ტაროსკოპი: ოქტომბერი, 2017


ვერძი

ოქტომბერი თქვენთვის აქტიური იქნება. მთელ კონცენტრირებას თქვენს სურვილებზე და სიამოვნებაზე მოახდენთ, რაც საშუალებას მოგცემთ, შეიგრძნოთ ცხოვრების მრავალფეროვნება. გვერდიდან შეიძლება, ეს ეგოიზმად გამოჩნდეს და ამის გამო გარშემომყოფებმა საკუთარი თავის ზედმეტად სიყვარულშიც დაგადანაშაულონ, რაც გარკვეულწილად გაგირთულებთ ურთიერთობებს. ფინანსური კუთხით წარმატება გელოდებათ. თქვენი ბიზნეს იდეების განხორციელებისთვის კარგი პერიოდი იქნება ეს თვე. არსებობს იმის ალბათობა, რომ მატერიალური კეთილდღეობა საგრძნობლად გაიუმჯობესოთ. ოპტიმისტურად განეწყვეთ და მოქმედებაზე გადადით. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ვნების გაძლიერებაა მოსალოდნელი, თუმცა, ეცადეთ, ყურადღება მიაქციოთ გრძნობებსაც და ემოციებსაც. დაუთმეთ დრო თქვენს პარტნიორს, მოუსმინეთ, გაითვალისწინეთ მისი სურვილები და მხოლოდ საკუთარ თავზე ნუ იფიქრებთ.

კურო

ოქტომბერში საშუალება გექნებათ, დაიწყოთ ახალი ცხოვრება წარსულის იმ გამოცდილებით, რაც მომავალში მდგომარეობის გაუმჯობესებაში დაგეხმარებათ. ნაკლებად გქონდეთ სხვების დახმარების იმედი. ძირითადად საკუთარი შესაძლებლობების მიხედვით მოახდინეთ გათვლები. საყვარელ ადამიანთან ყველანაირი პრობლემა მოგვარდება, თუკი სამართლიანობას შეინარჩუნებთ და ნაკლები ბრალდებებით შემოიფარგლებით. გამოავლინეთ თქვენი გრძნობები ღიად, რომ პარტნიორმა დაინახოს, თქვენთვის რამდენად ძვირფასია იგი. ფინანსური კუთხით გართულებების წარმოქმნის რისკი არსებობს. არავის ენდოთ, სანამ ბოლომდე არ დარწმუნდებით ადამიანის სანდოობაში. მოსალოდნელია ფინანსური დანაკარგი და იურიდიული პრობლემები, ამიტომ სიფრთხილე გამოიჩინეთ, არ აჩქარდეთ და დაუფიქრებელი გადაწყვეტილებები არ მიიღოთ.

ტყუპები

ამ თვეში მოერიდეთ სისუსტის გამოჩენას მატერიალური კუთხით. ეცადეთ, თქვენზე ნეგატიური გავლენა არავინ მოახდინოს. ნუ დაუჯერებთ სევდიან ისტორიებს “გამოუვალი სიტუაციების” შესახებ, რომლებიც თქვენგან თანხის ვალად გაცემას ისახავს მიზნად. არსებობს რისკი, რომ ამგვარად გაცემული ფული სამუდამოდ დაკარგოთ. ადამიანებს თქვენით მანიპულირების საშუალება არ მისცეთ და მტკიცედ შეინარჩუნეთ საკუთარი პოზიცია. სასიყვარულო ურთიერთობაში ნაკლები სიმკაცრე გამოიჩინეთ. იყავით უფრო მეტად რბილი და მომთმენი საყვარელი ადამიანის მიმართ. ეცადეთ, ადვილად აპატიოთ, მითუმეტეს თუ ხედავთ, რომ გულწრფელად ინანიებს შეცდომას. იზრუნეთ საკუთარ კომფორტზეც. აღიდგინეთ ენერგია თქვენს მიერ შემუშავებული მეთოდებით და დაუთმეთ დრო ჰობის და შემოქმედებით სამუშაოებს.

