საშა გრეჰემი: “ტაროს ევოლუცია თქვენთან ერთად გრძელდება”

“თქვენ ტაროს ექსპერტად გახდომა გადაწყვიტეთ, ჩემო საყვარელო? მე თქვენ შემოგთავაზებთ ერთერთ ყველაზე მნიშვნელოვან რჩევას, რომ დაგაყენოთ იმ გზაზე, რაც ითვალისწინებს ტაროს ექსპერტად გახდომას. Advertisements

რატომ ვერ ხერხდება ცხოვრებისეული მისიის დადგენა?

პოსტი ცხოვრებისეული მისიის დადგენის შესახებ. “ტაროს სალონის” პრაქტიკაში უამრავი შემთხვევა გვქონია, როდესაც პირველივე ცდაზე ვერ მომხდარა ცხოვრებისეული მისიის დადგენა. ძალიან ხშირად, როდესაც ვერ ამოდის მისიის არკანა, ადამიანი განიცდის დაბნეულობას, იმედგაცრუებას და შემდეგ გვეკითხება: „რატომ ვერ მოხერხდა მისიის დადგენა?“ ზოგჯერ ისიც უკითხავთ, რაიმე ცუდს ხომ არ უკავშირდება ეს. სწორედ ამ საკითხზე ვისაუბრებთ დღევანდელ პოსტში.

“12 თვე”

“12 თვე” გაშლის სეზონური მეთოდია და როგორც წესი, მას მიმართავენ დეკემბრის ბოლოს ან იანვრის დასაწყისში. იგი საშუალებას იძლევა, მოხდეს მთელი წლის ანალიზი თვეების მიხედვით. ამ მეთოდით სარგებლობისთვის გამოიყენება მხოლოდ მაღალი არკანები, თუმცა, უფრო ვრცელი ანალიზისთვის შეგიძლიათ, დასტა 2 ნაწილად გაყოთ და თითოეულ პოზიციაზე დაუმატოთ დაბალი არკანებიც.

ტაროსკოპი: იანვარი, 2018

ვერძი იანვარში შესაძლოა, გაგიჭირდეთ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა ან დაკარგოთ კონტროლი იმ საქმიანობაზე, რასაც აქამდე წარმატებით ართმევდით თავს. ყურადღება მიაქციეთ ჯანმრთელობის მდგომარეობას. იზრუნეთ იმუნიტეტის გაძლიერებაზე. ნაკლებად იბრძოლეთ სასურველის მისაღებად. ამის მაგივრად შეადგინეთ მოქმედების გეგმა, რომელიც ეტაპობრივად მიგაღწევინებთ დასახულ მიზანს. ეცადეთ, გაუმკლავდეთ ცდუნებებს, განსაკუთრებით მაშინ, თუკი ეს ცდუნება ფინანსებს უკავშირდება. შეიძლება, გაგიჭირდეთ, მაგრამ წადით დათმობებზე, მითუმეტეს…