ტაროსკოპი: ნოემბერი, 2017


ვერძი

ნოემბერი ფინანსური კუთხით სტაბილური არ იქნება თქვენთვის. მოსალოდნელია კონტროლის დაკარგვა იმ საკითხებზე, რაც თქვენს შემოსავალს და მატერიალურ კეთილდღეობას უკავშირდება. გამოიჩინეთ ყურადღება წვრილმანი დეტალების მიმართ, რომ მაქსიმალურად აირიდოთ თავიდან ფინანსური გართულებები. ებრძოლეთ პრობლემის მიზეზს და არა შედეგს. სასიყვარულო ურთიერთობაში ჰარმონიას, კომფორტს და ბედნიერებას მოიპოვებთ. საყვარელ ადამიანთან კონტაქტი სულიერ სიმშვიდეს მოგანიჭებთ და უფრო მეტად დაგაახლოებთ მას. ამ თვეში ეცადეთ, წარსულის გამოცდილებას დიდი ყურადღება მიაქციოთ სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. ის, რაც აქამდე ისწავლეთ, დაგეხმარებათ სასურველი მომავლის შექმნაში. თუკი აქამდე დიდი ძალისხმევა გამოიჩინეთ რაიმე მიზნის მისაღწევად, თქვენი მონდომება დაგიფასდებათ.

კურო

ამ თვეში ყურადღება გამოიჩინეთ ფინანსური საკითხების მიმართ. შესაძლებელია, მოხდეს ჩვეული სტაბილურობის დარღვევა, რაც უარყოფითად აისახება თქვენს მატერიალურ მხარეზე. მოერიდეთ სერიოზულ გარიგებებზე წასვლას, თუკი არსებობს იმის რისკი, რომ გქონდეთ მნიშვნელოვანი დანაკარგი. სასიყვარულო ურთიერთობაში მოერიდეთ კონფლიქტების წამოწყებას. ერთი შეხედვით მსუბუქი კონფლიქტი შეიძლება რთულ დაპირისპირებაში გადაიზარდოს. თუკი ამჟამად თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა არასახარბიელოა, განეწყვეთ მეტი პოზიტივით, რადგან ასეთი პერიოდი მალე ჩაივლის, თქვენ კი არაფერში გჭირდებათ დამატებითი პრობლემების შექმნა. ნოემბერი ზოგადად არ იქნება თქვენთვის მარტივი. შესაძლებელია, შეცდომა შეცდომაზე დაუშვათ და ამას მაშინ მიხვდეთ, როცა ყველაფრის გამოსწორება გვიან იქნება. იზრუნეთ საკუთარ თავზე, ნაკლები მსხვერპლი გაიღეთ და იმოქმედეთ უფრო მეტად გაცნობიერებულად.

ტყუპები

ეს თვე თქვენთვის ჰარმონიული და მშვიდი იქნება. საშუალება მოგეცემათ, თქვენი ცხოვრება დადებითი კუთხით წარმართოთ, თან საკმაოდ ადვილად შეცვალოთ ყველაფერი, რასაც მოისურვებთ. შეინარჩუნეთ სიმშვიდე და გახსოვდეთ, რომ ნებისმიერი პრობლემის მოგვარებას შეძლებთ, თუკი არ აჩქარდებით და კარგად გააცნობიერებთ პრობლემის არსს. სასიყვარულო ურთიერთობაში დიდი ყურადღება მიაქციეთ პარტნიორის ემოციებს. იზრუნეთ იმაზე, რომ ერთმანეთს უფრო მეტად დაუახლოვდეთ და არა – ჩამოშორდეთ, რადგან არსებობს იმის საფრთხე, რომ თქვენი ურთიერთობა გარკვეულწილად გაცივდეს. ფინანსურ სფეროში პირველ რიგში ენდეთ საკუთარ თავს და გამოცდილებას, და მხოლოდ ამის შემდეგ მოუსმინეთ იმ ადამიანების აზრებს, რომლებსაც შეუძლიათ კარგი რჩევების მოცემა. გადააფასეთ თქვენი მატერიალური ღირებულებები და ეცადეთ, მოიშოროთ ყველაფერი, რაც ხელს გიშლით ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნებაში.