კირჩხიბი

არსებობს რისკი, რომ ამ თვეში საკმაოდ სერიოზული შეცდომები დაუშვათ თქვენივე დაუკვირვებლობის გამო. არ აჰყვეთ ემოციებს და არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. აჩქარება ნაკლებად გამოგადგებათ. სიფრთხილე გამოიჩინეთ რჩევების გათვალისწინების დროსაც. შესაძლოა, ერთი შეხედვით კარგმა რჩევამ რეალურად პრობლემები შეგიქმნათ. სასიყვარულო კუთხით ბევრი რამ თქვენზე არ იქნება დამოკიდებული. პარტნიორს საშუალება მიეცით, თავად წარმართოს თქვენთან ურთიერთობა. მოერიდეთ უხეშ ჩარევებს და ეცადეთ, კომპრომისებზე წახვიდეთ თუკი ამას სიტუაცია მოითხოვს. ფინანსურ სფეროში შეძლებთ სტაბილურობის მოპოვებას და შენარჩუნებას. კარგი პერიოდია უცხოელ ბიზნეს პარტნიორებთან ერთობლივი საქმის წამოწყებისთვისაც. თუკი ამჟამინდელი სამსახური არ გაკმაყოფილებთ, თავად დაამუშავეთ ბიზნეს იდეა და ეტაპობრივად განახორციელეთ პრაქტიკაში.

ლომი

ოქტომბერი სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებას დაუთმეთ. ეს თვე შესანიშნავი პერიოდია არამარტო ჰარმონიული ურთიერთობის ჩამოყალიბებისა და შენარჩუნებისთვის, არამედ ოჯახის შექმნისთვისაც. თამამად გამოავლინეთ საყვარელი ადამიანის მიმართ თქვენი გრძნობები და ეცადეთ, ერთად დიდი დრო გაატაროთ. ფინანსური კუთხით გამოიჩინეთ ყურადღება. არსებობს საფრთხე, რომ დაკარგოთ კონტროლი თქვენს ფინანსებზე ან გააუარესოთ სიტუაცია სამსახურში. პრობლემებს შეგიქმნით თქვენი არაკომპეტენტურობაც. გარშემომყოფებმა შესაძლოა, ამით ბოროტად ისარგებლონ და სცადონ თქვენი მოტყუება, ამიტომ ისეთ საკითხებში, სადაც ფიგურირებს ფული, ადვილად არავის ენდოთ. შეიძლება, გაგიჩნდეთ სურვილი, რომ ყველას ჩამოშორდეთ და განმარტოვდეთ, მაგრამ უხილავი კედლის აღმართვა თქვენსა და გარშემომყოფებს შორის კარგს არაფერს მოგიტანთ. პირიქით, შეინარჩუნეთ ხალხთან ურთიერთობა, მაგრამ მოირგეთ დამკვირვებლის როლი, რომ ადვილად ამოიცნოთ თქვენი არაკეთილმოსურნეები.

ქალწული

ამ თვეში გაგიჭირდებათ სიტუაციის მართვა სხვადასხვა ცხოვრებისეულ სფეროებში. თქვენი ძალისხმევა სასურველ შედეგებს თითქმის ვერ მოგიტანთ. თუმცა, იმის მაგივრად, რომ თავდაუზოგავად იბრძოლოთ და პრობლემების გადაჭრაზე იზრუნოთ, უმჯობესია, თუკი თავად ამ პრობლემების მიზეზებს მიაგნებთ და მათ აღმოფხვრით. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში ეცადეთ, ნაკლები ნეგატივი გამოავლინოთ. არსებობს კონფლიქტების წარმოშობის საფრთხე, რაც თქვენს ურთიერთობაზე უარყოფითად აისახება. არ აჰყვეთ პარტნიორის მხრიდან გამოწვევებს და არ წამოიწყოთ კამათი. აკონტროლეთ ემოციები და აზრები. ფინანსური კუთხით მოსალოდნელია უეცარი გამართლება ან დიდი თანხის მოპოვება, მაგრამ შესაძლებელია, ეს თანხა ასევე უეცრად დაკარგოთ, ამიტომ გონივრულად იმოქმედეთ. იზრუნეთ საკუთარ თავზე და საკუთარ სიამოვნებაზე. აისრულეთ სურვილები და ნაკლებად მიაქციეთ ყურადღება, რას იტყვიან გარშემომყოფები თქვენზე.

