის გაწყვეტის რისკი მაღალია. მოერიდეთ ახალი საქმის დაწყებასაც. ამის მაგივრად შემოიფარგლეთ თეორიული ცოდნის გაანალიზებით – დაამუშავეთ იდეები, რაც დაგეხმარებათ უკეთესი სამსახურის მოძებნაში ან საკუთარი ბიზნესის წამოწყებაში. ფინანსური კუთხით გაგიძნელდებათ სტაბილურობის შენარჩუნება, მაგრამ შეძლებთ, რომ ყველანაირი პრობლემა საკუთარი ძალებითვე მოაგვაროთ.

თევზები

იანვარში შეძლებთ ძველი საქმის ან უსარგებლო ურთიერთობის დასრულებას. ეს დაგეხმარებათ, უკეთ გაერკვიოთ საკუთარ თავში, დაისახოთ ახალი მიზნები და დაიწყოთ მათ მისაღწევად მოქმედება. კარგი პერიოდია ახალი ცხოვრების დასაწყებადაც. ის გამოცდილება, რაც აქამდე დააგროვეთ, მოგცემთ სწორ მიმართულებას უკეთესი მომავლის შესაქმნელად. განეწყვეთ პოზიტიურად. ამ თვეში შეძლებთ იმ ურთიერთობების განმტკიცებას, რომლებიც თქვენთვის ძვირფასია. ყურადღება მიაქციეთ თქვენს იდეებს, ჰობის, გატაცებას. მათი საშუალებით შეძლებთ, არამარტო გაიმრავალფეროვნოთ ცხოვრება, არამედ, წამოიწყოთ რაიმე საინტერესო პროექტი. ეცადეთ, შეინარჩუნოთ სიმშვიდე რთულ სიტუაციებში. ადვილად მიუტევეთ ადამიანებს. იზრუნეთ ემოციური კომფორტის მოპოვებაზე. თქვენი ძალისხმევა რაიმე მიზნის მისაღწევად შესაბამისად აგინაზღაურდებათ. ასევე, გაგიადვილდებათ სხვადასხვა პრობლემების მოგვარება და სტაბილურობის მოპოვება ფინანსურ საკითხებში.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

w

Connecting to %s