კირჩხიბი

ნოემბერში გაგიჭირდებათ სიტუაციის კონტროლი სასიყვარულო და ფინანსურ სფეროებში. არსებობს იმის საფრთხე, რომ საყვარელ ადამიანთან ურთიერთობა დაგეძაბოთ, რაც გამოწვეული იქნება სხვადასხვა ფაქტორებით, მათ შორის თქვენი ნათქვამის არასწორად გაგებით და პარტნიორის მხრიდან კონფლიქტური სიტუაციების შექმნით. არ აჰყვეთ გამოწვევებს, წადით დათმობებზე, მაგრამ თქვენი პოზიცია მკაფიოდ დააფიქსირეთ. ფინანსური კუთხით ეს თვე ნაკლებად იღბლიანი იქნება. მოერიდეთ რისკებზე წასვლას, ყურადღება მიაქციეთ თქვენს ბიუჯეტს, ხოლო საქმიან გარიგებებს სიფრთხილით მოეკიდეთ. უმჯობესია, თუკი საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე რჩევას სხვა ადამიანებსაც ჰკითხავთ. რაც შეეხება სხვა ცხოვრებისეულ სფეროებს, ამ მხრივ მართვის სადავეებს საკუთარ ხელში აიღებთ და მდგომარეობას საკუთარი შეხედულებების მიხედვით შეცვლით. გამოავლინეთ ლიდერის თვისებები, დაისახეთ მიზნები და თამამად იმოქმედეთ მათ შესასრულებლად.

ლომი

ამ თვეში საშუალება გექნებათ, დაიწყოთ ახალი ცხოვრება იმ გამოცდილებით, რაც აქამდე დააგროვეთ. შესაძლოა, თავდაპირველად გაგიჭირდეთ ამ ნაბიჯის გადადგმა, მაგრამ თუ იმოქმედებთ, უკეთეს ცხოვრებას ეტაპობრივად შეიქმნით. ფინანსური კუთხით გაგიადვილდებათ სტაბილურობის მოპოვება და შენარჩუნება. მატერიალურ კომფორტს არამარტო საკუთარ თავს, არამედ, საყვარელ ადამიანებსაც შეუქმნით. სასიყვარულო ურთიერთობაში კარგად გააცნობიერეთ თქვენი შეცდომები და აღიარეთ, რომ ეს შეცდომები რეალურად იქნა დაშვებული თქვენს მიერ. ეცადეთ, რომ წარსულის ნეგატიური გამოცდილება აწმყოსა და მომავალში აღარ გადმოიტანოთ. თუ პარტნიორთან რაიმე პრობლემა გაქვთ, მის მოგვარებაზე ერთობლივად იზრუნეთ, მაგრამ უფრო მეტი ძალისხმევის გამოჩენა საკუთარ თავზე აიღეთ.

ქალწული

ნოემბერი ფინანსური კუთხით თქვენთვის წარმატებული იქნება. თუკი გაგაჩნიათ საკმარისი ცოდნა და გამოცდილება, წარმოუდგენელი შედეგების მიღებას შეძლებთ. თქვენი შრომა და მონდომება სათანადოდ იქნება დაფასებული. შეიძლება, მიიღოთ შემოთავაზება ახალი სამსახურის დაწყების თაობაზე ან თავად წამოიწყოთ საკუთარი ბიზნესი. ენდეთ თქვენს შესაძლებლობებს და თამამად გარისკეთ. სასიყვარულო ურთიერთობაში მოერიდეთ პარტნიორსა და თქვენს შორის უხილავი კედლის აღმართვას. არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთმანეთს გაურკვეველი მიზეზების გამო სრულიად შეუმჩნევლად ჩამოშორდეთ, რისი გამოსწორებაც მოგვიანებით გაგიჭირდებათ, ამიტომ ამ ეტაპზევე დაიწყეთ ზრუნვა საყვარელ ადამიანთან დაახლოებაზე. ამ თვეში ბევრი რამ ზუსტად ისე განვითარდება, როგორც იმსახურებთ. ყველაფერი სამართლიანად წარიმართება, ამიტომ თუკი რაიმე არ გაკმაყოფილებთ თქვენს ცხოვრებაში, ეძებეთ მიზეზები.