სასწორი

ოქტომბერში თქვენი მატერიალური მდგომარეობა საგრძნობლად გაუმჯობესდება. თუკი მუშაობთ, მოსალოდნელია დაწინაურება, ხოლო თუ არა – არსებობს იმის შანსი, რომ ახალი სამსახური მოძებნოთ, რომელიც არამარტო ფინანსურ სარგებელს მოგიტანთ, არამედ, საშუალებას მოგცემთ, გაიჩინოთ თანამოაზრეები და აკეთოთ ის საქმე, რაც სიხარულს მოგიტანთ. მოერიდეთ ფულის არაგონივრულად ხარჯვას, მაგრამ არც ზედმეტი ეკონომია მოგიტანთ სულიერ სიმშვიდეს. ეცადეთ, ამ მხრივ ბალანსი შეინარჩუნოთ. სასიყვარულო სფეროში სერიოზული გართულებებია მოსალოდნელი. შესაძლოა, თავადვე გაანადგუროთ ურთიერთობა, რომელიც თქვენთვის ძვირფასი იყო. მზად იყავით რადიკალური ცვლილებებისთვის, მაგრამ თუკი არ გსურთ, რომ პარტნიორს დაშორდეთ, სცადეთ თქვენს ურთიერთობაში დადებითი ცვლილებების შეტანა. ამ პერიოდში უარი თქვით გარისკვაზე და ნაკლებად ენდეთ გარშემომყოფებს, თუკი საქმე რაიმე მნიშვნელოვანს ეხება.

მორიელი

ეს თვე თქვენი ცხოვრების გასაანალიზებლად გამოიყენეთ. დაფიქრდით, რა გაბრკოლებთ და არ გაძლევთ წინსვლის საშუალებას. სიტუაციას გვერდიდან შეხედეთ და თვალი გაუსწორეთ თქვენს შეცდომებს. ფინანსური კუთხით შესაძლოა, წარმოიშვას პრობლემები, რომლებიც წარსულის გავლენით იქნება გაჩენილი. გონივრულად განკარგეთ ბიუჯეტი და მოერიდეთ ფულის ფლანგვას, რადგან არსებობს იმის რისკი, რომ გაგიჭირდეთ მატერიალური სტაბილურობის შენარჩუნება. სასიყვარულო სფეროში მოერიდეთ პარტნიორთან უხილავი კედლის აღმართვას. შესაძლებელია, გაგიჩნდეთ სურვილი, რომ უფრო მეტი დრო საკუთარ თავს დაუთმოთ, ვიდრე საყვარელ ადამიანს, მაგრამ ეცადეთ, ამის გამო ურთიერთობა არ გაგიფუჭდეთ. თუკი თქვენთვის აუცილებელია პირადი სივრცის შენარჩუნება და განმარტოება, აუხსენით პარტნიორს იმის მაგივრად, რომ უხეშად ჩამოიშოროთ. შინაგანი ჰარმონიის მოპოვება სასიყვარულო ურთიერთობის გაუმჯობესებაშიც დაგეხმარებათ.

მშვილდოსანი

ამ თვეში შესაძლებელია, პრობლემები გამოიწვიოს წარსულში დაშვებულმა შეცდომებმა. ის, რაც უკვე დავიწყებული გეგონათ, ხელახლა შეგახსენებთ თავს. საჭიროა, კონტროლი აიღოთ საკუთარ ცხოვრებაზე და მოვლენები ისე განავითაროთ, რომ ნაკლები დანაკარგი გქონდეთ ან ნაკლები გართულებები შეგექმნათ. თქვენი მატერიალური კეთილდღეობა საფრთხის წინაშე დადგება, თუკი სხვადასხვა, ერთი შეხედვით გამართლებულ რისკებზე წახვალთ. ნუ იქნებათ იღბალის იმედზე. ყველაფერს მხოლოდ საკუთარი ძალისხმევით მოიპოვებთ და არა – იღბლიანი შემთხვევის წყალობით. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში მოერიდეთ არაგონივრულ საქციელს. არასწორად გადადგმულმა ნაბიჯმა, შესაძლოა, მთელი ურთიერთობა გაანადგუროს. მეტი პოზიტივით განეწყვეთ და შეძლებთ პარტნიორთან სასიამოვნო ურთიერთობის შენარჩუნებას.