სასწორი

ეს თვე თქვენთვის აქტიური და მრავალფეროვანი იქნება. შეიძლება, წახვიდეთ სამოგზაუროდ ან შეიცვალოთ საცხოვრებელი ადგილი. თქვენს მიერ დასახული მიზნების მიღწევა და წარმატების მოპოვება სხვადასხვა კუთხით გაცილებით უფრო გაგიადვილდებათ. სასიყვარულო სფეროში შეძლებთ პარტნიორთან ღრმა ემოციური კავშირის ჩამოყალიბებას, უფრო მეტად დაახლოვდებით და თქვენი ურთიერთობა ბევრად საინტერესო გახდება. თუ არ გყავთ საყვარელი ადამიანი, გექნებათ შანსები, რომ ნოემბერში წამოიწყოთ ახალი სასიყვარულო ურთიერთობა. ფინანსური კუთხით მოვლენები განვითარებას ხელს შეუწყობს თქვენი კონკრეტული ქმედებები. თუკი შეძლებთ, სწორად განკარგოთ ფული, იმუშავოთ უკეთესი შემოსავლის მისაღებად და დაამუშავოთ სხვადასხვა ბიზნეს იდეები, ფინანსურ სტაბილურობას ადვილად შეინარჩუნებთ. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენს მატერიალურ კეთილდღეობას საფრთხეს თავადვე შეუქმნით.

მორიელი

ნოემბერში ფინანსური კუთხით წარმატება გელოდებათ. განსაკუთრებით დიდ სარგებელს მოგიტანთ საქმიანი პარტნიორობა და თანამშრომლობა იმ ადამიანთან, ვისთანაც საერთო ინტერესები და მიზნები გაკავშირებთ. თქვენი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. საშუალება გექნებათ, ბოლომდე მიიყვანოთ დაწყებული საქმე და ახალი საქმის დაწყებაზე იზრუნოთ. სასიყვარულო ურთიერთობებში ვნების გაძლიერებაა მოსალოდნელი. პარტნიორთან მიმართებაში უფრო მეტად ვნებიანი, მაგრამ ამავდროულად – მესაკუთრე და ეჭვიანი გახდებით, რამაც შეიძლება როგორც დაგაახლოვოთ ერთმანეთთან, ასევე, კონფლიქტები გამოიწვიოს. ეცადეთ, ამ მხრივ ბალანსი შეინარჩუნოთ. ზოგადად ამ თვეში მოერიდეთ გადაწყვეტილებების სწრაფად მიღებას. კარგად დაფიქრდით, გააცნობიერეთ პლუს-მინუსები და მხოლოდ ამის შემდეგ იმოქმედეთ. არსებობს იმის საფრთხე, რომ არასწორად გაკეთებულმა არჩევანმა ან მიღებულმა გადაწყვეტილებამ სერიოზული პრობლემები შეგიქმნათ.

მშვილდოსანი

ნოემბერში გაგიჭირდებათ დაწყებული საქმეების ბოლომდე მიყვანა. თქვენი ძალისხმევა ფუჭი აღმოჩნდება მიზნების მისაღწევად, თუმცა, ეს პერიოდი მალე გაივლის და შეძლებთ ჩვეული რიტმით წინსვლას. თუკი თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა პრობლემურია, შესთავაზეთ პარტნიორს ყველაფრის თავიდან დაწყება, მაგრამ მოიშველიეთ წარსულის გამოცდილებაც, რათა აღარ დაუშვათ შეცდომები. არსებობს იმის შანსიც, რომ თქვენს ცხოვრებაში გამოჩნდეს ყოფილი შეყვარებული/მეუღლე, რომელსაც ურთიერთობის აღდგენის სურვილი ექნება. კარგად დაფიქრდით, სანამ საბოლოო გადაწყვეტილებას მიიღებთ. ფინანსური კუთხით გარკვეული შეფერხებებია მოსალოდნელი. მატერიალური კეთილდღეობის მოპოვებას მხოლოდ და მხოლოდ თქვენი ძალებით შეძლებთ. ნაკლებად გქონდეთ იღბალის და გამართლების იმედი. არც სხვებს მიმართოთ დასახმარებლად. რასაც მიაღწევთ, მხოლოდ თქვენი მონდომებით, სამაგიეროდ, შედეგი გაცილებით დიდხანს შეგინარჩუნდებათ.