თხის რქა

ეს თვე თქვენთვის პოზიტიურად წარიმართება. თქვენს მიერ წამოწყებული საქმე დადებით შედეგებს მოგიტანთ. კარგი პერიოდია თვითგანვითარებისთვის და ცოდნის გასაღრმავებლად. შეძლებთ, რომ შეინარჩუნოთ მატერიალური კეთილდღეობა და საგრძნობლად გააუმჯობესოთ კიდეც. თუკი გაგაჩნიათ ბიზნეს იდეა, განახორციელეთ თანამოაზრეებთან ერთად. ასე გაცილებით მალე მიიღებთ სასურველ შედეგებს, ვიდრე იმ შემთხვევაში, თუკი მარტო დაიწყებთ მოქმედებას. საყვარელ ადამიანთან მიმართებაში გაძლიერდება თქვენი ემოციები, მაგრამ არამარტო დადებითი, არამედ, უარყოფითი კუთხითაც. ეცადეთ, ემოციებს ურთიერთობაზე სერიოზული გავლენის საშუალება არ მისცეთ და არ გამოიწვიოთ კონფლიქტები.

მერწყული

ოქტომბერში თქვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროები მწყობრში ჩადგება და გაუმჯობესდება. შეძლებთ სასიამოვნო ცვლილებების მიღებას. ამაში წვლილს არამარტო თქვენ, არამედ, გარშემომყოფებიც შეიტანენ. შეინარჩუნეთ ხალხთან დადებითი დამოკიდებულება – ეს მომავალში სასიკეთო შედეგებს მოგიტანთ. თუკი გაგაჩნიათ უჩვეულო ბიზნეს იდეა, ეს თვე მის განხორციელებას დაუთმეთ. გექნებათ შანსი, რომ ამ ბიზნეს იდეით საკმაოდ მნიშვნელოვან წარმატებას მიაღწიოთ. სასიყვარულო კუთხით ურთიერთობის გაუმჯობესებაა მოსალოდნელი. საყვარელ ადამიანთან უფრო მეტად განამტკიცებთ კავშირს, რაც ორივე თქვენგანს სულიერ სიმშვიდეს და ბედნიერებას მოგანიჭებთ. თქვენი ყოველი მცდელობა ურთიერთობის გაუმჯობესებისთვის დაგიფასდებათ და პარტნიორთან უფრო დაგაახლოვებთ.

თევზები

ამ თვეში გაგიჭირდებათ ახალი ცხოვრების დაწყება და წარსულთან გამომშვიდობება. ნაკლებად იყავით ორიენტირებული ახალი საქმეების წამოწყებაზე, თუკი არ გსურთ, რომ შუა გზაზე მიატოვოთ ისინი. ფინანსური კუთხით გამოიჩინეთ სიფრთხილე. არსებობს იმის საფრთხე, რომ მოტყუებული აღმოჩნდეთ, მაგრამ ამას საკმაოდ გვიან მიხვდებით. ყურადღება მიაქციეთ საქმიან პარტნიორებს და თანამშრომლებს. არ აჩქარდეთ, როცა საქმე ფულს შეეხება და არ მიიღოთ სწრაფი გადაწყვეტილებები. სასიყვარულო სფეროში მოსალოდნელია სიახლეები. პარტნიორში ისეთ თვისებებს აღმოაჩენთ, რაც აქამდე არ შეგიმჩნევიათ, თუმცა, ეს თვისებები შესაძლოა, იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი. ეცადეთ, მიიღოთ საყვარელი ადამიანი ისეთად, როგორიც არის და თქვენი ასეთი ქმედება ურთიერთობის განმტკიცებაში დაგეხმარებათ.

Advertisements

დატოვეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out / შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out / შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out / შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out / შეცვლა )

Connecting to %s