თხის რქა

ეს თვე ზოგადად პოზიტიური იქნება თქვენთვის. შეძლებთ სხვადასხვა სიტუაციების თქვენი სურვილის შესაბამისად შეცვლას. გქონდეთ საკუთარი თავის იმედი, მეტი თავდაჯერებულობით იმოქმედეთ, საჭიროების შემთხვევაში გარისკეთ კიდეც. საშუალება არ მისცეთ გარშემომყოფებს, რომ თავიანთი აზრები თავზე მოგახვიონ და ამით გავლენა მოახდინონ თქვენს აზრებსა და დამოკიდებულებებზე. ფინანსური კუთხით მნიშვნელოვანი ცვლილებები არ იქნება მოსალოდნელი. არსებობს იმის რისკი, რომ თქვენმა ბიზნეს იდეებმა სასურველი შედეგი ვერ მოგიტანოთ, ამიტომ სანამ გადამწყვეტ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად შეაფასეთ სხვადასხვა მნიშვნელოვანი დეტალები. საყვარელა ადამიანთან ურთიერთობაში მეტი სითბო გამოავლინეთ და წადით დათმობებზე. მოერიდეთ კონფლიქტებს და გაცილებით მეტის მიღწევას შეძლებთ, ვიდრე ელოდით.

მერწყული

ამ თვეში გაგიჭირდებათ ახალი ცხოვრების დაწყება ან სიახლეების შემოტანა თქვენს ყოველდღიურობაში, რადგან ამისთვის თავად არ იქნებით მზად. პრობლემის მიზეზი თქვენში ეძებეთ. მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებთ იმის მოშორებას, რაც წინსვლის საშუალებას არ გაძლევთ. ფინანსური კუთხით მოსალოდნელია სერიოზული შეცდომების დაშვება. ნაკლებად ენდეთ საქმიან პარტნიორებს, ნუ გარისკავთ, ნუ გაიღებთ მსხვერპლს მიზნის მისაღწევად. შანსი, რომ ეს მსხვერპლი დაგიფასდეთ, ძალიან მცირეა. თქვენი სასიყვარულო ურთიერთობა ნოემბერში პოზიტიურად წარიმართება. საყვარელ ადამიანს უფრო მეტად დაუახლოვდებით და თქვენს კავშირს უფრო განამტკიცებთ. განეწყვეთ მეტი ოპტიმიზმით და გქონდეთ სასიამოვნო ცვლილებების მოლოდინი. თქვენი ურთიერთობა გაცილებით უფრო საინტერესო და მრავალფეროვანი გახდება.

თევზები

ნოემბერი ფინანსური კუთხით არასტაბილური თვე იქნება. თქვენივე სისუსტის გამო შეიძლება, სერიოზული დანაკარგები გქონდეთ. მეტი ყურადღება დაუთმეთ თქვენს დამოკიდებულებას ფულთან მიმართებაში და იმოქმედეთ გონივრულად. ახალმა საქმიანობამ შესაძლოა, არ გაამართლოს და ის შედეგები ვერ მოგიტანოთ, რომელსაც ელოდით, ამიტომ ეს რომ არ მოხდეს, უკეთესად გაერკვიეთ იმ საქმიანობაში, რომლის წამოწყებასაც გეგმავთ. სასიყვარულო კუთხით ბევრი რამ ნათელი გახდება თქვენთვის. თუ გქონდათ საყვარელ ადამიანთან პრობლემები, შეძლებთ მიზეზების აღმოჩენას. ენდეთ თქვენს ინტუიციას და პარტნიორთან ურთიერთობის განმტკიცება უფრო მეტად გაგიადვილდებათ. ეს თვე ზოგადად პოზიტიური იქნება თქვენთვის. რაც არ უნდა ცუდი პერიოდი გქონდეთ, ეცადეთ, იმედიანად განეწყოთ. ყველაფერი თავის ადგილზე დადგება, თუკი ოპტიმისტურად შეხედავთ მოვლენებს.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s